გოდების სტენკა

მილანმოვლილი მერი სტალიცისა, სრულიად აფიციალნად გოდებდა, _ არა მგონია, ეს ხალხი (რეჩი იყო მათზედ, ვინც პარკებში სკამეიკებს ამტვრევს), საკუთარ სახლში მებელს ამტვრევდესო.
მებელსაო… კაცო, მებელსაო…

ბარბარიზმიცაა და ბარბარიზმიც. ჰალალად, ყველა ჩვენგანს წამოგვცდება ჩვენში ფეხმოკიდებული, უცხო ენიდან შემოსული ისეთი სიტყვა, რომელსაც სწორედაც რომ მოეპოვება ქართული შესატყვისი, თან საკმაოდ მოქნილი და სხარტი, რომელიც ისედაც იყო ენაში ან მერე შემოიღეს და ორგანულად მიიღო ენამ. ასეთ სიტყვებზე მაქვს ბაზარი და არა ისეთზე, შტეფსელი რომ დენცქვიტაა. თუმცა რაღა დაგიმალოთ და მე მოშნად მევასება ეს დენცქვიტა, ხოშიან ნასტრაენიაზე მაყენებს, მაგრამ, კაროჩე, ვერ დამკვიდრდა, ისევე როგორც სოსისის მაგიერ მოწოწნიკი ვერ დამკვიდრდა.
იტოგში, ყველა ვხმარობთ ბარბარიზმებს, საჯაროდ თუ არა, შინაურობაში მაინც, მაგრამ ბარბარიზმიცაა და ბარბარიზმიც, ეს მებელი რა მოქმედებაა, რა ვითარებაა, იოლკი-პალკი?
ბევრი ბარბარიზმია ხმარებაში დღესაც, მაგრამ მებელს ვიღა ხმარობს? მიყრუებულ სოფლებში ას წელს მიტანებული მოხუცებიც არ ეძახიან ავეჯს მებელს! აგერ, ბარბარიზმების ონლაინ ლექსიკონში, სადაც ათასზე მეტი ბარბარიზმია თავმოყრილი, „მებელი“ ნახსენებიც არაა. მართლა რა მოქმედებაა, რა ვითარებაა „მებელის“ ძახილი, თან როცა ამას ამბობს საჯარო გამოსვლაში! თან როცა ამას ამბობს:
1. დედაქალაქის მერი!
2. მილანმოვლილი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც თავის სახლში მთელი მებელი იტალიიდან აქვს ჩამოტანილი!
აგერ, ვაკეში რომ წამოუჭიმავს სამეტაჟიანი 200 კვადრატნი მეტროიანი დვარეცი, იქ უდგას სულ იტალიური მებელი. მოკლედ, ამ დვარეცის პაროგს გადააბიჯებ თუ არა, სულ იტალიური მებელი გხვდება. სუ ძვირფასი.
ინტერნეტში დავსმოტრე _ პირველ ეტაჟზე ჰქონია ზალა. ზალაში განა გოიმურად სტენკა უდგას? _ არა! აგრომნი ჩორნი როიალი, სნოკშიბატელნი ანტიკვარნი შკაფი, კრესლოები თეთრი აბივკით, აქეთ დიდი, პალიროვკიანი კრუგლი სტოლი, იქით დიდი გრძელი, მატოვი სტოლი საზაკუსკოდ, სააბედოდ, საზავტრაკოდ. იქით დიდი პოლკები კნიგებისთვის, რამკებში ჩასმული ფოტოებისთვის, ატკრიტკებისთვის, სხვადასხვა ვეშებისთვის.
