მთავარი საზოგადოება დემოგრაფიაზე ზრუნვა თუ ტენდერების მოგება?

დემოგრაფიაზე ზრუნვა თუ ტენდერების მოგება?

98
0
გაზიარება

შეაჩერე კორუფცია

„ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი“ საჯარო რეესტრმა 2019 წლის 13 თებერვალს დაარეგისტრირა. რეესტრის ამონაწერის მიხედვით ორგანიზაცია ქუთაისში მდებარეობს. მისი აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ შალამბერიძეა, ხოლო აღმასრულებელი საბჭოს წევრები არიან: მალხაზ ლომსაძე, გელა ხარჭამაძე და ნუნუ შალამბერიძე. ცენტრის მმართველობის ორგანოა დამფუძნებელთა საერთო კრება.

რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია და რატომ მიიპყრო მან ჩვენი ყურადღება?

ემზარ კვიციანმა თებერვლის დასაწყისში დააანონსა, რომ ფონდის შექმნას აპირებდა, რომელშიც ფულს ემიგრანტები ჩარიცხავენ და ახალი ოჯახების გაძლიერებას შეუწყობენ ხელს.
„აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, რადგან არ აქვთ საშუალება. იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანენ და იქნება დახმარება მაგათი… დღეს დემოგრაფიულად ყველაზე მეტად ვისაც უჭირს, ქართველები არიან. თვალს ხომ არ დავხუჭავთ?! ეს იქნება ქართველთა ჯგუფი, რომელიც ქართველებს ქართული ოჯახების შექმნაში დაეხმარება“, – განაცხადა დეპუტატმა.
თავისთავად, ფონდის აღმასრულებელი საბჭოს წევრების ვინაობა საინტერესო უნდა იყოს საზოგადოებისთვის და ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა, რას აკეთებენ და სად მოღვაწეობენ ისინი.
2016 წელს მალხაზ ლომსაძემ და გელა ხარჭამაძემ დააფუძნეს კომპანია „რეკონსტრუქცია XXI“.
2017 წელს კომპანიის სახელზე ფიქსირდება ორი სახელმწიფო შესყიდვა:
1. ელექტრონული ტენდერის საშუალებით ქ. თბილისში კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე დაზიანებულ შენობა-ნაგებობებზე დროებითი წინმსწრებ-დამზღვევი ღონისძიებების ჩატარების, დემონტაჟისა და სხვა თანმდევი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
ღირებულება _ 133,983 ლარი
ხელშეკრულება ძალაშია: 10.01.2017-28.02.2018;
2. ნაძალადევის რაიონის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
ღირებულება _ 154,000 ლარი.
ხელშეკრულება ძალაშია: 20.04.2017-31.01.2019.
არც ერთი ვალდებულება არ შესრულებულა.
ამავე წელს დაფუძნებულია შპს „რეკონსტრუქცია XXI-ის ფილიალი/წარმომადგენლობა“:
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ს/გზა „ფერია-ესელიძეები-დევაძეები“ – კმ0+150 მონაკვეთზე საყრდენი კედლის მოწყობა;
ღირებულება _ 9,494 ლარი
ხელშეკრულება ძალაშია: 15.11.2016-31.01.2017
შესრულებული ხელშეკრულება;
2. ქ. ბათუმში, ხულოს ქ. #10-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შიდა სარემონტო სამუშაოები (ეზო და ვერანდა).
ღირებულება _ 24,800 ლარი
შესრულებული ხელშეკრულება;
3. თბილისის ვაგონების სარემონტო დეპოს საურიკე საამქროს სახურავის შეკეთების სამუშაოები.
ღირებულება _ 65,838 ლარი
ხელშეკრულება ძალაშია: 23.02.2018-31.12.2018.
შესრულებული ხელშეკრულება;
4. ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ტერიტორიის კეთილმოწყობის-მოასფალტების სამუშაოების შესყიდვა
ღირებულება _ 165,982 ლარი.
ხელშეკრულება ძალაშია: 28.02.2018-30.07.2018.
შესრულებული ხელშეკრულება;
5. ქ. ბორჯომში მესხეთის ქუჩიდან რობაქიძის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდის სავალი ნაწილის რეაბილიტაციის სამუშაოები.
ღირებულება _ 51,700.
ხელშეკრულება ძალაშია: 12.03.2018-30.06.2018.
შესრულებული ხელშეკრულება;
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის (მდებარე ქ. თბილისი, გორგასლის ქ. #24ა-ში) შესასვლელში არსებული მარმარილოს კედლის (0, I და II სართულები) და გარე ეზოს პერიმეტრზე გრანიტის კედლების რეკონსტრუქციის სამუშაოები
ღირებულება _ 108,001 ლარი.
ხელშეკრულება ძალაშია: 27.12.2016-31.05.2017.
შეუსრულებელი ხელშეკრულება;
7. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში „ურაველის“ მაგისტრალური მილსადენის გადატანისა და მასთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ღირებულება _ 167.765.
ხელშეკრულება ძალაშია: 14.02.2018-15.08.2018.
შეუსრულებელი ხელშეკრულება;
8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვარძიისა და წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფ. ვარძიაში სტიქიისგან დაზიანებული ჩიჩილიძეების საუბნო გზის რეაბილიტაციის, მაჩიტაძეებისა და ოკრიბელაშვილების საუბნო გზის რეაბილიტაციის, სოფ. ვარძიაში სანიაღვრე არხის მოწყობის, სოფ. პატარა ვარძიაში გზის სარეაბილიტაციო და სოფ. ლახუნდარაში გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა.
197.900
ხელშეკრულება ძალაშია: 22.06.2018-30.11.2018.
5 ცვლილება და ვადის შეცვლა 2019 წლის 30 მაისამდე;
9. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხისა და ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიისაგან დაზიანებული მიქიაშვილების საუბნო გზის რეაბილიტაციის, ჯიმშიაშვილების საუბნო გზის რეაბილიტაციის, სოფ. ბორში ნიქაბაძეების საუბნო გზის რეაბილიტაციის, სოფ. ხიდარში სანიაღვრე არხის მოწყობისა და ხიდ-ბოგირის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა.
225,252.
ხელშეკრულება ძალაშია: 29.06.2018-30.11.2018.
5 ცვლილება და ვადის შეცვლა 2019 წლის 30 მაისამდე;
10. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბისა და წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფელ ლახუნდარაში სასოფლო გზისა და დაბაში ქუჩების/ჩიხების, საყრდენი კედლების მოწყობისა და დატბორვის საწინააღმდეგო სამუშაოების შესყიდვა.
410,940
ხელშეკრულება ძალაშია: 10.07.2018-31.12.2018.
5 ცვლილება და ვადის შეცვლა 2019 წლის 30 მაისამდე.
კომპანია 2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის აგვისტომდე შეყვანილია შავ სიაში.
და მესამე კომპანია შპს „რეკონსტრუქცია XXI _ მუდმივი დაწესებულება“
ყველა ხელშეკრულება დადებულია (ან დადების სტადიაში) 2019 წლის თებერვლის შემდეგ.
დირექტორი მაია გოგობერიშვილია, თუმცა სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ეს კომპანია, უშუალო კავშირშია „რეკონსტრუქცია XXI-თან“ და სამუშაოების შესრულების პროცესში მისი ტექნიკის გამოყენებას გეგმავს.
ელფოსტა სამივე კომპანიას ერთი აქვს: lomsadze5@yandex.ru
1. ქ. გარდაბანში შიდა გზების (თამარ მეფის, გამარჯვების, აშიშბილალის ქუჩები და ქვემო კაპანახჩის დასახლებაში მისასვლელი გზა და ჩიხი), რეაბილიტაცია,
ღირებულება _ 1,705,109 ლარი (ყველაზე მაღალი ფასით)
ხელშეკრულება ძალაშია: 01.05.2019-31.12.2021;
2. ქ. ბათუმში ბონი-გოროდოკის დასახლების ქუჩების: ალ. ჩხაიძის ქუჩის (ფეხით სავალი ნაწილი ერთ მხარეს, ჯიბეები) და ქუჩის გაგრძელების იაშვილის ქუჩიდან ერისთავის ქუჩამდე, იოსელიანის, ერისთვის შესახვევისა და II ჩიხის, ა. ნოღაიდელის, იაშვილის, კაიკაციშვილის, იუნკრების, დადიანისა და ს. თაყაიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ღირებულება _ 1,715,000 ლარი.
ოქმი #35-4-ის მიხედვით, კომპანია და მისი პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულები არიან დოკუმენტაციის ხარვეზის გამო, მაგრამ ოქმი #35-5-ის მიხედვით, გამარჯვებულად გამოვლენილია „რეკონსტრუქცია XXI _ მუდმივი დაწესებულება“;
3. მესტიის მუნიციპალიტეტში შიდა გზების რეაბილიტაცია, 10 ქუჩა;
ღირებულება _ 3,235,811 ლარი.
4. ქალაქ ზუგდიდის თაბუკაშვილის ქუჩის 1,5 კმ-იანი (დაზუსტებული სიგრძე _ 1,372 კმ.) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შპს „ბილდინგ გრუპ 17“-ს მიღებული აქვს დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
სავარაუდოდ, ხელშეკრულება გაუფორმდება კომპანია „რეკონსტრუქცია XXI _ მუდმივ დაწესებულებას“, რადგან სხვა პრეტენდენტი ტენდერში არ ჩანს.
ღირებულება _ 2,150,000 ლარი;
5. ქ. ბორჯომში მერაბ კოსტავას ქუჩაზე, მდინარე ბორჯომულაზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლოს სამუშაოები.
ღირებულება _ 735,000 ლარი.
მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.
