მთავარი საზოგადოება კორუფცია „საქართველოს რკინიგზაში“

კორუფცია „საქართველოს რკინიგზაში“

850
0
გაზიარება

შეაჩერე კორუფცია

ვაგრძელებთ სს „საქართველოს რკინიგზის“ მსხვილბიუჯეტიანი შესყიდვებისა და მიმწოდებლების ანალიზს.

1. შესყიდვის გამოცხადების თარიღი _ 2019.10.05.
გაჟღენთილი ხის შპალების შესყიდვა
1,365,000 ლარი (იგივეა, რაც სატენდერო თანხა)
მარტო მონაწილით _ შპს „ჯორჯია სპეცჰიდროენერგომონტაჟის“
დირექტორი:
პაველ შესტოპალოვი _ რუსეთში რეგისტრირებული კომპანია „იგჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი.
კომპანიის მფლობელები არიან:
ტატიანა ფურსი,
რომან კოჟევნიკოვი.
კომპანია 6 წელია, ბაზარზეა. 45 ტენდერიდან მოგებული აქვს 11 (ძირითადი შემსყიდველი _ რუსჰიდრო).
საქართველოში მხოლოდ ერთ ტენდერში ჩანს.
2. შესყიდვის გამოცხადების თარიღი _ 2019.10.05.
სპეციალური რკინა-ბეტონის შპალების შესყიდვა
1,352,280 (იგივეა, რაც სატენდერო თანხა)
მარტო მონაწილეობით შპს „მიქსორი“
დირექტორი _ ილია შიხაშვილი
მესაკუთრეები:
ცეზარ ჩოჩელი 42.12%
იზოლდა ჩარიგოგდიშვილი (ცეზარ ჩოჩელის მეუღლე) 42.13%
ქისთოუნ ინვესთმენთს 15.75%
დირექტორი _ გიორგი პერტაია (10%)
თემურ ანჩაბაძე (რუსეთის ფედერაცია) _ 90%
თემურ ანჩაბაძე რუსეთში ფლობს რამდენიმე კომპანიას:
შპს ხორცკომბინატი „ნეიმა“
შპს „სევზაპლოგისტიკა“
შპს „ზამიანი 77“
შპს „РРТ“
შპს „ЛСЕГ“ (ევროპული გზაგაყვანილობის მშენებლობის ლოგისტიკა)
შპს „ЛСЕГ“ „გზაპრომის“ ქვეკონტრაქტორია. როგორც რუსული მედია იუწყება, კომპანიის მესაკუთრეები დაკავშირებულები არიან ინდუსტრიულ ბანკთან. რუსული მედიისვე ინფორმაციით, კომპანიის ბრუნვა 2015 წელს შეადგენდა 2,8 მილიარდ რუბლს, საიდანაც სუფთა მოგება 596 მილიონი რუბლი იყო.
შპს „მიქსორს“ სს „საქართველოს რიკინიგზის“ კიდევ ორი ტენდერი აქვს მოგებული:
ა) რკინა-ბეტონის შპალების შესყიდვა
2,720,000 (ფასის კლების გარეშე) 2019 01.05.
ბ) რკინა-ბეტონის შპალების შესყიდვა
1,951,000 (2 მონაწილე, ფასის კლება) 2017 03.11.
კიდევ რამდენიმე დეტალი ქისთოუნ ინვეთმენთთან დაკავშირებით:
1. ზემოთ ნახსენები ილია შიხაშვილი გახლავთ დირექტორი კომპანიისა შპს „რითეილ ინვესთმენთს“, რომლის 33.4%-ს ფლობს სს „ქართული ლუდის“ კომპანია; 16,6%-ს ლაშა ჩოჩელი, 50%-ს „ქისთოუნ ინვეთმენთი“.
შპს „რითეილ ინვესთმენთს“ ეკუთვნის შპს „რითეილ ჯგუფი“ 60% (დირექტორი ლაშა ჩოჩელი, ხოლო სხვა მესაკუთრეები არიან: ზურაბ ხიზანიშვილი (13.33%) და შპს „“დოლნეი ქენსალთენთს, კვიპროსი (26.67%).
შპს „რითეილ ჯგუფი“ „მაგნიტის“ ბრენდის სახელით მოქმედებს და დღეს უკვე 76 მაღაზიას ფლობს. კომპანიამ სუპერმარკეტების ქსელით ოპერირება 2018 წელს 22 მაღაზიით დაიწყო. მას შემდეგ, ინვესტიციის განხორციელების გზით, კიდევ 54 მაღაზია გაიხსნა.