დიდი კარაკოშკა დიდი სტეკლოებით. პირველ სართულზევეა კუხნა, კუხნაში ყველაფერი ნავაროჩენი _ თუ გაზის პლიტა, თუ დუხოვკა, თუ რაკოვინა, თუ კრანი, თუ ხალადელნიკი, თუ შკაფი, თუ სტოლი, თუ კუხნის ნაბორი, ვილკა, ჩაშკა, კრუჟკა, ლოჟკა, ჩაინიკი, კასტრული, სტაქანი, სტოლსაფრები…
მეორე სართულზეა სპალნები, სპალნებში „სპალნები“ _ ძვირფასი კრაოტები, ტრილიაჟები, ტუმბოჩკები, ვეშოლკები. კრაოტებზე ძვირფასი ადიალები, პადუშკები, ძვირფასი ბელიო _ თუ პრასტინა, თუ პადუშკის აბივკა. კრაოტი ყველა ძვირფასი, იმენოი, ნუ აბა, რასკლადუშკებზე და ლეჟანკებზე, ან ხმელ კუშეტკებზე ხო არ იწვებიან ბოლო-ბოლო? ანდა პრუჟინიან რკინის კრაოტში?
მეორე სართულზევე აქვს ჩულანები, მესამეზე დიდი ბალკონი, თბილისს რომ ბოდრად და გორდად გადმოხედონ ხოლმე. პოლად ძვირფასი პარკეტი. ყველგან, ვეზდე, მთელ სახლში ძვირფასი რუჩკები, პეტლები, ზამოკები, ლუსტრები და ლამპოჩკები, ნაჩნიკები, ვიკლუჩატელები, პერეხადნიკები (ზამეკანიე რომ არ მოხდეს, ყველაფერი კაჩესტვენი, ცალ-ცალკე რუბილნიკები), კალონკები, ი ტაგ დალეე.
სახლს კარგი კრიშა, კარგი ჟოლოპი, კარგი რეშოტკები.
მეჟდუ პროჩიმ, კახიმ 2018 წელს მებელსა და სხვადასხვა საოჯახო ვეშებში გადაიხადა 82382,6 ლარი, ბლუზკებში, მაიკებში, იუბკებში, დვოიკებში, ტროიკებში, პოლშუბკებში, საროჩკებში, კურტკებში, პლავკებში, ბიკინებში, ტუფლებში, ბათინკებში, ნასკებში, კაშნებში, აჩკებში, აპრავებში, რემნებში, გალსტუკებში, კასინკებში, დუხებში, ზონტიკებში, ზმეიკებში, დახარჯა 249 522 ევრო, 35560,46 ლარი და 10749,24 დოლარი.
და მიუხედავად ამისა, მებელს ვერ გასცდა…
ისე, სადღაც წამიკითხავს, სიზმრებს რა ენაზეც ხედავ, იმ ერის, ყოველ შემთხვევაში, იმ კულტურის წარმომადგენელი ხარო. საინტერესოა, კალაძე სიზმრებსაც ასეთ „მებელურ“ ენაზე ხედავს?
ან რას ხედავს? იქნებ, იმას თუ როგორ მუშაობენ მისი მოქმედი თუ ყოფილი თანაგუნდელები იქ, სადაც წესით უნდა მუშაობდნენ და, ალბათ, მოუწევთ კიდეც… თუ ახდა კახის სიზმარი თუ არა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხადზე ცხადი სურვილი მაინც…
ნიუჟელი, ჩვენი მებელთმპყრობელი სიზმრად ხედავს, როგორ მისდევს ავჩარკას თეა წულუკიანი და როგორ ეშინია ავჩარკას? ზატო, იქვე, ტუპიკში, გუგულა მაღრაძე პაპიროზს აბოლებს და წუწუნებს, წიაგა არა აქვსო. სოფო კილაძე პადზემკაში ლიფებს, ჩულქებსა და ბანდაჟებს ყიდის იაფად.
აგერ, მიხეილ ბატიაშვილი ჟეშტიანჩიკი გამხდარა, მთელი დღე ჟესტს ურახუნებს და იმ დროს მისტირის, მინისტრობისას ჟეშტში (მაშინაში) 47 500 ევრო რომ გადაიხადა… ახლა კიდე დგას და ჟეშტს ურახუნებს, რომ სახლში ერთი ბანკა სმეტანა მიიტანოს და ცარიელი გრეჩიხით არ გაიხეთქოს მშიერი სტომაქი.
