ოდესის პროფკავშირების სახლში მომხდარი ტრაგედიის საქმე დასრულებულია

გ5

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის მაისის თვეში, ქალაქ ოდესის პროფკავშირების შენობაში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების საქმე დაასრულა და საქმე წარმოებისთვის სასამართლოს გადასცა. ინფომაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრეჩეველზე ზორიან შკირიაკზე დაყრდნობით , სააგენტო «Лiга. Новости» ავრცელებს. გამოძიების მონაცემებით, საერთო არეულობებში აქტიური მონაწილეობებისათვის ბრალი 24 პიროვნებას წარედგინა. შირიაკის განცხადებით ბრალდებულთაგან ცხრა ადამიანზე ქვეყნის მაშტაბით ძებნაა გამოცხადებული. 25 სექტემბერს კიევში, ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რუსეთის ფედერაციას, ოდესის მილიციის უფროსის ყოფილი მოადგილის დიმიტრი ფუჩედჟის გადმოცემა სთხოვა. პრეზიდენტის თქმით, ყოფილი ძალოვანი თავს დნესტრისპირეთს აფარებს და ხშირად სტურმობს რუსეთის დედაქალაქს.