უკრაინაში მოხალისეთა რიგებს პატიმრებით შეავსებენ

გ5

უკრაინის პოლიტიკურ წრეებში, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში სიტუაციის შესაძლო გართულების შემთხვევაში, სახედრო შენაერთების რიგების შევსებაზე ფიქრობენ. შემოთავაზებული წინადადებებიდან მოწონება და მხარდაჭერა ჯერჯერობით, მხოლოდ მოქალაქეების მიერ, სამხედრო თავდაცვითი დანიშნულების სანგრების გათხრამ დაიმსახურა. როგორც გაირკვა თბილ სავარძლებში მოთავსებული ახლადშობილი პოლიტიკოსების ინტერესს პენიტენციალური სისტემაც წარმოადგენს. უწყების წარმომადგენლის პაველ კრამაროვის განცხადებით, ციხეებში მჯდომი ათასობით ,,მოხალისე“  მზადაა სასჯელის სრული ამინისტირების შემთვევაში ქვეყნის თავისუფლება დაიცვას. ,,მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენმა უწყებამ ჩაატარა კვლევა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, თურმე გისოსებს მიღმა ათასობით პატრიოტი ზის, რომლებსაც სხვებზე ნაკლებად არ ჰყვარებიათ საკუთარი სამშობლო. ისინი სამშობლოს დაძახებას ელოდებიან და გარკვეული პირობების შესრულების შემთვევაში მზად არიან ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვან. ნუ რათქმაუნდა ეს არ ეხებათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს. თუკი აღნიშნული ინიციატივა მოწონებას დაიმსახურებს და ქვეყნის ხელისუფლება დადებითად გადაწყვეტს პატიმართა მოთხოვნებს, ალბათ პროცედურულ ნორმებს კანონი დააბალანსებს. ასე რომ ბიჭები მზად არიან სამშობლოსათვის თავი გასწირონ“ – აცხადებს კრამაროვი. როგორც გაირკვა უკრაინის ხელისუფლება პატიმართა შეწყალებას ,,პატრიოტული“ მოტივის მუხლით, რამოდენიმე თვის წინაც გეგმავდა, მაგრამ ,,ანტიტერორისტული“ სპეცოპერაციის წარუმატებლობამ ხელისუფლების გეგმები შეცვალა. თუმცა გამორიცხული არაა ფრონტის წინა ხაზზე უკრაინელი ,,ზეკებიც“ ვიხილოთ, როგორც სჩანს ეს უბრალოდ დროის საკითხია.