ირმას ხედავს ინაშვილს, დიდი ვენოკი უყიდია, პუტინი მომიკვდა და თუ ვერტალიოტი ვერ ვიშოვე, მოსკოვში ვეზდეხოდით მაინც წავალო. ნუ, თუ ვერ წავალ და ვენოკი მაინც მქონდესო.
გახარიას ფოკუზნიკობა დაუწყია, პადზემკაში მუშაობს, იაფიან ფოკუზებს აკეთებს, ხან ბოდიშებს ყიდის იაფად.
ვეჩნ პახმელიაზე მყოფი სოზარ სუბარი რეზბამოღლეტილი ყანყალებს და პივას სვამს ძირგავარდნილ ბუტილკიდან. ეს კვირაა, ძლივს მალიარად დაიწყო მუშაობა და დაპაშოლების ეშინია. ყველა აპაშოლებს, ის დრო წავიდა, ბიძინა ბუქსირით რომ დაათრევდა. ვოლსკი ვაგზალზე ვაჭრობს მაროჟნით, დიდი კარდონის კარობკით დაათრევს და ყვირის, მაროჟნი-მაროჟნიი, ამ მინუტში პერერივზეა ეგეც, იქვე ზაბეგალოვკაში გარციცას ჭამს და სასისკს აყოლებს და თავი ცეკას სტალოვაიაში ჰგონია…
უმუშევრად დარჩენილი ადა მარშანია ადიალაშემოხვეული დარბის და ამტკიცებს, რომ ბარდაჩოკში ტიტველი ბოკერია ემალება. სესიაშვილს კახის პლავკები მოუპარავს (აი, ის, რომელიც აცვია იზვესტნი პლაკატზე), ჩაუცვამს და თავის უწყლო ბასეინში ასველებს. რა ქნას, მოცლილია, პადვალში ყარაულად მუშაობს სამ სუტკაში ერთხელ.
აგერ, გუგულას ბოლო ნაფაზი ამოურტყამს და უკანასკნელ ხმაზე კივის _ მალინა, მალინაა!!! თვით ბიძინა ივანიშვილს სვარჩიკად დაუწყია მუშაობა, თქვენ ყურებას სვარკის ყურება ჯობიაო. სუტკაში სტაქან მარკოვკის სოკზეა.
მაია ცქიტიშვილი ლაფატკაზე დაუსვამთ, ვიცე-პრემიერობის მერე, ძროხების ფერმიდან, მწველავობიდანაც გამოუგდიათ და პარტნიხად დაუწყია მუშაობა და სწორ სტროჩკას ვერ არტყამს, აპრავდანიედ ის მოაქვს, იჟოგა მაქვსო და ბუბლიკს ჭამს ჩუმად.
აგერ, თურნავაც გაუგდიათ, კრიშამომძვრალ ბუტკაში ვაჭრობს ფერადი ნასკებით, ხელში ზონტიკი უჭირავს _ დოჟდიკ ნე ლიუბიტ.
ზანკალიანი ელიავაზე დგას და კაფელს 20 ლარად აკრავს, მას მერე, რაც ბარგალკით ერთი თითი წაიცალა.
აგერ, ბირჟაზე ვიღაც დგას და საჩკაობს _ ლევან დავითაშვილი ბიჭებს უმტკიცებს, ადრე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ვიყავიო და ბიჭები ეუბნებიან, ბოლტგაიკა ადგილზე გაქო?
ქეთევან ციხელაშვილი ბულკებს აცხობს, პესოკს აკლებს და ჩუმად აზაგაჟნიკებს. ფეხზე დიდი მაზოლი აქვს და ეკა ბესელია მაზოლზე ფეხს ადგამს. ბესელია იმავე საცხობში კორჟიკებს აცხობს, წულუკიანი პერაშკებზეა გამწესებული და პერეცს ჟოშკავს. მყიდველთან კონტაქტი აკრძალული აქვს _ როგორც აპეტიტის დაკარგვის გარანტს.
