გზა გარყვნილი რუსეთისკენ – საით გვექაჩებიან ქართველი რაინდები?!

17 მაისიც მოვიდა და ქართული საზოგადოების ერთმა ნაწილმა კვლავ ქარიშხალი ატეხა ჭიქაში. ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც რაინდ ლევან ვასაძის მიმართვა აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მასობრივი არეულობითა და შესაძლო დამხობით დაემუქრა. ვასაძე ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ თუ თბილისში გაეროს ეგიდით აღლუმი ჩატარდება, ხელისუფლება მიიღებს არეულობას. უცნობია, კონკრეტულად რა აღლუმი იმართება გაეროს ეგიდით, თუმცა ვასაძე ირწმუნება, რომ ეს იქნება გარყვნილების აღლუმი. მით უფრო, რომ 17 მაისისთვის ლგბტ თემს რაიმე განსაკუთრებული აქტივობების შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია.

„აშშ-ს საელჩომ გამოაცხადა, რომ მხარს დაუჭერს გაეროს ეგიდით ჩასატარებელ გარყვნილების აღლუმს თბილისში, რომელსაც ხელისუფლებაც უჭერს მხარს. მინდა მივმართო მათ, ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ გაბედოთ ამის გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ მასობრივ არეულობას, რომელიც შესაძლოა, თქვენი ხელისუფლების დამხობით დასრულდეს და ამაზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ“, _ აცხადებს ლევან ვასაძე. საოცარი ტექსტია, ნამდვილად. რაინდი ხელისუფლებას ასე არ დამუქრებია არც ერთი სოციალური პრობლემის, სიღარიბის ან ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. აი, იმის გამო, თუ ვინ როგორ უნდა განკარგოს საკუთარი საჯდომი _ ემუქრება. ისე, ხელისუფლებამ როგორ უნდა აკონტროლოს სხვისი საჯდომის მოხმარების საკითხი, ცოტა გაუგებარია. მაგრამ ნათლად გასაგები გახდა, რომ ბატონი ვასაძე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თვითდამკვიდრებას ბედნიერებასთან გაბაასებით და სხვისი საჯდომის ხარჯზე აპირებს. ხომ არავისთვის არის დასამალი, რომ ჯერ კიდევ 2013 წლის 17 მაისის მოვლენების სულისჩამდგმელი სწორედ რაინდი გახლდათ. ისიც ცხადია, რომ როგორც ჩანს, ამ „მოვლენამ“ ფრიად უარყოფითი როლი შეასრულა შედეგის თვალსაზრისით, თორემ საჯდომთმწყემსავი რაინდი დღეს ასეთი აკრედიული არ იქნებოდა.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს რუსეთუმე რაინდი, რომელიც მესამე რომის აპოლოგეტი და საქართველოს რუსულ სივრცეში რეინტეგრირების მომხრეა და რომელსაც რუსული პროვოსლავიე მიაჩნია საქართველოს გადარჩენის ერთადერთ შანსად ან თავად იცნობს ცუდად საკუთარი „ნასტავნიკების“ ისტორიას, ან იცნობს გადასარევად, მაგრამ დიდ ვალშია მათ წინაშე, თუნდაც „სისტემის“ მფლობელთან, რომელმაც აშშ-ში სწავლამოწყურებულ ყმაწვილს მსოფლმხედველობითი ინტერესები და ორიენტაცია შეუცვალა და მოსკოვში დავანების უკიდეგანო წყურვილი მოუკლა. ჰოდა, რა ქნას რაინდმა _ აბოლებს და აბოლებს მიმდევრებს, რომლებმაც რუსეთის გეი-ჰომოსექსუალური ისტორია კი არა, საკუთარი ოჯახის გენეალოგია არ იციან.
მაგრამ დავუშვათ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან თავად საჯდომთმწყემსავმა და მისმა მიმდევრებმა. ამიტომ ნამდვილად ღირს ამ თემაზე ვრცლად შეჩერება. წლების წინათ (2015წ.) ინტერნეტჟურნალ „ივერიაში“ გამოქვეყნდა აკაკი ნიკოლაიშვილის საკმაოდ ვრცელი პუბლიკაცია, რომელიც რუსეთში ჰომოსექსუალიზმის ტრადიციას შეეხებოდა. პუბლიკაციაში მოყვანილმა ფაქტებმა საკმაოდ ბევრ პრორუსს შეუცვალა მსოფლმხედველობა „გარყვნილი დასავლეთისა“ და „გადამრჩენი რუსეთის“ შესახებ.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს აკაკი ნიკოლაიშვილთან და მისივე ნებართვით, ავტორის პასუხებთან ერთად, წარმოგიდგენთ ამონარიდებს „ივერიაში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან:
_ მოგესალმებით, თქვენმა ხსენებულმა პუბლიკაციამ, თავის დროზე, საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია ქართული საზოგადოების სხვადასხვა ფენაში. ამის მიუხედავად, დღეს კვლავ გვაქვს მოცემულობა, როდესაც მდგომარეობა თითქოს იმდენად საგანგაშოა, რომ რაინდებიც კი აქტიურად დგებიან საჯდომების სადარაჯოზე, ხელისუფლებას დამხობით ემუქრებიან და გვიმტკიცებენ, რომ ამ უბედურებისგან რუსეთი გვიხსნის. რა გვეშველება?
_ მახსოვს, იმ პუბლიკაციის ბოლოს _ დეტალური ისტორიულ-პოლიტიკური მიმოხილვის შემდეგ, სწორედ ჩვენს მამაც უკანალის მცველ რაინდებს მივმართე და იმედი დავიტოვე, რომ რაღაც ჭეშმარიტება შევაგნებინე. მათთვის გასაგებ ენაზეც ვთქვი: მთელი ევროპული ფილოსოფიური და პოლიტიკური მიდგომა ლგბტქ საკითხთან დაკავშირებით, სინამდვილეში, ერთ მარტივ, ქართულ და, ვფიქრობ, თქვენთვის მისაღებ გამოთქმაზე დადის: „ყველამ თავის უკანალს მიხედოს“, ხოლო რუსული მიდგომა კი ასეთია: „ეძიე წველი (პურეულის ღერო თავთავამდე, _ რედ.) სხვის უკანალში, საკუთარში კი დირეც არ შეიმჩნიო“.
_ და?
_ და ვერ გაიგეს, არ ესმით, რომ რუსეთს ასეთი პოლიტიკა აქვს: მისცემენ ქართველ რაინდებს თითო გამადიდებელ შუშას ხელში, გაუშვებენ სხვის უკანალებში წველის საძიებლად და ამ იდიოტურ საქმეში გართულებს, წაკუზულ მდგომარეობაში, იმხელა დირეს გაუკეთებენ უკან, რომ ვეღარ გამოიღონ! უკაცრავად ამ მეტად უხერხული ფრაზებისთვის, მაგრამ ეს სრული სიმართლეა. ვგონებ, ბევრს კარგა ხანია, ვერ გამოაქვს კიდეც და ამის გამო არიან ასე აბობოქრებულნი.
