უკრაინელებს სანგრების გათხრას დაავალებენ

g3

უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის მოქალაქეებს, სახელმწიფოს სასარგებლოდ, შრომითი ვალდებულების დაკისრებას ავალებს და მათ ,,ომის რეჟიმით,, სამხედრო თავდაცვითი სანგრების გათხრა მოუწევთ. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლუდმილა დენისოვამ გააჟღერა. ,,სახელმწიფო შრომისუნარიან მოქალაქეებს დასახმარებლად იხმობს და ისინი ვალდებულნი არიან ეს მოთხოვნა დააკმაყოფილონ. ჩვენ ომის რეჟიმში ვცხოვრობთ და უბრალოდ უნდა მოვემზადოთ. ეს იქნება ,,შრომითი შემოწირულობა“ იმედია მოსახლეობა გაითავისებს ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებას და ამ ,,მოწყალებას“ ნებით გაიღებს. თავდაცვითი დანიშნულების სამუშაოებში, რიგითი მოქალაქეების გვერდით, სამხედროებიც იშორმებენ. ძირითადი ყურადღება სახელმწიფო საზღვრებზე, სამხედრო ბაზებზე , აეროდრომებზე და სხვა ტიპის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე იქნება გადატანილი. თავიდან სამუშაო პროცესებში სტუდენტებს, მოხალისეებს, უმუშევრებს, ფერმერებს და მეწარმეებს ჩავრთავთ. სახელმწიფო მის მიერ ,,დასაქმებულ“ ყოველ პიროვნებასთან შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს“ – აცხადებს დენისოვა.