ლაშა ამირეჯიბის მიმართვა შს მინისტრს!

1

„სახალხო კრების“ წარმომადგენელი ლაშა ამირეჯიბი სოციალური ქსელის მეშვეობით ბოლო პერიოდში გამწვავებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას აფასებს და განცხადებით მიმართავს ალექსანდრე ჭიკაიძეს. „ქრონიკა+“ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ მოვუწოდებ ბატონ ლექსო ჭიკაიძეს, სასწრაფოდ გამოიძიოს ეს შემზარავი მკვლელობა და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯოს დამნაშავე. ბატონო ლექსო, ეტყობა ვერ გრძნობთ, რომ საზოგადოების რისხვას იმსახურებთ თქვენი უმწეობითა და არაპროფესიონალიზმით. ამ საზარელი მკვლელობის შესაძლო ჩაფარცხვით, აუცილებლად გამოემშვიდობებით მაგ სავარძელს, რომელსაც ასე ხამად ხართ ჩაბღაუჭებული. ნუ გამოიწვევთ მოსალოდნელ მკვლელობის პროვოცირებას,თორემ ეგ ცოდვა მუდამ თქვენს კისერზე იქნება … პრემიერ-მინისტრს ნუ აყენებთ გამოუვალ მდგომარეობაში, ნუ სარგებლობთ მისი შეცდომით, რომელიც მან დაუშვა …ახლა უკვე საზოგადოება მოითხოვს თქვენგან სრული პასუხისმგებლობით მკვლელობის გახსნას. გირჩევთ, გულისყურით მოეკიდოთ ამ საქმეს, თორემ აუცილებლად გადაჰყვებით..!! მასმედია და საზოგადოება ერთად გადმოგაყუდებთ მაგ სავარძლიდან, რომელიც მხოლოდ იმიტომ მიიღეთ, რომ პრემიერს სხვა გზა არ დაუტოვეს!!! დრო თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს…“