დიდი შვიდეული მოსკოვს ახალი სანქციებით ემუქრება

გ4

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, მინსკის ფორმატის მოლაპარაკებებს მხარს უჭერენ და იმედს იტოვებენ, რომ უკრაინის კრიზისი საბოლოოდ მშვიდობიანად დარეგულირდება.წინააღდეგ შემთთხვევაში ევროკავშირის და დასავლეთის ლიდერი ქვეყნები მოსკოვს ახალი სანქციებით ემუქრებიან. იუწყება სააგენტო ИТАР-ТАСС-ი. ,,შვიდეული ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინის სუვერენიტეტის დაცვით, აუცილებელია საბოლოო ვარიანტზე შეჯერება და ქვეყანაში წარმოქმნილი კრიზისის საბოლოოდ მოგვარება. უკრაინა ევროპა რუსეთს შორის გადებული ხიდია და აუცილებელია ქვეყანაში პოლირიკური პროცესები არ შეჩერდეს. იმედს ვიტოვებთ, რომ რუსეთი მინსკის მოლაპარაკებების ფორმატიდან არ გავა და უკვე მიღწეულ შეთანხმებების რეალიზებას ხელს შეუწყობს. ჩვენი მიზანი რუსეთის იზოლაცია არაა და სანქციებით საუბარი 21 საუკუნის ფორმას არ წარმოადგენს, თუმცა ჩვენ ვალდებულნი ვართ რუსეთი შევაჩეროთ, აბსოლუტურად ყველა შეჩერებული პროექტი და ეკონომიკური შეზღუდვა მოიხსნება თუ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. ჩვენს ხელთ უამრავი ეკონომიკური ბერკეტია, რომელიც რუსეთის ეკონომიკას გაანადგურებს და თუკი რუსეთი მის მიერ წარმოაბულ პოლიტიკას გააგრძელებს იძუელბულნი ვიქნებით ეს ბერკეტები ავამოქმედოთ“ – აცხადებენ შვიდეულის ლიდერები.