მათ საყურებლად კახის არ სცალია, აგერ ქალბატონი სალომე მორბის _ ცალ ხელში გარშოკით, ცალ ხელში გრელიკით და კრიჩიტობს _ არ დამღუპო, კახიიი, არ დამღუპო, კახიიი!.. მორბის, მორბის და კახის ეშინია, რომ გარშოკი არ დაუვარდეს და არ დააყენოს უბორნიის სუნი.
აგერ, მწვანე გია გაჩეჩილაძე მწვანედ გაკრასკულ ზაბორს ახტება და ატაკაზე მოდის, მერე უცებ ტორმუზდება და ზადნის აძლევს.
აკაკი ზოიძე ლეჟანკაზე წევს და გულზე პაკრიშკა ადევს, _ მაბოყინებსო. ვდრუგ, ხტება და აჟიმანიებს აკეთებს _ კალოშებით.
არჩილ თალაკვაძე დუბლიონკით ვანაში წევს და ზაგარს იღებს, თან დედმაროზს ელოდება _ ალუჩა უნდა გააცნოს. ეგეც უმუშევარია, სოციალურზე ზის.
ლადო კახაძე ზაბიგალოვკაში ოფიციანტად მუშაობს, რა ზაკაზიც არ უნდა მისცე, მაინც ფოდნოსით ხაშლამა მოაქვს და გიმტკიცებს, _ ხაშლამა უნდა თანთალებდესო.
ზვიად კვაჭანტირაძეს ციკლოვკაზე დაუწყია მუშაობა, პერერივზეა და აგერ კახის ეხვეწება, კაპჩონი კალბასზე დამპატიჟეო.
მამუკა მდინარაძე ზაპრავკაზე მუშაობს, ხელში დიდი კლიზმა უჭირავს და ყველა გამვლელს იმას ეკითხება, მაგის ზუბილა ხო არ დაუნახავს.
კობა ნარჩემაშვილს ვალინკები აცვია და მოიკაზე მუშაობს. ანრი ოხანაშვილს დრუჟბა უჭირავს, ბიძინას გამხმარ ხეებს ჭრის და მშიერ სტომაქს იმით ივსებს, იმითი სვამს სტაქან ოტკას.
ზარდიაშვილი ვიღაცის ბალკონთან დგას და სკრიპკას უკრავს _ ვიღაცის პაკლონიკია. ის ვიღაცა მთავრობაშია, ჟენშინა ლეტ სოროკიდინ.
გია ჟორჟოლიანი ბენზინკალონკაზე მუშაობს და ყველას, ვისაც ბენზინს უსხამს, გუბაზის მოყოლილს უყვება, რომ ლარი მიშასია. თან ჰგონია, რომ მხოლოდ მან იცის ეს და ახლა ანდობს მეორე კაცს. რას იზამს, ასე იცის დამსახურებულმა შიმშილმა.
გედი ფოფხაძე გაჯავიკია და არც შპაკვლაზე ამბობს უარს, უმეტესად ბეზდელნიკობს და ასეთ დროს ჩვევად აქვს, კალიასკით გამოიტანს იაფიან კალბასს („დოქტორსკის“ ნივრით) ჩააწვენს კალიასკაში და მთელი სუტკა აკატავებს და მერე გადაასვენებს სტოლზე და აზაკუსკებს.
თამარ ჩუგოშვილი პილასოსით დარბის, ყველაფერს აპილასოსებს ლარად და პეტრუშკას ჭამს, მარგებელიაო.
ზვიად ძიძიგური სტაიანშიკად მუშაობს, ხელში ატვიორკა უჭირავს, ატვიორკაზე მკვდარი კრისა აუგია, ამტკიცებს, შაშლიკიაო და ყველა გამვლელს იმას უყვება, როგორ იწვა რელსებზე, კაკ ანა კარენინა და მერე რა კაი იყო ბიძინას ბუტკაში.