_ ამ მკვეთრი განცხადებების შემდეგ უფრო აკადემიურ ფაზაში გადავიდეთ: მაინც, რა უბედურებაა პროცესი, რომელიც წელიწადში ერთი ან ორი დღე იღებს ასეთ უკიდეგანო და აგრესიულ ფონს და ეს კუდიანებზე დევნას ემსგავსება. ამ წუთას თავი დავანებოთ იმას, რომ პარალელურად მუდმივად სახელმწიფოს დაშანტაჟების მცდელობებთან გვაქვს საქმე…
_ გავა გარკვეული ხანი და იმ იდიოტურ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, სირცხვილნარევი უხერხული ღიმილით გავიხსენებთ. ძალიან მსურს, რომ ეს უხერხული ღიმილი მაინც მხიარული იყოს, შემდგარი და სტაბილური განვითარების გზაზე მდგომი ქვეყნის მოქალაქეების ღიმილი, რომლებიც წარსულ შეცდომებს, გამოცდილებით შეძენილი სიბრძნით, წარმატებული აწმყოს მყარ ფუნდამენტზე მდგარნი და ღირსეულ მომავალში დარწმუნებულნი გადაჰყურებენ. სასტიკად არ მინდა, რომ ეს ღიმილი, მერამდენედ უკვე ჩვენს შორეულ თუ ახლო ისტორიაში, გაჟღენთილი იყოს ქართველებისთვის იმ კარგად ნაცნობი სიმწრით, რომელიც საკუთარ, დაგვიანებით დანახულ, უგუნურებით გამოწვეულ, გამოუსწორებელ კატასტროფას უკავშირდება.
ვგულისხმობ ჩვენს საზოგადოებაში სწორედ ლგბტ საკითხის გარშემო შექმნილ ვითარებას, პირველ რიგში კი იმ პრიმიტიულ ფორმულას, რომელიც მტერმა ნორმალური გზიდან ასაცდენად შემოგვიგდო და რომელიც უტვინო ცხოველების ჯოგის მსგავსად ჩვენი საზოგადოების ნაწილმა ასეთი მზადყოფნით აიტაცა. დიახ, არ გეწყინოთ ქართველი ვაჟკაცების უკანალის სიწმინდის სადარაჯოზე მედგრად მდგარო რაინდებო, მაგრამ რეალობა მარტივი და მწარეა: საქართველოს დაპყრობის ბოროტ საქმეში მტერი მთავარ გათვლას სწორედ თქვენს იდიოტიზმზე აკეთებს!
_ რა ფორმულას გულისხმობთ?
_ პრიმიტიულს: თურმე, მთელი ევროპა და ამერიკა ერეგირებული ფალოსებით ემზადება იმისთვის, რომ სახელოვან ქართველ ვაჟკაცებს ნამუსი ახადოს და ამ საშინელ განსაცდელში ჩვენი ერთადერთი იმედი დიდი რუსეთი და მისი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია, რომელიც თავისი მკერდით არის გადაფარებული ქართველ ვაჟკაცთა უკანალებს და უძილო ღამეებს იმაზე ფიქრში ათენებს, თუ როგორ გადაგვირჩინოს ნამუსი.
_ გეთანხმებით, საკმაოდ პრიმიტიული ფორმულაა და იმაშიც გეთანხმებით, რომ საკმაოდ ბევრს მართლა სჯერა თუ არა ამის, გულდასმით მაინც იმეორებს წლიდან წლამდე…
_ ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მტრის ღია თუ ფარულმა, აქტიურად მოქმედმა პროპაგანდამ შთააგონა ის, რომ დასავლური ღირებულებები დამღუპველია საქართველოსთვის, ხოლო ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაცია გაიგივებულია საზოგადოების გარყვნასთან. მტერი მათ იქვე მარტივად აღსაქმელ, ვითომ მაშველ, მაგრამ, სინამდვილეში, დამღუპველ რგოლს სთავაზობს _ გაპედერასტებისგან ერთადერთი გადარჩენის გზა რუსეთთან ინტეგრაციაა, რადგან რუსეთი არის ერთმორწმუნე ქვეყანა, რომელიც დღევანდელ გონებაშერყეულ სამყაროში ტრადიციულ და მძლავრ, ლამის, ერთადერთ, ჰეტეროსექსუალიზმის ბურჯს წარმოადგენს. ვაღიაროთ, რომ არცთუ ისე ცოტა ჩვენი თანამემულე ამ სატყუარას წამოეგო და ქართული ვაჟკაცობის ფენომენის დაცვის ლოზუნგით რუსეთისკენ მოგვიხმობს. ამიტომ, ვგონებ, უპრიანი იქნებოდა, კარგად გავრკვეულიყავით იმაში, თუ რა არის ვაჟკაცობა და რა არის რუსეთი, თუნდაც, სექსუალური ორიენტაციის საკითხის კონტექსტში.
_ თქვენ ამ საკითხზე იმ მასალაშიც ამახვილებთ ყურადღებას და აღნიშნავთ: „ქართველი ვაჟკაცის ან, თუ გნებავთ, რაინდის ცნება ჩემთვის ლიტონი სიტყვები არ არის. ზოგად გაგებასთან ერთად ის ჩემთვის კონკრეტული მაგალითებით არის დატვირთული და ამ მაგალითებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაც და დღევანდელობაც უხვად გვაძლევს. ქართველი ვაჟკაცის მაგალითია შალვა ახალციხელიც და გიორგი ანწუხელიძეც. ვაჟკაცები არიან დიდგორის, კრწანისის, კოჯრის ბრძოლების გმირებიც და ის გმირებიც, რომლებმაც უთანასწორო ბრძოლაში გმირული წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს შინდისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს“. და ამის შემდეგ დასძენთ, რომ ქართველი ვაჟკაცის გაგებაში ჰეტეროსექსუალობა აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს, მაგრამ ეს კომპონენტი მხოლოდ აუცილებელია და არ არის საკმარისი. რატომ?
_ თუნდაც ზემოთ მოყვანილი მაგალითები გულისხმობს იმას, რომ ქართველი ვაჟკაცი ასევე პატრიოტი და სამშობლოს დამცველი უნდა იყოს, ბრძოლის ველზე თუ ნებისმიერ სხვა სფეროში. სამშობლოს დაცვა კი, რა თქმა უნდა, მტერთან ბრძოლას გულისხმობს. ამიტომ იმ ჰეტეროსექსუალებს, რომლებიც ჰომოფობიური ლოზუნგების მოშველიებით მტერთან თანამშრომლობისკენ მოგვიხმობენ და ახალი დამონებისკენ უბიძგებენ ჩვენს ქვეყანას, ქართველ ვაჟკაცთა რიცხვს ნამდვილად არ მივაკუთვნებ. მით უმეტეს, რომ, როგორც ცნობილია, სწორედ მრისხანე ჰომოფობთა შორის ხშირად გვევლინებიან ლატენტური თუ შენიღბული ჰომოსექსუალები.
_ უმცირესობის წარმომადგენლები ასეთ კატეგორიულობაში, ანუ პატრიოტი აუცილებლად ჰეტეროსექსუალია, ნამდვილად არ დაგეთანხმებოდნენ. მაგრამ ამაზე ახლა არ შევჩერდეთ…
_ შესაძლოა, და არც მე ვიდავებ ახლა ამაზე. მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, სამშობლოს დაცვა მტერთან ბრძოლას გულისხმობს, ხოლო ეს ბრძოლა წარმატებული რომ იყოს, აუცილებელია, მტერს კარგად ვიცნობდეთ. რადგან ეს მტერი ჰეტეროსექსუალი ცხვრის ქურქში გახვეული მგელივით მოგვადგა და შველასა და ნუგეშს გვთავაზობს, მოდით, მას ეს ქურქი გავხადოთ და თავად ამ მგლის სექსუალურ ორიენტაციასაც დავაკვირდეთ.
