უკრაინა დაღუპული სამხედროების გვამების ამოცნობას ვერ ახერხებს

გ2

უკრაინის ოთხ რეგიონიში მდებარე საავადმყოფოების მორგებში, რომლებიც ეგრეთწოდებული ,,ანტიტერორისტული სპეცოპერაციის“ ზონას წარმოადგენენ, ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო პირის ამოუცნობი გვამი აღმოაჩინეს. ექსპერტები გვამების ვინაობას ვერ ადგენენ. მათი განცხადებით ,,გარდაცვლილი სამხედროების სხეული იმდენადაა გახრწნილი, რომ მედიცინა უბრალოდ უძლურია ვიზუალური დათვალიერებით, რაიმე ტიპის დასკვნა დადოს,“ – აცხადებენ ექიმები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, უკრაინაში სამხედრო დაპირისპირებას 3 500 მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა ეს ციფრი შეიძლება რამოდენიმეჯერ გაიზარდოს. სამშაბათს 23 სექტემბერს, უკრაინის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქვეყნის ოთხი რეგიონის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის,ზაპოროჟიის და ოდესის ადგილობრივი საავადმყოფოების მორგებში, ათასზე მეტი უკრაინელი სამხედროს პირის გარდაცვლილი გვამია მოთავსებული, რომელთა ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება. ინფორმაცია დნეპროპეტროვსკის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ სვიატოსლავ ოლეინიკმა გააჟღერა.