როგორც ცნობილია, რუსეთში „მაგნიტის“ სახელწოდებით საკმაოდ დიდი სუპერმარკეტების ქსელი ოპერირებს. გარდა ამისა, რუსული „მაგნიტის“ საქართველოში ოპერირების შესახებ განცხადება სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ ხელმძღვანელმა, ვასილ სოფრომაძემ რუსულ მედიაგამოცემა marketmedia.ru -სთან ინტერვიუში ისაუბრა. კერძოდ, თუ რუსული ქსელები შეეცდებიან საქართველოში შესვლას, საქართველო ღია ქვეყანაა. „ფრესკოს“ ხელმძღვანელმა ამის მაგალითად რუსული ქსელი „მაგნიტი“ მოიყვანა.
2018 წლის ბოლოს კომპანიის წარმომადგენლებმა „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ შპს „რითეილ ჯგუფი“ 100 პროცენტით ქართული კაპიტალითაა შექმნილი და რუსულ მაღაზიათა ქსელთან არაფერი აქვს საერთო. მათი განცხადებით, ყველა დამფუძნებელი ქართველია და, მაშასადამე, კაპიტალიც ადგილობრივია.
„რუსულ მაგნიტთან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს. მაგნიტი არის 100%-ით ქართული სუპერმარკეტების ბრენდი, რომელსაც ამბიცია აქვს, გახდეს საცალო ვაჭრობის ბაზრის ლიდერი. სახელის შეცვლაზე არ გვიფიქრია, ვინაიდან მაგნიტი ასოცირდება მიზიდულობასთან, შესაბამისად, ჩვენ ვართ სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც იზიდავს მომხმარებელს მაგნიტური ფასებით და შოკაქციებით“, _ აცხადებენ შპს „რითეილ ჯგუფში“.
ჩვენ არ ვიცით, რა კავშირი აქვს ქართულ ბაზარზე დამკვიდრებულ „მაგნიტს“ რუსულ ქსელთან, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ შპს „ქისთოუნ ინვეთმენთის“ 90% რუს ბიზნესმენს ეკუთვნის, ეს კომპანია ფლობს 50%-ს შპს „რითეილ ინვესთმენთში“, რომელსაც, თავის მხრივ, ეკუთვნის შპს „რითეილ ჯგუფის“ 60%. კითხვები რუსული კაპიტალის შესახებ, ფაქტობრივად, ამოწურულია. ამავე დროს, საინტერესოა, რომ შპს „ქისთოუნ ინვეთმენთის“ 10%-ის მფლობელი გიორგი პერტაია „სს ქართუ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია;
2. რეგისტრაციისას განცხადების წარმდგენი არის აკაკი ადამია, შპს „აგროჰოლდინგ 4 სიზენსის“ 4%-ის მფლობელი.
ამ კომპანიის დირექტორია შალვა წაქაძე, რომელიც, ამავე დროს, „თბილისი მოლის“ დირექტორად გვევლინება.
შპს „აგროჰოლდინგ 4 სიზენსის“ და „თბილისი მოლის“ მფლობელების დიდი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა;
3. შესყიდვის გამოცხადების თარიღი _ 30.08.2017
SAP სისტემის პრემიული მხარდაჭერის მომსახურება//Óñëóãè ïî ïðåìèàëüíîé ïîääåðæêå ñèñòåìû SAP
საპ უკრაინა ÑÀÏ ÓÊÐÀÈÍÀ
2,627,276 ლარი
ფუნქციური სფერო:
• (BPC PCM BO) კორპორაციული მართვის სისტემა (ბიუჯეტისა და კომპანიის სტრატეგიული მაჩვენებლების მართვა);
• (Simple Finance on HANA) ფინანსების მართვა (ბიუჯეტირება, კონსოლიდაცია, ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვა, ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ბიუჯეტის კონტროლი, ხარჯების კონტროლი და აღრიცხვა);
• ხარჯების ოპერატიული კონტროლი (CO) (ხარჯების კონტროლი და დელეგირება, მმართველობითი აღრიცხვა და ლიკვიდურობის ოპერატიული მართვა);