_ რას გულისხმობთ?
_ ფაქტია _ თვითმპყრობელობის ეპოქის დროინდელი რუსეთის სახელმწიფოებრიობის ორივე მამა, ივანე მრისხანე და პეტრე დიდი, გამოკვეთილი ჰომოსექსუალისტები იყვნენ. ერთმა მოსკოვის სამეფო დააარსა, ხოლო მეორემ, _ რუსეთის იმპერია. თუმცა ეს, ალბათ, არც დამთხვევაა და არც _ მისტიკა. უბრალოდ, ჰომოსექსუალიზმი რუსეთში იმდენად საყოველთაოდ გავრცელებული რეალობა გახლდათ, რომ ამ ორი გვირგვინოსანი ადამიანის ჰომოსექსუალური ორიენტაცია სტატისტიკის კანონზომიერებებით იოლად აიხსნება. ამას ერთხმად აღნიშნავენ ყველა ის ევროპელი მოგზაურები, რომლებმაც დატოვეს მოგონებები რუსეთის შესახებ, მათ შორის, ისეთი ცნობილები, როგორებიც არიან ჰერბერშტეინი, ოლეარიუსი, მარჟერეტი და ა. შ.

(ამონარიდი სტატიიდან: ირკვევა, რომ, მაგალითად, XV, XVI, XVII საუკუნეების რუსეთში ჰომოსექსუალიზმი ისე ფართოდ იყო გავრცელებული, რომ ის უცხოელ თვითმხილველებში უკიდურეს გაკვირვებასა და აღშფოთებასაც კი იწვევდა. ამ დაკვირვებებში ძალიან საინტერესო ისაა, რომ რუსეთში არატრადიციული (ხოლო, როგორც ირკვევა, რუსეთისთვის საკმაოდ ტრადიციული) სექსუალური ორიენტაცია არა მხოლოდ წარჩინებული კასტისთვის იყო დამახასიათებელი, არამედ მასობრივად ყოფილა გავრცელებული მოსახლეობის ყველა ფენაში, დაწყებული გლეხებიდან და მონარქებით დამთავრებული. ამას უამრავი ისტორიული საბუთი ადასტურებს. მაგალითად, წმინდა რომის იმპერიის ელჩი ვასილი, მე-3 კარზე სიგიზმუნდ ფონ გერმერშტეინი, თავის წიგნში „ჩანაწერები მოსკოვურ საქმეებზე“ 1533 წელს ცალსახად აღნიშნავს, რომ ჰომოსექსუალიზმი ფართოდ იყო გავრცელებული მოსკოვის სამეფოს უკლებლივ ყველა სოციალურ ფენაში. ინგლისელი პოეტი ჯორჯ ტერნერვილი, რომელიც დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში ეწვია რუსეთს 1568 წელს, ივანე მრისხანეს მიერ ჩატარებულმა უსაშინელესმა რეპრესიებმა იმდენად არ განაცვიფრა, რამდენადაც მოსახლეობის მდაბიო ფენებში გავრცელებულმა ტოტალურმა ჰომოსექსუალიზმმა. მან ეს თავის ერთ-ერთ ლექსში ასე გადმოგვცა:
Perhaps the muzhik hath a gay and gallant wife

To serve his beastly lust, yet he will lead a bowgard’s life.

The monster more desires a boy within his bed

Than any wench, such such filthy sinne ensues a drunken head.

The woman to repay her drowsie husband’s dettes

From stinking stove unto her mate to bawdy banquets gets.

არსებობს ამ პასაჟის ორი რუსული თარგმანიც:

Хоть есть у мужика достойная супруга,
Он ей предпочитает мужеложца-друга.
Он тащит юношей, не дев, к себе в постель.
Вот в грех какой его ввергает хмель.
და

Напившись допьяна, ведет себя, как скот,
Забыв, что дома у печи его супруга ждет,
Распущенный дикарь, он мерзости творит
И тащит отрока в постель, отринув срам и стыд.
Жена, чтоб отомстить, зовет к себе дружка,
И превращается в содом дом честный мужика.
თავად ივანე მრისხანე ოფიციალურად ითვლება მოსკოვის დიდი მთავრის, ვასილი მე-3-ისა და დიდგვაროვანი ქალბატონის, ელენე გლინსკაიას შვილად. ვამბობ „ოფიციალურად“, რადგან ისტორიულად ცნობილია, რომ ვასილი მე-3 უკიდურესად ჰომოსექსუალური ორიენტაციის გახლდათ, ხოლო მისი მეუღლე კი, შესაბამისად, როგორც ისტორიული დოკუმენტები მეტყველებს, „კატასავით მრუში“. ამდენად, რეალურად, ვინ „გააკეთა“ ივანე მრისხანე, დღეს არავინ იცის. თვით ივანეც, როგორც უკვე მოგახსენეთ, უარს არ ამბობდა ერთსქესიან ურთიერთობებზე, მისი „გართობები“ ფიოდორ ბასმანოვთან და სხვებთან კარგად არის ცნობილი ისტორიული დოკუმენტებიდან.
რუსეთის იმპერიის დამაარსებელი, ამ ქვეყნის გამოჩენილი მონარქი, პეტრე პირველი, ასევე არ ღალატობდა თავისი წინაპრების სოდომურ ტრადიციებს. მისი ხანგრძლივი რომანი ბავშვობის მეგობარ ალექსანდრე მენშიკოვთან კარგად არის ცნობილი. ამ ჰომოსექსუალური ურთიერთობის წყალობით მეჯინიბის შვილმა მენშიკოვმა შთამბეჭდავი კარიერა გაიკეთა და პრაქტიკულად, იმპერიის მეორე პირის პოზიციას მიაღწია. თავად პეტრე კი, თავისი მრავალრიცხოვანი სამხედრო კამპანიის დროს, თითქმის ყოველ ღამეს ფუმფულა აღნაგობის ჯარისკაცებს იწვენდა ლოგინში.
პეტრემ რუსეთის უზარმაზარი სამეფო ევროპისკენ შემოატრიალა და ფართოდ გაუღო რუსეთის კარი ევროპულ ცივილზაციას. რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს ბევრისთვის ეს დღეს, ამ პერიოდში ევროპიდან რუსეთში მრავალ ზნე-ჩვეულებასა და გავლენასთან ერთად სწორედ ჰომოფობიაც შემოდის. რუსებმა გაკვირვებით აღმოაჩინეს, რომ ევროპელები მათსავით ტოლერანტულები სულაც არ იყვნენ ჰომოსექსუალიზმის მიმართ. ამის შემდეგ, თანდათან, ეს მოვლენა რუსეთში, ფაქტობრივად, ლეგალური მდგომარეობიდან შედარებით ჩრდილში ინაცვლებს, მაგრამ მძლავრ, მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე დაყრდნობილი, რა თქმა უნდა, არსად იკარგება და მშვიდად განაგრძობს თავის არაოფიციალურ თუ ნახევრად ოფიციალურ არსებობას. და როგორც გამოჩენილმა რუსმა ისტორიკოსმა სერგეი სოლოვიოვმა თავად აღიარა, „არსად, არც აღმოსავლეთში, არც დასავლეთში, ისე იოლად, როგორც რუსეთში, არ უყურებდნენ ამ ამაზრზენ, არაბუნებრივ ცოდვას“.
