ირანის პრეზიდენტი ამერიკას ტერორიზმის მფარველობაში ამხელს

გ2

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუხანი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთი,კავკასიის რეგიონი და აზიის დიდი ნაწილი, ტერორისტების თავშესაფარი გახდა და მიზეზად ამერიკული პოლიტიკის უსუსურობას ასახელებს. როგორც Associated Press-ი იუწყება აღნიშნული განცხადებით, ირანის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ანსამბლეის წინაშე წარსდგა. ,,წარსულში ამერიკის შეერთებული შტატები დიდ დახმარებას უწევდა ექსტრემისტებს და ამჟამად მათ წინააღმდეგ საბრძოლველად რესუსრი არ ჰყოფნის. დასავლეთის ქვეყნების გარკვეულმა ნაწილმა, რადიკალური იდეებით შეპყრობილ ადამიანებს ხელში იარაღი დააჭერინა, ტერორისტები ეხლა აღარავის ინდობენ. ყველა ის პირი თუ სახელმწიფო მოხელე, რომლებიც წარსულში ექსტრემიზმის დაფინანსებაში მონაწილებდნენ, ვალდებულნი არიან წარსული ცოდვების გამო ბოდიში მოიხადონ და არა მარტო წარსულის, მათი უუნარო პოლიტიკის წყალობით მომავალი თაობები განადგურდა. მე მოვუწოდებ დასავლეთის მომაკვდავ პოლიტიკურ ელიტას, კეთილი ინებონ და დაამარცხონ ტერორიზმი, ჩვენ ჩვენის მხრივ მზად ვართ, ამ საკაცობრიო მნიშვნელობის პრობლემის გადაჭრაში წვლილი პირადად შევიტანოთ“ – განაცხადა ირანის პირველმა პირმა.