ხუტა პაჭკორია შსს-ს ფავორიტია?!

patar

შსს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი ხუტა პაჭკორია თანამდებობიდან ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალის გამო გაათავისუფლეს. თუმცა ამ ფაქტს პაჭკორიას ისევ დაწინაურებისთვის ხელი არ შეუძლია. „ქრონიკა+“-ის კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ის დღეიდან ფინანსური პოლიციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად დაინიშნა. თავის დროზე ხუტა პაჭკორიაზე მედია აქტიურად წერდა, რომელსაც არაერთი გახმაურებული სკანდალური თემა უკავშირდება. მათ შორისაა: ზურაბ ლალიაშვილისა და დავით ლორთქიფანიძის საქმე, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხლაძე და აეროპორტში მისი თანამგზავრობა, კახელებისთვის კარგად ნაცნობი „ადეიშვილის ყმის საქმე“, გლეხებისთვის გამოძიებაზე უარის თქმა და ბევრი სხვა. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც „ქრონიკა+“-მა არქივში მოიძია: არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI შს მინისტრისა და სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული შემოსავლების შესახებ, როდესაც მონაცემები გამოაქვეყნა, შს სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს შორის ყველაზე დიდი შემოსავალი – 110 065 ლარი მიღებული ხუტა პაჭკორიას ქონდა, როგორც ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორს.

1

22

34

5

6

ფოტოები „აფხაზეთის ხმის” საკუთრებაა.