ისიც უნდა ითქვას, რომ ერთსქესიან გართობებში არც რუსი ქალბატონები ჩამოუვარდებოდნენ მამაკაცებს. ისტორია გადმოგვცემს, რომ პეტრე პირველის ძმისშვილი, რუსეთის იმპერატრიცა ანა, გარშემორტყმული იყო მასთან ინტიმურ ურთიერთობებში მყოფი სეფექალებით. არ თაკილობდა სოდომის აკრძალულ ხილს არც განთქმული ეკატერინე მე-2. მისი ჰომოსექსუალური კავშირებიდან ყველაზე ცნობილია ურთიერთობა მეორე გამოჩენილ რუს ქალბატონთან, სახელმწიფო მოღვაწესთან და მეცნიერთან ეკატერინე დაშკოვასთან.
არც მე-19 საუკუნის რუსეთის რეალობა უჩივის ჰომოსექსუალიზმის ნაკლებობას. შეგვიძლია, რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითს გადავხედოთ:
ალექსანდრე I-ის იუსტიციის მინისტრი, ცნობილი რუსი პოეტი-სენტიმენტალისტი ივანე დმიტრიევი (1760-1837), იკავებდა რა მაღალ თანამდებობას, გარშემორტყმული იყო მრავალი სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ჭაბუკი თანაშემწით. მათთან ის სქესობრივ კავშირში იმყოფებოდა და ბევრ მათგანს ძალიან წარმატებული კარიერაც კი გააკეთებინა. როგორც ალექსანდრე 1-ის მიმოწერის პიკანტური ნაწილიდან ირკვევა, მისი სახით რუსეთის იმპერიის ტახტს 25 წლის განმავლობაში კიდევ ერთი ჰომოსექსუალისტი ფლობდა. მისი მეფობის პერიოდი დაკავშირებულია რუსეთის ისტორიის გრანდიოზულ მოვლენასთან, ნაპოლეონის შემოსევასთან. ამ მოვლენის ერთ-ერთი მთავარი გმირი, რუსეთის არმიის მთავარსარდალი, მიხეილ კუტუზოვი, ნაპოლეონის რუსეთიდან გაძევების შემდეგ, 1813 წელს, ევროპის შუაგულისკენ მიმავალი რუსული არმიის შტაბში, გერმანიის ქალაქ ბრუნცლაუში გარდაიცვალა. გადმოცემიდან ცნობილია, რომ ეს მოხდა მაშინ, როცა კუტუზოვს ერთ-ერთი მისი ჯარისკაცი ჩვეულ პროცედურას, ორალური სექსით მომსახურებას უტარებდა. როგორც ჩანს, რუსმა ჯარისკაცმა მთავარსარდლის ბრძანება ისე ვნებიანად და მონდომებით შეასრულა, რომ სამოცდაათ წელს მიტანებულმა ბერიკაცმა მოზღვავებულ ემოციებს ვერ გაუძლო და ის უშუალოდ პროცედურის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.
ნიკოლოზ I-ის ცნობილი და გავლენიანი განათლების მინისტრი გრაფი სერგეი უვაროვი (1786-1855), პრაქტიკულად, რუსული იმპერიული იდეოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლდათ. მას ეკუთვნის რუსეთის იმპერიის განმსაზღვრელი, ფუძემდებლური ცნობილი ფორმულა და დოქტრინა: „Православие, самодержавие, народность“, ანუ „მართლმადიდებლობა, თვითმპყრობელობა, ხალხურობა“. ამავე დროს, გრაფი უვაროვი ცნობილია, როგორც პირწავარდნილი პედერასტი. თავისი ახალგაზრდა, ლამაზი, თუმცა უნიჭო და მაღალი პოზიციებისთვის ყოვლად შეუფერებელი საყვარელი, თავადი მიხეილ დონდუკოვ-კორსაკოვი, მან საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტისა და სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობებზეც კი დაანიშნინა. სწორედ ამ დონდუკოვ-კორსაკოვს მიუძღვნა ალექსანდრე პუშკინმა თავისი ერთერთი ეპიგრამა:
В Академии наук
Заседает князь Дундук
Говорят не подобает
Дундуку такая честь;
Почему ж он заседает?
Потому что жопа есть.
პუშკინის კიდევ ერთი, შედარებით უფრო მეგობრული ეპიგრამა სხვა ცნობილ რუს მაღალჩინოსან ჰომოსექსუალისტს, სხვადასხვა დროს ქალაქ ქერჩის თავს, ბესარაბიის ვიცე-გუბერნატორსა და უცხო სარწმუნოებების დეპარტამენტის დირექტორ ფილიპე ვიგელს ეძღვნება:
Тебе служить я буду рад –
Стихами, прозой, всей душою,
Но Вигель, – пощади мой зад!
რუსეთის იმპერიის წარჩინებული პედერასტების ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი გახლდათ სინოდის ობერ-პროკურორი და სახალხო განათლების მინისტრი ალექსანდრე გოლიცინი (1773-1844). საერთოდ, რუსული ოფიციალური მართლმადიდებლური და კლერიკალურ-თვითმპყრობელური სისტემის ჩამოყალიბებაში ჰომოსექსუალისტების როლი და მონაწილეობა ცალკე, ხანგრძლივი, დეტალური განხილვის თემაა. თავად გოლიცინის მოღვაწეობას კი უკავშირდება განათლების სისტემის უკიდურესი კლერიკალიზაცია.
ნიკოლოზ 1-ის ეპოქა რუსული ჰომოსექსუალიზმის თვალსაზრისით ძალზე ნიშნდობლივია და მოგახსენებთ, რატომ: დღევანდელი რუსული პროპაგანდა, როგორც უკვე ვიცით, ამ ფენომენის გაძლიერებას დასავლური ლიბერალიზმის პირდაპირ შედეგად ასაღებს. ჰომოსექსუალიზმის შეჩერების მთავარ გარანტად ეს პროპაგანდა პუტინისეულ ფაშისტურ-კლერიკალური ტიპის, „სუვერენულ დემოკრატიად“ მონათლულ, სახელმწიფო მოწყობის მოდელს გვთავაზობს. ნიკოლოზ 1- ის მეფობის ხანგრძლივი პერიოდი რუსეთის იმპერიის ისტორიაში სამართლიანად ითვლება ყველაზე უფრო რეაქციულ, ანტიდასავლურ, ანტილიბერალურ, ანტიდემოკრატიულ და ე. წ. რუსულ და მართლმადიდებლურ ღირებულებებზე დაფუძნებულ თვითმპყრობელურ-კლერიკალური დიქტატურის პერიოდად. გარკვეულწილად, ნიკოლოზ 1-სა და პუტინის რუსეთს შორის მრავალი ისტორიული პარალელის გავლებაც კი შეიძლება. საინტერესოა, რომ სწორედ ნიკოლოზ 1-ის დროს რუსეთში ისედაც ტრადიციულად ფართოდ გავრცელებული ჰომოსექსუალიზმი იმდენად დიდ მასშტაბებს აღწევს, რომ რუსეთის იმპერატორმა პირადად დაიბარა რუსული ჰომოსექსუალური ელიტის ცნობილი „მეტრი“, საგარეო საქმეთა კოლეგიის მაღალჩინოსანი, ვ. ბანტიშ-კამენსკი და უბრძანა მას წარმოედგინა მისთვის ცნობილ წარჩინებულ ჰომოსექსუალთა სია. ბანტიშ-კამენსკის მიერ ნიკოლოზისთვის წარდგენილ სიაში პირველ და მეორე ნომრებად მინისტრი და კანცლერი ფიგურირებდნენ. თავისი მოცულობითა და იქ წარმოდგენილ ადამიანთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი პოზიციების თვალსაზრისით, სია იმდენად სკანდალურად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ ნიკოლოზმა ამ ინფორმაციაზე უკვე ვერანაირი სერიოზული რეაგირება ვეღარ მოახდინა).

