ვინ ემუქრება ნათია მიქიაშვილს?

natia

„პირველი რადიოს” პრესკლუბში ჟურნალისტმა, გადაცემა „ანატომიის” წამყვანმა ნათია მიქიაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელსაც „ქრონიკა+” უცვლელი სახით გთავაზობთ:

„„სტუდია „ანატომია“-ს მიმართვა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მთავრობას მიმართვა ეხება გადაცემა „ანატომიის“ ავტორის ნათია მიქიაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარას. მოგეხსენებათ რომ საგამოძებო გადაცემა ანატომია 2010 წლიდან იძიებს ხელისუფლების საქმიანობას, გადაცემას მუდმივდ ჰქონდა მაყურებლის მაღალი ნდობა და რეიტინგი, გადაცემა „ანატომია“ ემსახურებოდა და ემსახურება ხელისუფლების მანკეირი მხარეების და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოაშკარავებას, ასევე გადაცემის მიზანია საზოგადოებისთვის ნათელი გახადოს ხელისუფლების ზედა წრეებში კორუფციის ფატები შესახებ ინფორმაცია-ასეთის არსებობის შემთხვევაში. სტუდია „ანატომია“-ს შემოქმედებითი ჯგუფის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს-ობიეტურობა, მიუკერძოებლობა და თავისუფლება. სწორედ ამ მიმართულების გაგრძელებას გეგმავს „ანატომია“ ახალი სეზონიდან, რაც როგორც ჩანს ცნობილი გახდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისათვის-კერძოდ, პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშილის მეუღლის მამიდაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი რომელსაც ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტი-ნათია მიქიაშვილის მისამართით ახორციელებს სიტყვიერ მუქარას, ჯანყარაშვილმა ჯერ ითხოვა შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში შეჩერებულიყო გადაცემა, სადაც ის იქნებოდა ერთერთი მთავარი გმირი, უარის მიღების შემდეგ კი განაცხადა რომ „ანატომიის“ მის პიროვნებაზე მომზადების შემთხვევაში ის ნათია მიქიაშვილს ადექვატურად, „ძალიან ცუდად მოექცეოდა“ ოჯახის წევრებთან დაკავშრებით, რაც ჟურნალისტის მიერ აღქმული იქნა პირდაპირ მუქარად-რადგან რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ რაც ნათია მიქიაშვილმა გააკეთა განცხადება, მისი გადაცემის რუსთავის 2-ის ეთერში გასვლასთან დაკავშრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მხრიდან ნათია მიქიაშვილის პოლიციელ მეუღლეზე, განხორციელებული ზეწოლის შედეგად ის იძულებული გახდა დაეტოვებინა შინაგან საქმეთა სამინისტრის რიგები. მე, ნათია მიქიაშვილი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც კი არასდროს ჩემს მიმართ არ განხორციელებულა პირდაპირი მუქარა-პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავის ზვიად ჯანყარაშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები არის მცდელობა შეაჩეროს გადაცემა „ანატომია“ რომელიც საქართველოში ახალი ხელისუფლების პირობებში ბიზნესის გადანაწილების თემას ეხება და სადაც ბატონი ჯანყარაშვილი ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ერთერთი მთავარი მოქმედი პირია. სწორედ ამიტომ მოგმართავთ თქვენ დახმარებისთვის და პრევენციის მიზნით გატყობინებთ მომხდარი ფაქტის შესახებ, რადგან დაცული იქნეს სიტყვის თავისუფლება და ჟურნალისტებს ჩვენი საქმიანობის განხორციელებაში ხელი არ შეგვიშალოს თანამდებობის პირებისა და პრემიერმინისტრის ნათესავების მხრიდან განხორციელებულმა მუქარამ. პატივისცემით, ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი და სტუდია „ანატომია“-ს შემოქმედებითი ჯგუფი“,-

ნათქვამია სტუდია „ანატომიას” განცხადებაში, რომელიც „პირველმა რადიომ” გაავრცელა.