ნინო წილოსანიც მალიარობს, პაბელკაზე მუშაობს, კატოკი უჭირავს და ამტკიცებს, რომ კისტზე და ჩოთქზე ნიხვატკა აქვს.
თამარ ხულორდავა პადუშკით და ბუძილნიკით დარბის და მოსთქვამს, რომ პადუშკა აუფეთქდა. რომ სამსახურში აგვიანებს, არადა, ჰგონია, რომ მუშაობს, თორემ მისი ბოლო სამუშაო ადგილი საქართველოს პარლამენტი იყო.
ზაზა ხუციშვილს კირკა უჭირავს და სოფლის უბორნიას თხრის. თბილისში თუ არა, ეგებ, სოფელში მაინც ააშენოს ერთი უბორნია.
უსუფაშვილსაც ხედავს კახი _ მოდის უსუფაშვილი დიდი მაჩალკით და ვერ გაიგებ, ვის ხეხავს, ვისი მექისეა. ბოლოს ვისიც იყო, ის სვარჩიკია უკვე…
აგერ, საპოჟნიკის ბუდკის წინ სკრომნად მარგველაშვილიც დგას _ ბუკეტით. კარტოფილი აყვავებულა მთაში და წამოუღია ყვავილად. ცვეტნოი კარტოშკა…
აგერ, ირაკლი კობახიძეს თავი ნოლზე გადაუპარსავს, თმებს კიდე პლიტის სპირალებად ყიდის იაფად.
ემზარ კვიციანს რუსთაველზე ნასოსი დაუდგამს და ყველა გამვლელს ეხვეწება, _ არ გცემთ, ცემით არა, ნასოსით გაგბერავთო, 20 თეთრადო. ყოველი სუტკის ბოლოს თვითონ რჩება გაბერილი ცემაში.
„ნაცებსაც“ რომ ხედავს სიზმარში? ოღონდ ვერ გაურკვევია, ეს მათი აწმყოა, წარსული თუ ბუდუში. აგერ, ხედავს მელიას, მაგნიტივითაა, მარტო ბრასლეტი კი არა, ყველაფერი აუსხამს: კალიცო, ბოლტი, გაიკა, კლუჩი, ვილკა, ვინტი, კუსაჩკა, პლოცკო… დგას და… სემიჩკას ჭამს.
სალომე სამადაშვილი პაპიროზს ეწევა დიდი მუნდშტუკით და კოფეს სვამს სგუშონკით.
ოთო კახიძე სვეტაფორთან დგას და კახის უყვირის, _ სკვაზნიაკიაო!
რომან გოცირიძე დიდი სუმკითაა და ვიღაც კაცს „ეპატიჟება“, _ მარკოვკა მაქვს სუმკითო.
ბოკერიას ტაბურეტკა დაუდგამს, დამჯდარა და საჩკაობს.
მერე კახი ხედავს, რომ ანუკის პაკაზია და თვითონ კლეჩატი გალიფე აცვია და დიდი ფირუზისფერი უშანკა ახურავს, მერე იამკაში არტყამს და ხვდება, რომ ეს ძველი სიზმარია და რომ თვითონ კახი კატოკზე მუშაობს და ასფალტს ლატკებს ადებს, ასფალტის დაგებას არავინ ანდობს… ხვდება, რომ სხვა პრასვეტი არ აქვს, გრუსტნად ლოღნის პლიტკა შოკოლადს, იაფიანს და ფიქრობს, რა გაყიდოს შემორჩენილი მებელიდან…
მერე უცებ ფორთოჩკას ხედავს, ფორთოჩკა იღება და… მიშა სმერტელნი ულიბკით და კახიც ხტება კრაოტიდან და ლაკიროვკიან პარკეტზე ეცემა. მთავრდება მისი გოდება გოდების სტენკასთან. შეეღვიძება და კითხულობს: „აკი ასფალტს ვლატკამდი? გდე ვარ?“ მიიხედ-მოიხედავს, მებელს იცნობს და… კრაოტზე აბრუნდება.

რეზო შატაკიშვილი