_ თქვენი პუბლიკაციის მიხედვით, რუსული რეაქციული, მემარჯვენე იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში, რომელიც ახლა თავის მოდერნიზებულ ვერსიებთან ერთად „გარყვნილ“ დასავლურ ლიბერალიზმს უპირისპირდება, სწორედ რომ რუსმა ჰომოსექსუალისტებმა ითამაშეს გადმწყვეტი როლი?
_ რუსული რეაქციული ანტილიბერალური იდეოლოგია, პრაქტიკულად, პედერასტების შექმნილია.
_ ძალიან უხეში გამოთქმაა…
_ მესმის, მაგრამ ეს უფრო პოლიტიკურ კონტექსტად მივიჩნიოთ კონკრეტული თუ ზოგადი პერსონების მიმართ, რომლებმაც არსებული ორმაგი სტანდარტი დაამკვიდრეს.
_ მაინც მისაღები იქნება, უფრო კორექტულები ვიყოთ…
_ მოკლედ, ვაკონკრეტებ: რუსული რეაქციული ანტილიბერალური იდეოლოგიის შემქმნელები არიან თავად ჰომოსექსუალები _ უვაროვი და გოლიცინი. ამ იდეოლოგიის ერთ-ერთი უმსხვილესი ფუძემდებელი გახლავთ ანდრეი ნიკოლოზის ძე მურავიოვი. ენციკლოპედიები მას ასე მოიხსენიებენ: რუსეთის საიმპერატორო კარის კამერგერი, მართლმადიდებელი სასულიერო მწერალი და საეკლესიო ისტორიკოსი, მომლოცველი და მოგზაური, დრამატურგი და პოეტი, მეცნიერებათა საიმპერატორო აკადემიის საპატიო წევრი. ამავე დროს, ანდრეი მურავიოვი, რომ იტყვიან, აღვირახსნილი ჰომოსექსუალისტი გახლდათ, რასაც, სხვათა შორის, აქტიურად იყენებდნენ მის წინააღმდეგ ლიბერალური მიმართულების მოღვაწეები და მას შესაბამისი დამცინავი ეპიგრამებითა და პუბლიკაციებით უტევდენ. ცნობილია, რომ მურავიოვმა საბოლოოდ გარყვნა მეშჩერსკი, რომელიც შემდგომში გახდა მისი „ღირსეული“ გამგრძელებელი როგორც რეაქციული იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში, ასევე ჰომოსექსუალიზმში. გამოჩენილმა რუსმა ფილოსოფოსმა ვლადიმერ სოლოვიოვმა მას ასეთი სიტყვებიც კი მიუძღვნა: „Содома князь и гражданин Гоморры“. მეშჩერსკი პეტერბურგის სამართალმცოდნეობის სასწავლებელში „დაფრთიანდა“, რომელიც რუსეთის იმპერიის ბევრ სხვა სასწავლებელთან ერთად ჰომოსექსუალისტების ნამდვილ ინკუბატორად მიიჩნეოდა. თანამედროვეების მიერ დატოვებული ამ სასწავლებლის სტუდენტების ბინძური გართობების აღწერილობის გადმოცემისგან თავს შევიკავებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მეშჩერსკისთან ერთად ამ სასწავლებლიდან „დიდი“ ჰომოსექსუალიზმის ასპარეზზე შეაბიჯეს, მაგალთიად, ისეთმა ცნობილმა რუსმა მოღვაწეებმა, როგორებიც იყვნენ კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი და პოეტი აპუხტინი.
_ ბევრი რამ მსმენია და წამიკითხავს დახურული ტიპის სამხედრო სასწავლებლებზეც.
_ დიახ, ისტორიული დოკუმენტები უხვად აღწერს იმ ბაკქანალიას, რომელიც სუფევდა, მაგალითად, პაჟთა კორპუსში, მრავალრიცხოვან კადეტთა კორპუსებსა და იუნკერთა სასწავლებლებში. ეს თემა კარგად აქვს აღწერილი, მაგალითად, დიდ რუს პოეტ მიხეილ ლერმონტოვს თავისი იუნკერობისდროინდელ ლექსებში. ცნობილმა რუსმა ლიტერატორმა და ჰომოსექსუალმა ალექსანდრე შენინმა ამ თემას სკანდალურად ცნობილი მთელი პოემაც, „პაჟის თავგადასავლები“, მიუძღვნა, სადაც მემუარისტების მიერ „გარყვნილების სკოლად“ მონათლული პავლეს კადეტთა კორპუსის ჰომოსექსუალური რეალიები არის აღწერილი.
ბუნებრივია, სამხედრო სასწავლებლებში აღზრდილი ჰომოსექსუალიზმი შემდგომ ფართო გასაქანს უკვე რუს ოფიცერთა ზრდასრულ ცხოვრებაში ჰპოვებდა. განსაკუთრებით განთქმული ამ თვალსაზრისით იყო ცნობილი გვარდიის პრეობრაჟენსკი პოლკი, რომელშიც ჰომოსექსუალიზმი ლამის ტოტალური იყო და მას თავად მეთაური, დიდი თავადი, ცნობილი ჰომოსექსუალი და იმპერატორის ძმა, სერგეი ალექსანდრეს ძე დირიჟორობდა, რომელმაც პეტერბურგში თავისი მრავალრიცხოვანი ორგიებით განთქმული გეიკლუბიც კი დააარსა. შემდგომში ის მოსკოვის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა, სადაც ქალაქის გეისაზოგადოების აღიარებული ლიდერი გახდა. საზოგადოებრივ ადგილებში ის, როგორც წესი, ერთი ან ორი თავისი საყვარელი ოფიცრის თანხლებით მიდიოდა და თავის სექსუალურ ორიენტაციას, პრაქტიკულად, არც მალავდა. თუმცა სერგეი სამეფო ოჯახის ჰომოსექსუალიზმის აისბერგის მხოლოდ კენწერო გახლდათ. იგივე ლეიბ-გვარდიის პრეობრაჟენსკი პოლკი სერგეის მოსკოვის გენერალ-გუბერნატორად გადასვლის შემდეგ სამეფო ოჯახის მეორე ცნობილმა ჰომოსექსუალმა, დიდმა თავადმა კონსტანტინე კონსტანტინეს ძემ ჩაიბარა. როგორც მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის რუსეთის მკვლევრები აღნიშნავენ, ამ ეპოქაში სამეფო ოჯახს, მინიმუმ, შვიდი დიდი თავადი _ მეფის ბიძები, კუზენები და ძმისშვილები, ჰომოსექსუალისტი ჰყავდა.
_ რა ხდებოდა რუსეთის ხელოვნების წრეებში?