• ÒÎÐÎ LAM, PM მართვა (კაპიტალური და გეგმური რემონტები, შესყიდვები, ენერგიის დაზოგვა, თვითღირებულება, ბუღალტრული აღრიცხვა);
• მატერიალური რესურსებისა და მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა MM (მატერიალური მოთხოვნების ცენტრალიზებული დაგეგმვა და შესყიდვის ორგანიზება);
• პერსონალის მართვა (HR, Payroll) (ორგანიზაციული სტრუქტურის შეყვანა, ადმინისტრირება, პერსონალის შესახებ მონაცემების შეყვანა, დროის მენეჯმენტი, გამომუშავებული თანხა);
• ტექნიკური სფერო: SAP HANA არქიტექტურა და ადმინისტრირება. სტაბილურობა, მწარმოებლურობა და გადაწყვეტილების მასშტაბურობა. ინტეგრირება, შეთანხმებულობა, მონაცემების თანმიმდევრულობა. მონიტორინგისა და გადაწყვეტილებების მხარდაჭერის მიდგომები ექსპლუატაციის დროს.
„საპ უკრაინის“ დირექტორი მაქსიმ მატიაშია, რომელიც 2010 წლიდან ხუთი წლის განმავლობაში კომპანია Oracle-ის გაყიდვების დირექტორი იყო ყაზახეთში, მოლდოვასა და საქართველოში. მოგვიანებით, საპ დსთ-ს სამხრეთ-დასავლეთ კლასტერს ხელმძღვანელობდა, რომელშიც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო შედის.
უკრაინის მედიაში სერიოზული კითხვები არსებობს ამ კომპანიასთან დაკავშირებით.
2017 წელს უკრაინის რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტზე (ბორისპოლის აეროპორტი, ჟულიანის აეროპორტი, კომპანიები “Óêðãàçäîáû÷à”, “Óêðçàëèçíûöÿ”) განხორციელდა კიბერშეტევა. სწორედ ამ დროს ახორციელებდა პროგრამულ უზრუნველყოფას საპ უკრაინა. აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ვირუსი Petya.A შემუშავდა რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან. სხვათა შორის, „საპ დსთ“ არც უარყოფს თავის კავშირს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.
„საპ უკრაინა“ „საპ დსთს“ ექვემდებარება.
რამდენიმე ფაქტი „საპ დსთს“ ისტორიიდან:
2016 წელს კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა „გაზპრომთან“, რათა ერთობლივი პროგრამული უზრუნველყოფა განხორციელებულიყო.
2017 წელს „საპ დსთმ“ ნავთობისა და გაზის კომპანიებთან ერთად Smart Oil & Gas ფორუმის ფარგლებში განიხილა ერთობლივი ინოვაციები ბლოკჩეინის, Machine Learning (ცოდნის სპეციალიზებული სფერო, რომელიც შეისწავლის და ამუშავებს ნედლი მონაცემებიდან ინფორმაციის ავტომატურად ამოღების ალგორითმებს) ინტერნეტის განვითარების ახალი ეტაპების სფეროებში.
ტერმინი ბლოკჩეინი გაჩნდა, როგორც ბიტკოინის ბრუნვაში გაშვებისთვის საჭირო ტექნოლოგიის აღმნიშვნელი, თუმცა 2009 წლის შემდეგ (შექმნის დრო) გამოყენების სფერო გაფართოვდა. მიმდინარეობს მისი გამოყენების ტექნოლოგიების ახალი ვარიანტების შემუშავება, იქნება ეს მონიტორინგი, საბუღალტრო ანგარიშები, რისკების მართვა, ფინანსური და მართვის ანგარიშები, კონტროლი და ა. შ.
