„ქართული ოცნება“ დაიშლება!“

რა პოლიტიკურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ? რომელი სამი ძირითადი ძალა მოდის ქართულ პოლიტიკაში? რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები LGBTQI პრაიდის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 18-23 ივნისსაა დაგეგმილი და რა საფრთხის ქვეშ დგას საქართველოს პრეზიდენტი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია ესაუბრება:
_ რუსეთი გვიტევს და ის ყველაზე ცუდ დარტყმას განახორციელებს საქართველოზე. ეს მოხდება სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში. ეს შეიძლება იყო კიბერთავდასხმა ან დარტყმა საპატრიარქოზე. კონკრეტულად ვერ დავინახე, რომელი პერსონა იქნება ამ ძალაში ჩართული, თუმცა აშკარა კავშირი არის საპატრიარქოსთან და შემიძლია, დაახლოებით, ვივარაუდო, რომ ეს კავშირი იქნება ლევან ვასაძესთან. არეულობაში არ ვგულისხმობ აქციებს ან საომარ მდგომრეობას, თუმცა ამასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ მოგვიანებით. ამერიკა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად გაატარებენ საქართველოში თავის პოლიტიკურ ინტერესებს, რაც რუსეთს ნამდვილად არ აწყობს. რაც მოხდა უკრაინაში, იგივე თამაშის განხორციელება უნდათ ამ ორ ძალაში და საქართველო იქნება ფრონტის ხაზი, რომელიც საკმაოდ დაზიანდება. დიდი დარტყმა განხორციელდება საბანკო სექტორზე და სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დავდგებით, რომელსაც ხელოვნურად გამოიწვევს არსებული პოლიტიკური ძალა, ანუ „ქართული ოცნება“. გარდა ამისა, შუა ფრონტზე იბრძვის საფრანგეთი, რომელიც ასევე ურთიერთქმედებაშია ორივე ძალასთან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის რუსეთის ქვე ძალა, რომელსაც ამერიკასთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმ მოვლენებს, რომელიც ახლა განხორციელდება. ეს ყველაფერი საკამოდ დიდ და ცუდ როლს ითამაშებს საქართველოსთვის. რისთვისაც ჩვენ გვამზადებენ, არავის მოეწონება.
_ რისთვის გვამზადებენ?
_ ბათუმი წაიღონ, უფრო სწორად, გადაუხადონ ხარკის სახით სხვას.
_ რას გულისხმობთ, ვისთვის მოგვიწევს ხარკის გადახდა?
_ ეს ვერ გავარკვიე.
_ ბათუმის დაკარგვის შანსი არსებობს?
_ დიდი შანსი არსებობს. დღეს ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური ლიდერები, ძალები, მოძრაობები, პარტიები, რომლებიც აქტიურ მუშაობას დაიწყებენ ამ მიმართულებით. სწორედ სექტემბერ-ოქტომბერში ეს ძალები გამოიკვეთება და ხილული ბრძოლა დაიწყება.
_ ხილულ ბრძოლაში რას გულისხმობთ?
_ ამაში არ ვგულისხმობ აქციებს. იმდენად ცუდად განვითარდება მოვლენები, რომ საქართველოსთვის დიდი დარტყმა იქნება. ვხედავ, რომ ამერიკაში შეიქმნა ძალები, რომლებიც უკვე მოდიან საქართველოში, ეს არის ახალგაზრდული ძალა, ასევე რუსეთმა უკვე შექმნა ახალგაზრდული ძალა და ისიც მოდის საქართველოსკენ და ამ ფონზე იქმნება კიდევ ერთი ახალი, რეფორმატორული ძალა. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ყველაზე დიდ შეცდომას დაუშვებს, თუკი ყველა ამ ძალასთან ითანამშრომლებს.
_ თქვენ ჩამოთვალეთ რამდენიმე ძალა, რომელიც მოდის ამერიკიდან, რუსეთიდან და ასევე იქმნება რეფორმატორების ძალა, რომლებიც, სავარაუდოდ, სხვადასხვა სახის რეფორმას განახორციელებენ საქართველოში. ვისგან შედგება ეს ახალი ძალები, ქართველებისგან?
_ ესენი არიან ქართველები, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ და ლიდერები არიან. აქ, ძირითადად, ჩართულები იქნებიან ბიზნესმენები, ქართველი წარმატებული ახალგაზრდები. მათი ასაკი 40 წლამდე მერყეობს, თუმცა მათ ზურგს უმაგრებენ ასაკით დიდი და გამოცდილი ადამიანები, მაგრამ ისინი საჯაროდ არ გამოჩნდებიან.
_ პოლიტიკურ პროცესებზე რას გვეტყვით, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ?