_ ცხადია, ჰომოსექსუალიზმში რუსული ხელოვნების წარმომადგენლებიც არავის ტოლს არ უდებდნენ. ჰომოსექსუალიზმი რუსულ კულტურაში იმდენად დიდი თემაა, რომ აქ მას მხოლოდ ოდნავ თუ შევეხებით. ისეთი ცნობილი რუსი მწერლების, როგორებიც არიან ნიკოლაი გოგოლი, ნიკოლაი ჩერნიშევსკი და ლევ ტოლსტოი, საკუთარ თავში ჩახშულ და არარეალიზებულ ჰომოსექსუალიზმს სათვალავში ნუ ჩავთვლით. გადავხედოთ რამდენიმე მკაფიოდ გამოხატულ, რეალიზებულ პერსონას.
ცნობილმა რუსმა მწერალმა და პუბლიცისტმა კონსტანტინე ლეონტიევმა, რომლის ჰომოსექსუალობა კარგად იყო ცნობილი საზოგადოებაში, უამრავი ლიტერატურული ნაწარმოები მიუძღვნა ჰომოეროტიკულ სიუჟეტებს. ერთ-ერთ თავის ნოველაში, „ქმრის აღსარება“, ის აღწერს სიტუაციას, როცა ქმარი თავად უწყობს ხელს თავის ახალგაზრდა მეუღლეს, გაიჩინოს ნორჩი საყვარელი და მათ შორის ურთიერთობებს აღვივებს. მწერალი ღიად გვიჩვენებს, რომ მთავარი გმირი საკუთარი ცოლის საყვარელში გაცილებით უფრო ღრმად არის შეყვარებული, ვიდრე თავად მეუღლეში და ნეტარებით ტკბება მათი ინტიმური ურთიერთობით. მწერალმა, მოგვიანებით, ღიად აღიარა ნაწარმოების ჰომოსექსუალური შინაარსი და თავისი ჰომოსექსუალობა.
რუსული ჰომოსექსუალური ლიტერატურის ნამდვილი მეტრი გახლდათ ცნობილი მწერალი-ჰომოსექსუალი მიხეილ კუზმინი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, რომ თავისი ჰომოსექსუალური ნაწარმოებებით მართლაც რომ წალეკა რუსული ლიტერატურა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია რომანი „ფრთები“, სადაც ის ჰომოსექსუალიზმს, პრაქტიკულად, ნამდვილ ჰიმნს უძღვნის.
რუსულ ხელოვნებაში განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს ცნობილი ლიდია ზინოვიევა-ანიბალისა და ვიაჩესლავ ივანოვის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წყვილი. მართალია, ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ, მაგრამ, ამავვე დროს, ცალ-ცალკე კარგა გვარიანად ჰომოსექსუალურადაც „უბერავდენ“. რა თქმა უნდა, მათმა სექსუალურმა ორიენტაციამ შესაბამისი ასახვა ჰპოვა მათ ლიტერატურულ მოღვაწეობაში. სოფია ანიბალი ისეთივე კერპი გახდა რუსი ლესბოსელებისთვის, როგორიც იყო კუზმინი რუსი გეებისთვის. ანიბალის ქმარი, ვიაჩესლავ ივანოვი, რუსული სიმბოლიზმისა და „ვერცხლის საუკუნის“ ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ წარმომადგენლად მიიჩნევა. გამოჩენილი ლიტერატორის გარდა მას ასევე ცნობილი ფილოსოფოსისა და ფილოლოგის რეპუტაციაც აქვს. ამავე დროს, ის განთქმული ბისექსუალი და სექსუალურად აღვირახსნილი ადამიანი გახლდათ. მან ჯერ ძალ-ღონე არ დაიშურა იმისთვის, რომ თავისი ნაადრევად გარდაცვლილი მეუღლის ჰომოეროტიკული ნაწარმოებები რაც შეიძლება ვრცლად გამოეცა. შემდეგ თვითონ გამოსცა კრებული “Gor Ardens”, რომელშიც მამაკაცის მიმართ თავისი გიჟური ვნება აღწერა. საკუთარ გარდაცვლილ მეუღლეს, ლიდია ანიბალს, ივანოვმა საბოლოოდ პატივი იმით მიაგო, რომ სექსუალური კავშირი დაამყარა მის ქალიშვილთან და საკუთარ გერ ვერა შვარსალონთან, შვილიც კი გაუჩნდა მასთან და ბოლოს ცოლადაც მოიყვანა. უამრავ გარყვნილებას, რომელიც ივანოვ-ანიბალის წყვილს უკავშირდება, პიკანტურად „ამშვენებს“ მათი კავშირი ცნობილ რუს პოეტ-გეი სერგეი გოროდეცკისთან, რომელმაც თავისი შემოქმედება დაიწყო, როგორც საინტერესო და ნიჭიერმა სიმბოლისტმა და აკმეისტმა და დაამთავრა, როგორც იაფფასიანმა ლიბრეტისტმა და კომუნისტური პარტიის მლიქვნელმა მეხოტბე-მგოსანმა. 1906 წელს ივანოვმა და ანიბალმა გოროდეცკი თავის ოჯახს მიუერთეს, რათა, მათი თქმით, შეექმნათ ერთგვარი „სამი ცოცხალი ადამიანისგან შემდგარი ერთიანი სულიერ-სამშვინველ-ფიზიკური ზოდი“. ვფიქრობ, კომენტარები ზედმეტია.
_ თქვენ საუბრობდით მაღალ წრეებსა და ბოჰემის წარმომადგენლებზე. რა ხდებოდა ამ მხრივ ხალხში?
_ ჰომოსექსუალიზმი რუსეთში არ გახლავთ მხოლოდ ელიტური და ბოჰემური სამყაროს კუთვნილება, არამედ მყარად დგას ხალხურ ნიადაგზე. ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ კიდეც რუსული კულტურის მრავალი მოღვაწის მაგალითზე, რომელიც ან თავად გამოვიდა ხალხის წიაღიდან და თავისი ჰომოსექსუალური „მოღვაწეობა“ ამავე წიაღში, ყრმობაში დაიწყო, ან თავისი ცხოვრების მანძილზე აქტიურად ამყარებდა სექსუალურ კავშირებს რუსეთის მოსახლეობის ისეთ წარმომადგენლებთან, როგორებიც იყვნენ გლეხები, მეეტლეები, წვრილი ხელოსნები, საეკლესიო გუნდების მომღერლები, სახელმწიფო უწყებების წვრილი ჩინოსნები და ა. შ.
ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია „გლეხური პოეზიის“ მიმდინარეობის ლიდერი, ნიკოლაი კლიუევი. მის პოეზიაში ნათლად ჩანს ის ტოტალური ჰომოსექსუალიზმი, რომელიც რუსეთის გლეხურ სამყაროში სუფევს. მიუხედავად მისი პოეზიის აშკარად გამოხატული ჰომოეროტიზმისა, ალბათ, სწორედ მისი წყალობით, კლიუევი იყო როგორც წარჩინებული ფენების ასევე გლეხობის აღიარებული, საყვარელი პოეტი.
კლიუევს ჰქონდა მრავალრიცხოვანი სექსუალური თავგადასავალი ჰომოსექსუალისტ გლეხებთან, მაგრამ მისი ცხოვრების უდიდეს „სიყვარულად“ ითვლება მისი რომანი კიდევ უფრო ცნობილ რუს პოეტთან, სერგეი ესენინთან. კლიუევმა და ესენინმა ერთად იცხოვრეს ორი წელი (1915-1917) და შთამომავლობას ერთმანეთისადმი მიძღვნილი უამრავი სასიყვარულო ლექსი დაუტოვეს.