სამივე ჩამოთვლილი კომპანია წარმოადგენს ფილიალს 2016 წლის ივლისში რუსეთში დარეგისტრირებული კომპანიისა, რომელიც ამავე სახელს ატარებს და რომლის დირექტორიც ეკატერინე ლომსაძეა.
თუმცა ამ ჯგუფს ეკუთვნის კიდევ რამდენიმე კომპანია, რომელიც ასევე მონაწილეობს ტენდერებში.
მალხაზ ლომსაძის შპს „ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“ მოსკოვში 2012 წელს შექმნილი კომპანიის ფილიალია, მაგრამ ეს კომპანია რუსეთში უკვე ლიკვიდირებულია.
2016 წლის ნოემბრის მონაცემებით აღნიშნულია, რომ კომპანიას დავალიანება ერიცხება, თუმცა ადგილმდებარეობის გაურკვევლობის ან ქონების არქონის გამო კომპანიას არავითარი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.
საქართველოში სხვა ვითარებაა. კომპანია აგრძელებს მუშაობას და ტენდერებში მონაწილეობას.
1. სოფელ ახალსოფლის, სოფელ ჩაბანოსა და სოფელ ნაქალაქარის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია,
ხელშეკრულება ძალაშია: 03.06.2016-15.10.2016
ღირებულება _ 364,064 ლარი.
შესრულებული ხელშეკრულება;
2. ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
ხელშეკრულება ძალაშია: 04.07.2016-31.12.2016.
ღირებულება _ 92,598 ლარი.
შეუსრულებული ხელშეკრულება;
3. ქ.ბათუმში, გ. ბრწყინვალის ქ. #54-ში შენობის გამაგრება-გაძლიერებისა და გამაგრების შემდეგ პირველადი მდგომარეობის (მიშენებული ლოჯიების) აღდგენა.
ღირებულება _ 99,500 ლარი.
ხელშეკრულება ძალაშია: 27.06.2016-24.11.2016.
შესრულებული ხელშეკრულება;
4. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში მდ. ზანაზე საავტომობილი ხიდის სამშენებლო სამუშაოები.
ღირებულება _ 809,814 ლარი.
ხელშეკრულება ძალაშია: 13.02.2018-17.01.2019.
შესრულებული ხელშეკრულება;
5. ქ. ბორჯომში თორის ქუჩაზე მდინარე გუჯარულაზე გადასასვლელი ხიდისა და გზის რეაბილიტაცია.
ღირებულება _ 58,868 ლარი.
ხელშეკრულება ძალაშია: 10.05.2018-31.12.2018.
შესრულებული ხელშეკრულება;
6. ქ. ზესტაფონში აღმაშენებლის ქ. #23-ში უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარედ არსებული ცენტრალური მოედნის ახლებური დაგეგმარებისა და სრული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა.
ღირებულება _ 635,951 ლარი.
ხელშეკრულება ძალაშია: 30.08.2018-30.03.2019.
შეუსრულებელი ხელშეკრულება.
ლომსაძის კიდევ ერთი კომპანიაა „გროსინვესტ კაპიტალი“ (ამ შემთხვევაშიც ელექტრონული ფოსტის მისამართია lomsadze5@yandex.ru).
კომპანიის მფლობელია შპს „გროსინვესტ კაპიტალი, რუსეთის ფედერაცია“, (2011 წელი)
კომპანიის შესყიდვებია:
1. სოფ. ციხისძირის წყალსადენზე დებეტის გაზრდის სამუშაოები.
ღირებულება _ 120,000 ლარი.
ხელშეკრულება ძალაშია: 23.01.2017-31.12.2017.
შეუსრულებელი ხელშეკრულება.
შეტანილია შავ სიაში (13.06.2018-30.05.2019);
2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ლორთქიფანიძის ქუჩის მონაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები.
ღირებულება _ 191,984 ლარი.
ხელშეკრულების მოქმედების ვადას გადაცილებული დღეები: 640;
3. ქ. თბილისში, ამაღლების ქუჩა #32-ში მდებარე შენობის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. ხარჯთაღრიცხვა.
ქ. თბილისში, ლ. ასათიანის ქუჩა #58-ში გრუნტის დამჭერი კედლის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები;
ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა #46-ში რკინა-ბეტონის საჰაეროს კაპიტალური შეკეთების სამუშაოები;
კოჯორში, იუნკერების ქუჩა #1-ში გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის კედლის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.
ღირებულება _ 369,000 ლარი.
შეუსრულებელი ხელშეკრულება.
შეტანილია შავ სიაში (22.01.2019-22.01.2020);
4. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მე-8 სართულის სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
ღირებულება _ 324,999 ლარი.
შესრულებული ხელშეკრულება;
5. სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები.
