ლაშა ამირეჯიბი : „პრემიერო, რა გეჭიკაიძება, გენოფონდი ნადგურდება!”

1

„დათა გამახსენდა: მუშნი არ მერჩის მე, მისი უფროსები მდევნიანო….ისიც კარგად მესმის, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრე ჭიკაიძეს ხელი უნდა დააფაროს და იძახოს – ჭიკაიძე, კარგი მინისტრიაო! სხვა გზა არ აქვს… მაგრამ ამასობაში ქართული გენოფონდი გაწყდა, ოჯახები გაუბედურდა, დედებმა შვილები მიწას მიაბარეს… შინაგან საქმეთა მინისტრი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებენ, რომ კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშიაო… აბა, ერთი იმ დედების გულებში ჩაიხედეთ, მათ გაუსწორეთ თვალი და ასევე წარბშეუხრელად უთხარით, რომ ეს მხოლოდ ისტერიაა და სტატისტიკის მიხედვით კრიმინალური ფონი არ გაუარესებულა! სანამ ქვეყანაში მდგომარეობა არ გამოსწორდება, შესაბამისი უწყებები პირველხელმძღავენელებთან ერთად პასუხისმგებლობას არ აიღებენ საკუთარ თავზე, მანამდე საზოგადოების რეაქციაც უმწვავესი იქნება და კარგს არაფერს უნდა ველოდეთ…” – აცხადებს „ქრონიკა+”-სთან კომენტარში „სახალხო კრების” წარმომადგენელი ლაშა ამირეჯიბი.