თავად ესენინს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ის ქალებშიც დიდი წარმატებით სარგებლობდა და სამჯერ იყო არაორდინარულ ქალებზე დაქორწინებული, მისი სექსუალური ცხოვრების ნამდვილ ვნებას მაინც მამაკაცები წარმოადგენდნენ და მათ შორის იყვნენ სხვა მრავალი რუსული ლიტერატურის ცნობილი წარმომადგენელნი. ესენინმა თავისი ჰომოსექსუალური ცხოვრება კლიუევივით რუსულ სოფელში დაიწყო და შემდეგ, ჩავიდა რა მოსკოვში და შეაბიჯა მის ლიტერატურულ სალონებში, პირველ ქალაქელ საყვარლად ჩვენთვის უკვე ცნობილი სერგეი გოროდეცკი გაიხადა. ამას შემდეგ მოყვა უამრავი სხვა ჰომოსექსუალური რომანი სხვა ცნობილ რუს ლიტერატორებთან: დიმიტრი მერეჟკოვსკისთან, დიმიტრი ფილოსოფოვთან, მიხეილ კოვალიოვთან (იგივე რიურიკ ივნევი, _ ავტ.), უკვე ნახსენებ ნიკოლაი კლიუევთან, ანატოლი მარიენგოფთან და მრავალ სხვასთან. როცა ამ პიკანტურ ინფორმაციას ეცნობი, მთელი რუსული ლიტერატურა, განსაკუთრებით, მისი „ვერცხლის ხანა“, ერთ გრანდიოზულ ლგბტ ბაკქანალიად წარმოგიდგება. აღარ გადაგღლით და სერგეი ესენინის სხვა მრავალრიცხოვან გეირომანებსა და თავგადასავლებს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც რუსული ხელოვნების სამყაროს არ განეკუთვნებოდენ, აქ აღარ შევეხები.
_ რა ხდება ქალებთან?
_ რა თქმა უნდა, კაცებს არც ქალები ჩამორჩებოდენ. ჰომოსექსუალიზმი ცნობილ რუს პოეტ ქალბატონებში, ლამის, ტოტალურია. შევეხებით მხოლოდ რამდენიმე ცნობილ სახელს. ესენი არიან: ცნობილ ლიტერატურულ ჟურნალ „ჩრდილოეთის მაცნეს“ დამაარსებელი, პოეტი სიმბოლისტი ანა ევრეინოვა, პოეტი-სიმბოლისტი პოლიქსენა სოლოვიოვა, ცნობილი პოეტი და მთარგმნელი სოფია პარნოკი, მისი საყვარელი და სექსპარტნიორი, განთქმული რუსი პოეტი ქალი მარინა ცვეტაევა და, რა თქმა უნდა, რუსული პოეტების დედოფლად წოდებული ანა ახმატოვა (1889-1966).
_ ვგონებ, ძალიან შორს წავედით, თუმცა ხელოვნების ყველა სფერო რომ მოვიცვათ, ამას მთელი გაზეთი არ ეყოფა.
_ დიახ, თუმცა, როცა სადმე საუბარია ამ თემაზე, ალბათ, დიდი რუსი კომპოზიტორის, პეტრე ჩაიკოვსკის გვერდის ავლა არ შეიძლება. ყველაზე დიდი რუსი კომპოზიტორი, ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოხატული და ცნობილი გეი გახლავთ. არსებობს საკმაოდ დამაჯერებელი ვერსია იმის შესახებ, რომ მისი ნაადრევი სიკვდილი ერთ-ერთ დიდგვაროვან მცირეწლოვან ჭაბუკთან დაკავშირებული ჰომოსექსუალური სკანდალით იყო გამოწვეული. XX საუკუნეში გამოქვეყნდა მისი საკმაოდ დიდი მოცულობის მიმოწერა ნათესავებთან და მეგობრებთან, რომელიც გადავსებულია დეტალურად აღწერილი მრავალრიცხოვანი ჰომოსექსუალური თავგადასავლით. ეს მიმოწერა საინტერესოა იმით, რომ ჩაიკოვსკი იქ აღწერს თავის ჰომოსექსუალურ რომანებსა და ეპიზოდებს არა მხოლოდ მაღალი წრის წარმომადგენლებთან, არამედ უამრავ მდაბიოსთან, რაც ისე იოლად და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხდება, რომ კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს რუსულ ჰომოსექსუალიზმზე, როგორც ჭეშმარიტად საერთო-სახალხო მოვლენაზე. შემიძლია სხვებიც ჩამოვთვალო:
მოდესტ მუსორგსკი, ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვი, ვიქტორ გარტმანი, არსენი გოლენიშჩევ-კუტუზოვი და ა. შ.
_ ანუ ჰომოსექსუალიზმი რუსეთის იმპერიაში მასშტაბური მოვლენა იყო…
_ ისეთ მასშტაბებს აღწევდა, რომ გაოგნებულმა ვაჟა-ფშაველამ, რომელმაც რუსეთში მე-20 საუკუნის დასაწყისში იმოგზაურა, ასეთი სტრიქონებიც კი წარმოთქვა:
„ვნახე რუსეთი, ველნი ვაკენი;
ქალნი უნიფხვო, კაცნი მაკენი!“
_ ასე გაუკვირდა?
_ ჰომოსექსუალიზმი ვაჟასთვის არნახული ფენომენი როდი იყო, იმდროინდელ თბილისში ხომ, ჯერ კიდევ, როსტომ ხანის მმართველობიდან მოყოლებული, ყველასთვის კარგად ცნობილი კინტოების გეისაზოგადოება არსებობდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ის რაც ვაჟამ რუსეთში ნახა, თავისი მასშტაბებით, თბილისში ნანახს ბევრად აღემატებოდა.
_ მაგრამ საბჭოთა ხელისუფლება ხომ ებრძოდა ჰომოსექსუალებს?
_ კარგით, რა, ესტაფეტა ბოლშევიკებმაც გადაიბარეს. კომუნისტური ბელადის ნამდვილი ბიოგრაფია ტყუილად არ იყო ბურუსით მოცული და გასაიდუმლოებული.
_ ლენინზე საუბრობთ? ანუ ლენინიც გეი იყო?
_ ბოლო დროს აღმოჩენილი ისტორიული დოკუმენტები მის ჰომოსექსუალიზმზე ნათლად მეტყველებს. მისი და მეორე პარტიული ბელადის, გრიგორი ზინოვიევის რომანი ნათლად იკვეთება მათ მიმოწერაში, რომელიც, ჯერ კიდევ, მათი ემიგრაციაში ყოფნის დროს, ჟენევაში დაიწყო. გასაკვირი არ არის, რომ, როცა ლენინი 1917 წლის ზაფხულში დროებით მთავრობას ემალებოდა ტბა „რაზლივთან“, მან თავის „შალაშში“ სწორედ ზინოვიევი მოიხმო, სადაც მათ რომანტიკული თვე გაატარეს ერთად.
