ამერიკელი ჟურნალისტების სიკვდილით დამსჯელი ჯალათის ვინაობა ცნობილია

pic_33fe2dd7c32096467d0e006920ba4ec9

ამერიკის ფედერალურმა ბიურომ, (ФБР) ტერორისტული დაჯგუფების ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ წევრი ბოევიკის ვინაობა დაადგინა, რომელმაც ორი ამერიკელი ჟურნალისტი, ჯეიმს ფოული და სტივენ სოტლოფა სიკვდილით დასაჯა და შემდეგ ვიდეო ფირი ინტერნეტით გაავრცელა. ინფორმაციას საგამომძიებლო ბიუროს დირექტორზე, ჯეიმს კომზე დაყრდნობით სააგენტო Agence France-Presse ავრცელებს. ,,ჩვენ გავარკვიეთ ჯალათის ვინაობა,თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული პიროვნების სახელსა და გვარს არ გავახმაურებთ“ განაცხადა კომიმ 25 სექტემბერს ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე. ცოტათი ადრე 24 სექტემბერს, ინგლისურ გაზეთში (The Times) გაჟღერებული ინფორმაციით, ბრიტანულმა საიდუმლო სამსახურის აგენტებმა, ამერიკელი ჟურნალისტების სიკვდილით დამსჯელი ჯალათის ვინაობის დადგენა მოახერხეს და ის 23 წლის აბდელ-მახიდ აბდელ ბარია, რომელიც თურმე გასულ წლამდე ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობდა. 23 წლის ჯალათმა ამერიკელი ჟურნალისტების სიკვდილით დასჯამდე, საკუთარი ტვიტერის გვერდზე ფოტო გაავრცელა,სადაც მას ხელში ადამიანის მოჭრილი თავი უჭირავს.