ღირებულება _ 1,232,000 ლარი,
შესრულებული ხელშეკრულება;
6. დელფინარიუმის შენობის სახურავის რეაბილიტაცია.
ღირებულება _ 128,700 ლარი.
შეუსრულებელი ხელშეკრულება.
შეტანილია შავ სიაში (12.04.2019-12.04.2020).
ლომსაძის კიდევ ერთი რუსული კომპანია „ნიკა“ რუსეთში მონაწილეობდა 49 სახელმწიფო შესყიდვაში.
მისი შემსყიდველები იყვნენ: ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახური, რუსეთის შსს-ს მართვის აკადემია, მოსკოვის შსს-ს სახელმწიფო სამმართველო და ა. შ.
მთლიანობაში შესრულებული აქვს 60 910 362 რუბლის სამუშაო.
23 სასამართლო პროცესში მონაწილებდა, როგორც მოპასუხე. საქართველოში შპს „ნიკა“ დაფუძნდა 2017 წელს. მისი დირექტორია ილია ლაგვილავა.
შპს „მარია“ ასევე რუსეთში დაფუძნებული კომპანიაა. ფიქსირდება ერთი სახელმწიფო შესყიდვა და 4 სასამართლო საქმე. აქედან 2-ში მოპასუხე იყო, ხოლო 2-ში _ მესამე პირი.
საყურადღებო ინფორმაცია: 2017 წლის 20 ივნისის ინფორმაცით, სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 4 საჯარო მოხელე და კერძო კომპანიების ხელმძღვანელები დააკავა: თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე მამული მამულაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მალხაზ მათურელი, ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ბადრი ჯიმშიტაშვილი და ნაქალაქარის ადმინისტრაციულ ერთეულში _ ლია დორეული, შპს „რაზას“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩიტიშვილი და მათ შორის იყო შპს „ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“, დირექტორი მალხაზ ლომსაძე.
ინფორმაციაში ვკითხულობთ: „გამოძიებამ დაადგინა, რომ მამული მამულაშვილმა, მალხაზ მათურელმა, ბადრი ჯიმშიტაშვილმა და ლია დორეულმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მიუხედავად იმისა, რომ შპს „ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოშიმ“ და შპს „რაზამ“ სრულად არ შეასრულეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, ხელი მოაწერეს საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებს (ე. წ. ფორმა #2), რითაც დაადასტურეს, თითქოსდა სამუშაოები სრულყოფილად იყო შესრულებული. ამასთან, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობის პერიოდში, მამული მამულაშვილმა, ხელი მოაწერა საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს, რის საფუძველზეც მოხდა კონტრაქტორი კომპანიებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების სრულად ჩარიცხვა.
ფაქტობრივად, შესრულებულ სამუშაოებსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გადარიცხულ თანხებს შორის სხვაობამ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, 123 240 ლარი შეადგინა.
თავის მხრივ, შპს „ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოშის“ დირექტორი მალხაზ ლომსაძე და შპს „რაზას“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩიტიშვილი სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს წინასწარი შეთანხმებით, თაღლითურად დაეუფლნენ.
ამავე საქმეზე, შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს შპს „არდას“ ექსპერტები: ზაზა ენდელაძე და ბადრი მიქაძე. ექსპერტიზის აღნიშნული ყალბი დასკვნა გახდა საფუძველი, ზემოხსენებული კომპანიები თაღლითურად დაუფლებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს“.
გელა ხარჭამაძე მალხაზ ლომაძის ბიზნესპარტნიორია მის რამდენიმე კომპანიაში, ხოლო ნუნუ შალამბერძის კომპანიები გახლავთ: შპს „ორბიკ გრუპი“, შპს „ემ-კვადრატი“ (გია ბერიძესთან ერთად).
როგორც ხედავთ, ხუთი კომპანიის სახელმწიფო შესყიდვებიდან 9 ხელშეკრულება შეუსრულებელია. და იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი კომპანია შავ სიაშია, ბიზნესმენთა ეს ჯგუფი სხვა კომპანიებით კვლავ აგრძელებს ტენდერებში მონაწილეობას. არა მარტო ტენდერებში მონაწილეობას, არამედ ფონდის შექმნას და, როგორც ემზარ კვიციანმა აღნიშნა, საქველმოქმედო პროექტის წამოწყებას.

ვატო გელაშვილი

 

დატოვეთ კომენტარი