_ პოლიტიკური პროცესები უკვე დაწყებულია. ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, საკმაოდ ნეგატიურია, _ ძალებისა და რესურსების გადანაწილება მიმდინარეობს; ასევე ფინანსური რესურსის მოზიდვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და მსოფლიო ბანკისგან. გარკვეული ძალები ახალგაზრდებს ცუდად გამოიყენებენ უაზრო დაპირებებით. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, თუ ვის გვერდით დგანან და იბრძვიან. განვითარებული პროცესები პირდაპირ კავშირშია სააკაშვილთან, რადგან ის ძალები, რომლებიც აქტიურად შემოვლენ საქართველოში სექტემბერში, პირდაპირ გეგმავენ იმას, თუ როგორ და რა ფორმით უნდა შემოიყვანონ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი. თქვენ იცით, რომ ეს არ აწყობს არსებულ პოლიტიკურ ძალას, ამიტომ ის სურათი, რომელიც 2020 წლის თებერვალში შეიქმნება, საკმაოდ მძიმე იქნება.
_ ამ დროს „ქართულ ოცნებას“ სად ვიხილავთ?
_ „ქართული ოცნება“ დაიშლება. როგორც პარტია, იგი აღარ იარსებებს.
_ სად იქნება ბიძინა ივანიშვილი?
_ ყველგან! ივანიშვილს საფრთხე არ ემუქრება, იმიტომ რომ მან უკვე შეიმუშავა ის გეგმა, თუ როგორ მართოს ეს პროცესები და როგორ არ დამარცხდეს ამ ბრძოლაში. საქართველოში ისეთი კრიზისი შეიქმნება, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აწყობს.
_ სააკაშვილის ჩამოსვლა რამდენად რეალურად გეჩვენებათ?
_ ჩამოვა თუ არა ის საქართველოში, ჯერ კიდევ საკითხავია, თუმცა რაღაც გარკვეული ჯგუფები მოახერხებენ მის შემოყვანას, მაგრამ რამდენი ხნით, უცნობია.
_ თუ საქართველოში ამჟამინდელი მდგომარეობით ჩამოვა, მას ხომ დაჭერაც ემუქრება?
_ დაჭერა ემუქრება, მაგრამ არა მგონია, რომ დაიჭირონ, რადგან ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი ისედაც ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას და გასვლას ისე, რომ ამას არავინ აფიქსირებს.
_ გინდათ თქვათ, რომ სააკაშვილი ისე კვეთს საქართველოს საზღვარს, ვერავინ ვერაფერს გებულობს?
_ დიახ, უკვე წლებია, სააკაშვილი საქართველოში ჩვეულებრივად შემოდის და გადის, მაგრამ ეს არ არის გახმაურებული. ყველაზე მთავარი განაცხადი არის ის, რომ მოძრაობა, რომელიც საქართველოში მოდის, გამოჩნდება სექტემბრიდან და ის იქნება პირველი. მოსახლეობა ამას თანდათანობით გაიგებს .
_ ამ მოძრაობაში სრულიად ახალი სახეები იქნებიან თუ ამ ადამიანებს ჩვენც ვიცნობთ?
_ სრულიდ ახალი სახეები იქნებიან ბიზნესსექტორიდან, რომლებიც წლების მანძილზე წასულები არიან საქართველოდან. ჩვენ, ფაქტობრივად, დიდი ომი გვაქვს გადასატანი. ეს ომი იქნება ხილული თუ უხილავი, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ორივე შემთხვევაში დავზიანდებით.
_ რა მხრივ დავზიანდებით?
_ ფინანსურად.
_ თქვენ წინა ინტერვიუში თქვით, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და მას მამაკაცი შეცვლისო.
_ სალომე ზურაბიშვილს გადააყენებენ. ის, ამ ეტაპზე, სწორად მოქმედებს და სწორ პოლიტიკას ახორციელებს, მალე გაიძლიერებს ფესვებს. აქტიური დაპირისპირება დაიწყება 2020 წლის მეექვსე თვიდან. ზურაბიშვილს როცა ეტყვიან, რომ უნდა გადადგეს, ის არ შეებრძოლება ამ პროცესს და დაემორჩილება. შემდეგი პრეზიდნეტი, რომელიც მამაკაცი იქნება, ბევრად უფრო ნეგატიური აღმოჩნდება საქართველოსთვის, ვიდრე არსებული სალომე ზურაბიშვილი. ის იქნება იმ ძალების კადრი, რომელიც ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვინდა.
_ თქვენ წეღან აღნიშნეთ, რომ „ქართული ოცნება“ იშლებაო. გინდათ თქვათ, რომ მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უმრავლესობით ვერ გავა?
_ უმრავლესობით ვეღარ გავა. მრავალპარტიული პარლამენტი გვეყოლება. აქ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება თანამდებობებსა და არა პარტიებს.
_ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ და ვეღარ იქნება იმიტომ, რომ 2020 წელს 9-წლიანი ვადა ამოეწურება, თუ უბრალოდ დაუშვებენ ისეთ შეცდომას, რომელიც მმართველი გუნდის დამარცხებით დაგვირგვინდება?
_ პარტია უკვე დაყოფილია და საერთოდ დაიშლება. შესაბამისად, პარტია ვეღარ გადარჩება. გადარჩებიან მხოლოდ ლიდერები, ისიც რამდენიმე კაცი, რომელიც სხვადასხვა პოზიციაზე გადანაწილდება.
