თურქეთი ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას იწყებს

გ4

გერმანული გამომცემლობის ,,Die Welt“-ს საერთაშორისო მიმომხილველის ჰანს რიულეს მტკიცებით, რომელიც ირწმუნება, რომ გერმანული დაზვერვის სამსახურის სპეციალური სააგენტოს ანონიმურ წყაროს ეყრდნობა, თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის ამბიციას მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტობა არ წარმოადგენდა და თურქული პოლიტიკის ,,საჭადრაკო დაფაზე“ გათამაშებული სვლა, მარტო პოლიტიკური როქი არ გახლდათ და ის ერდოღანის ბირთვულ მიზნებზე იყო დაფუძნებული. უახლოეს წარსულში თურქეთმა ორი ბირთვული პროექტის რეალიზება მოახერხა. პირველი ატომური ელექტრო სადგული «Аккую» რუსებმა ააგეს და პროექტის ღირებულება 15 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო მეორე პროექტი, ასევე ატომური ელექტრო სადგური «Синоп»-ი იაპონელებმა და ფრანგებმა დააპროექტეს. გერმანულ დაზვერვაზე დაყრდნობით, გამომცემლობა Die Welt-ი ირწმუნება, რომ თურქულმა მხარემ, აღნიშნული პროექტების განხორციელების ხელშეკრულებით, არ იკისრეს ვალდებულება ატომურ ელექტრო სადგურებზე გამოყენებული ბირთვული საწვავის უკან დაბრუნებაზე, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ თურქები ბირთვულ საწვავს პლუტონიუმის მისაღებად გამოიყენებენ. ასე რომ, შესაძლებელია თურქეთი ირანის გზას დაადგეს და ,,მშვიდობიანი“ ატომი ბირთვული პროგრამების განხორციელებას მოახმაროს.