პოროშენკო პუტინს ისევ ევროკავშირის ტერიტორიაზე შეხვდება

გ6

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პუტინთან შესაძლო შეხვედრის თარიღი გაასაჯაროვა. როგორც სააგენტო РИА Новости იუწყება, ორი ქვეყნის ლიდერები მომავალი სამი კვირის შუალედში, ისევ ევროკავშირის ტერიტორიაზე სცდიან ბედს. ,,მომავალი შეხვედრისათვის კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს, შეხვედრის ფორმატის ბედი სიტუაციაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება უახლოეს მომავალში ორი ქვეყნის პოლიტიკური ურთიერთობები“ – განაცხადა პოროშენკომ. უკანასკნელად პუტინი და პოროშენკო ერთმანეთს ბელორუსში, მინსკის ფორმატის მსვლელობის დროს 26 აგვისტოს შეხვდნენ,სადაც მხარეები დონბასში ჰუმანიტარული კორიდორის გაკეთებაზე და რეგიონში სამშვიდობო გეგმის რეალიზებაზე შეთანხმდნენ. რაც შეეხება უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების პირველ შეხვედრას, ის საფრანგეთში, ფაშიზმზე გამარჯვების 70 -ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მსვლელობის დროს ქეყნის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის შუამავლობით შედგა.