_ მთავრობა მშვიდობიანად და არჩევნების გზით შეიცვლება?
_ საქართველოს მთელი მოსახლეობა შავებს ჩაიცვამს, საქარველო იგლოვებს, თუმცა ამას ვერ ვუკავშირებ პოლიტიკას. შესაბამისად, არჩევნები ჩამთავრდება მშვიდობიანად.
_ თქვენი რეკომენდაცია რა არის? რას ეტყვით საზოგადოებას, ხალხი ჩაერთვება ამ პოლიტიკურ თამაშებში? რამდენად დიდი იქნება მათი როლი, აქტივობა? ხომ არ ფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი დაიღალა კიდეც ამდენი ცრუ დაპირებით?
_ საზოგადოებას არ ესმის ერთი მარტივი პირობა განვითარებისთვის: თუ ჩვენ წინ ორმოს არ ამოვავსებთ, არც ერთი პოლიტიკური ძალა არ მოვა და იმ ორმოს არ ამოგვივსებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა აქტიურად ვიყოთ ამ პროცესებში ჩართული, რადგან სწორედ ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში. ბოლო მონაცემებით, როგორც ვიცი, მოსახლეობის თითქმის 54%-მა არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ის მდგომარეობა, რომელიც ამჟამად საქართველოშია, სრულიად დამღუპველი იქნება, თუ ამაში ცვლილებები არ შევიდა. მხარი უნდა დავუჭიროთ სწორ არჩევანს, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხალხი მეტად გააქტიურდეს და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა წინა პლანზე დავაყენოთ. ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციებს, თუ ვინ არის და იქნება სწორი, რეალური პოლიტიკური ძალა და ვინ წაიყვანს საქართველოს მომავალს სწორი გზით. „ქართულმა ოცნებამ“ თავი მოიკლა თვითონ, ერთი მარტივი მიზეზით, _ მას არ უნდა, რომ ესმოდეს რეალური ინფორმაცია ან არ უნდა, რომ დაინახონ, რაც გარშემო ხდება. პოლიტიკა არ არის ბინძური, ადამიანები არიან ბინძურები და ქმნიან ბინძურ პოლიტიკას. ამიტომ სუფთა პოლიტიკა იქნება სუფთა ადამიანებით. „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს შეცდომა დაუშვა, _ უღირსი ადამიანები ღირსეულად წარმოაჩინეს. კადრების უაზროდ ცვლა მიდის. ინვესტიცია, განათლება და ნავთობი _ აი, ამ სამ მნიშვნელოვან სფეროში უნდა გამოასწორონ შეცდომები.
_ თქვენ ახსენეთ ახალი პოლიტიკური ძალები, არეულობა და ა. შ. სად ხედავთ ამ მოვლენების გარშემო საპატრიარქოს და რამდენად ითანამშრომლებს იგი, თუნდაც, იმ მომავალ ძალასთან, რომელიც ქართულ პოლიტიკაში მოვა?
_ ყველაზე აგრესიული ძალა, რომელიც ამ პროცესებში ჩაერთვება, ეს იქნება საპატრიარქოზე დაქვემდებარებული ძალა. საპატრიარქოს როლი იმდენად ცუდად ითამაშებს, რომ ეს გამაღიზიანებელი იქნება აბსოლუტურად ყველასთვის. საპატრიარქოს ვურჩევ, ამ შემთხვევაში, ჯობს, აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისგან თავი შეიკავოს, თუმცა კარგად ჩანს ის პოლიტიკური ინტერესები, რა გეზითაც ამჟამად საპატრიარქო მიდის. ვხედავ ლევან ვასაძეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვინ იქნება რუსული პოლიტიკის გამტარებელი საქართველოში, ეს ჯერ არ ჩანს.
_ დაბოლოს, მოკლედ რომ გვითხრათ ის მოსალოდნელი მოვლენები, რომელიც უახლოესი რამდენიმე თვის განმავალობაში გველის?
_ ჩვენ გველოდება სტიქიური პრობლემები. სექტემბრამდე კონკრეტულ რეგიონებში ქარისა და წყლის ერთობით სტიქიური კატაკლიზმა განვითარდება. ვხედავ ცოტა კვამლსა და ხელკეტებს. თბილისში იქნება დაპირისპირება და დაძაბულობა LGBTQI პრაიდის კვირეულის ფარგლებში და არა _ 17 მაისს. სახელმწიფოს მოუწევს სამართალდამცველების დიდი რაოდენობით მობილიზება. ლგბტ თემის წარმომადგენლები მოითხოვენ ქორწინების დაკანონებას, რაც ძალიან დიდ ხმაურს გამოიწვევს. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ამ მოვლენებში საპატრიარქო საერთოდ არ არის ჩართული. ოჯახის სიწმინდის დღეს პრეზიდენტს საშიშროება ელის და საკუთარ თავს უნდა გაუფრთხილდეს _ ერთი კვირის მანძილზე მოერიდოს აქტიურ გამოსვლებს და განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავოს.

გიორგი საკარული