პროკურატურა კოდუას „ჩადებულ ჯიპს“ ედავება?!

ნანუკ

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ერეკლე კოდუას საქმის განხილვა დაიწყო, რომელიც მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილს მიჰყავს. „ერეკლე კოდუას ე.წ. „პიკაპების“ საქმეზე ისე გაუჭირდა პროკურატურას, მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილი თელავიდან ჩამოიყვანეს საქმე რომ „გააპრავოს,“ მაინც არაფერი უშველის საქმეს, სადაც მთავარი მოწმე ამბობს, რომ „დაბოლილი,“ ანუ „მარიხუანა“ ჰქონდა მოწეული, გააჩერეს, არ დააკავა „სოდ“-მა და ძალიან ძვირადღირებული მანქანაც გადაუფორმა. ანუ „სოდ“-მა „დაბოლილ,“ უცნობ მოქალაქეს ჯიპი ჩაუდო!“ – წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ერეკლე კოდუას მეუღლე ნანუკა ჟორჟოლიანი.


მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილის ბიოგრაფია იხილეთ