ლაბორატორიის პლატფორმად გამოყენებული უნდა ყოფილიყო SAP S/4HANA.
2016 წელს კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა „გაზპრომთან“, რათა ერთობლივი პროგრამული უზრუნველყოფა განხორციელებულიყო.
2018 წლის 25 იანვარს სააგენტო როიტერმა განაცხადა, რომ „საპ დსთ“, Symantec da McAfee შეთანხმდნენ, რათა თავდაცვის მიზნით რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის მიეწოდებინათ თავიანთი პროგრამული კოდები, რომელიც შეიძლება ჰაკერებს გამოეყენებინათ სისტემის გასატეხად.
4. ელიტა ბურჯი
ა) შესყიდვის გამოცხადების თარიღი _ 09.06.2015
სენაკი-აგურქარხნის გადასარბენზე (კმ. 2235 პკ. 4-ში) მდინარე ტეხურაზე არსებული ლითონის ხიდის (5X34მ) მალის ნაშენის შეცვლის სამუშაოები
2,749,000 ლარი
გადახდილი თანხა: 3,498,415 ლარი
სტატუსი: შესრულებული ხელშეკრულება;
ბ) შესყიდვის გამოცხადების თარიღი _ 19.12.2014
ერთლიანდაგიან ლითონის ხიდზე (2X45მ) მალის ნაშენის შეცვლა
2,857,100 ლარი
გადახდილი თანხა: 3,938,411.23 ლარი
დასრულების თარიღი შეიცვალა სამჯერ.
სტატუსი: შესრულებული ხელშეკრულება
შპს „ელიტა ბურჯი“:
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე _ ლაშა პაიჭაძე
წევრები: ნუგზარ დეკანოიძე („ქართული ოცნების“ შემომწირველი 2016, 2018, 2019 წლებში, საერთო ჯამში, 55 000 ლარით), ნატო ხაინდრავა (7-გზის შემომწირველი, საერთო ჯამში, 262 000 ლარით).
დირექტორი გიორგი როგავა (სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის შემომწირველი 15 000 ლარით).
მესაკუთრე: შპს „რინგოლდ ფინანს ლიმიტედი“; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, 08.02.1999 100%.
განსაკუთრებით საინტერესოა ნატო ხაინდრავა _ სს „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორი.
შპს „რინგოლდ ფინანს ლიმიტედი“ ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიაა, რომელიც „ელიტა ბურჯის“ გარდა კიდევ რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილებს. მათ შორისაა შპს „ახალი სერვისი“.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძის (1/07/2014-დან დღემდე) ინფორმაციით, შპს „ახალი სერვისი“ „ქართუ ჯგუფთან“ დაახლოებული პირების (ახლობლები, მსახიობები, მომღერლები) თანხის სახით დახმარების გადაცემის მიზნით შეიქმნა. კომპანიიდან დახმარების/საჩუქრის მიმღებთა შორისაა მისი მეუღლე ლენა მამაცაშვილიც, რომელიც კომპანიიდან თანხას „7-8 წელია, იღებს“. იური ნოზაძის განმარტებით, ლენა მამაცაშვილი „ჩვეულებრივი მეუღლეა, მე კიდევ „ქართუს“ ნათესავი ვარ, რომელიც ასეთ დახმარებას აძლევს ჩემს მეუღლეს“. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მეუღლეს 2013-2017 წლებში ამ კომპანიიდან საჩუქრის სახით 100 000 ლარამდე აქვს მიღებული, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ შეფასებით კანონდარღვევაა.

ქეთევან ენუქიძე

 

დატოვეთ კომენტარი