მოგვიანებით, მათ იდილიურ რომანში ლენინისა და ტროცკის ბრუტალურმა ჰომოსექსუალურმა გატაცებამ შეიტანა ერთგვარი დისონანსი. საინტერესოა, რომ საშინელი „წითელი ტერორი“ სწორედ ჰომოსექსუალური ისტორიით დაიწყო. პეტროგრადის ჩეკას უფროსი მოისეი ურიცკი და სოციალისტები კანეგისერი და პერელცვეიგი „ცისფერ“ სამკუთხედს შეადგენდნენ. როცა ჩეკამ მორიგ რეპრესიულ ტალღაზე 1918 წლის 21 აგვისტოს 21 კაცისგან შემდგარი მორიგი ჯგუფი დახვრიტა, მათ რიცხვში პერელცვეიგიც აღმოჩნდა. ისტერიკაში ჩავარდნილი კენეგისერი ურიცკის სამსახურში მიუვარდა და ის პეტერბურგის ჩეკას ოფისის ვესტიბიულში გამოასალმა სიცოცხლეს. ლენინმა და ბოლშევიკებმა ამ ჰომოსექსუალურ გარჩევას პოლიტიკური სარჩული შეუყენეს და მასობრივი ტერორის საბაბად გამოიყენეს.
_ დამეთანხმეთ, რომ სტალინმა 30-იანი წლებში სასტიკი ბრძოლა დაიწყო ჰომოსექსუალების წინააღმდეგ…
_ მართალია, სტალინმა, განსაკუთრებით, 30-იანი წლების შუიდან, ჰომოსექსუალიზმის მიზანმიმართული პოლიტიკური და სამართლებრივი დევნა დაიწყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი ამოძირკვა ვერ მოახერხა. არატრადიციული ორიენტაციის ფლაგმანებად, საბჭოთა კავშირშიც, ხშირად თავად პოლიტიკური ხელმძღვანელები გვევლინებოდნენ. უკიდურესად გარყვნილი ჰომოსექსუალისტი გახლდათ, მაგალითად, 1937 წლის მასობრივი რეპრესიული სასაკლაოს მთავარი ორგანიზატორი, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი, ნიკოლაი ეჟოვი; ჰომოსექსუალისტთა რიცხვს განეკუთვნებიან, მაგალითად, სხვადასხვა დროის ისეთი კომუნისტური ლიდერები, როგორებიც იყვნენ: კალინინი, მალენკოვი, სუსლოვი და სხვები.
_ წარსული წარსულში დავტოვოთ. დღეს რა ხდება, ამ მხრივ, რუსეთში?
_ ახლა დღევანდელ რუსეთს გადავხედოთ. რამდენიმე წლის წინ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გეების შესახებ შემდეგი განცხადება გააკეთა _ ციტატას მოვიხმობ: „გარწმუნებთ, მე ვმუშაობ ასეთ ადამიანებთან, მე მათ ზოგჯერ ვაჯილდოვებ სახელმწიფო მედლებით და ორდენებით მათი დამსახურებებისთვის სხვადასხვა სფეროში. ჩვენ აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობები გვაქვს და მე ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ“. დამეთანხმეთ, ეს ფრაზა, „მე ვმუშაობ ასეთ ადამიანებთან“, პრეზიდენტის პირიდან საკმაოდ დამაინტრიგებლად ჟღერს. იმას, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, ერთ-ერთ თავის საჯარო გამოსვლაში ნათელი მოჰფინა ცნობილმა და კარგად ინფორმირებულმა რუსმა პოლიტტექნოლოგმა და პუბლიცისტმა, სტანისლავ ბელკოვსკიმ: „ეს ისედაც ყველამ იცის. ესენი არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა მაღალი რანგის ხელმძღვანელები“. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ თუ სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაცია, ანუ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონი ჰომოსექსუალებით არის დაკომპლექტებული, ეს რეალობა მხოლოდ ამ სტრუქტურით არ შემოიფარგლება. ეს ასეც არის. როგორც კომპეტენტური მიმომხილველები იუწყებიან, „გეი-რევოლუცია რუსეთში უკვე დიდი ხანია, მოხდა და მოხდა ზევიდან“.
რუსეთის ფედერაციის აწმყოსა და ახლო წარსულის პოლიტელიტა ისე უხვად არის გაჯერებული ჰომოსექსუალისტებით, რომ ყველა მათგანზე საუბარი, უბრალოდ, შეუძლებელია.
არსებულ რეალობაზე შეგვიძლია მხოლოდ რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითით ვიმსჯელოთ. რუსეთის სახელისუფლებო ელიტის მასობრივი „გეიზაცია“, ჯერ კიდევ, ელცინის პერიოდიდან მოდის, რომელმაც, თავის მხრივ, როგორც ტრადიციის, ასევე კონკრეტული „კადრების“ თვალსაზრისით, ეს ესტაფეტა კომუნისტური პერიოდიდან გადაიბარა. ინფორმაციამ პირველად საჯაროდ გაჟონა 1994 წელს, როცა პრეზიდენტის პრესმდივნის მოადგილე ვიაჩესლავ ბელენკოვი საკუთარ ბინაში მოწყობილი მასობრივი ჰომოსექსუალური ორგიის დროს ფანჯრიდან გადმოვარდა. საზოგადოებამ მაშინვე მიაქცია ყურადღება იმას, რომ ბელენკოვი სამსახურში მისმა უფროსმა, პრეზიდენტ ელცინის ცნობილმა პრესსპიკერმა, ვიაჩესლავ კოსტიკოვმა მიიყვანა, რომლის ჰომოსექსუალობაც საზოგადოებისთვის უკვე კარგა ხნის ცნობილი იყო. ფაქტის გამოძიება პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროს ალექსანდრ კორჟაკოვს დაევალა. გამოძიებამ სწრაფად გამოავლინა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე 15 ჰომოსექსუალი. შემდგომში ოპერმუშაკებმა გამოძიება გააღრმავეს და სხვებთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემდეც გავიდნენ. გაირკვა, რომ რუსეთის ხელისუფლებაში მოქმედებს მრავალრიცხოვანი, კარგად ორგანიზებული და გატოტილი გეიმაფია. კორჟაკოვმა თავისი ძალები აშკარად ვერ გათვალა. გეიმაფიამ მალე მას დამაჯერებლად მიუთითა, თუ ვინ არის რუსეთში ნამდვილი ბატონი და ლაზათიანად გათამაშებული კორუფციული სკანდალის შედეგად მას თანამდებობის დატოვება მოუწია.

(ამონადირი პუბლიკაციიდან: მასშტაბის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად ელცინის ეპოქის ბოლო, მე-3 მოწვევის სახელმწიფო დუმაზე შევჩერდეთ. აქ ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა თავად დუმის თავმჯდომარე, ცნობილი პედერასტი, გენადი სელეზნიოვი გახლავთ, რომლის მრავალრიცხოვან გეიპარტნიორთა შორის არიან ყველაზე თვალში საცემი ცნობილი რუსი მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი და ამავე დუმის ცნობილი დეპუტატი, თავისი გეიორიენტაციის წყალობით, ჯერ კიდევ, საბჭოთა კავშირის გენერალურ პროკურატურაში მოულოდნელად სწრაფი კარიერის გამკეთებელი ვიქტორ ილიუხინი. ამავე დუმაში მოქმედებდა მეტად გავლენიანი გეიმაფია შემდეგი შემადგენლობით: ლიდერი _ ბიუჯეტისა და გადასახადების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების ხარჯების განხილვის კომისიის თანათავმჯდომარე ვლადისლავ რეზნიკი; წევრები: ალექსანდრ ბარანიკოვი (კანონმდებლობის კომიტეტის წევრი), ანდრეი ვულფი (ინფორმაციული პოლიტიკის კომიტეტის წევრი), ვლადიმირ გოლოვლიოვი (ბიუჯეტისა და გადასახადების კომიტეტის წევრი), იგორ დინესი (ბიუჯეტისა და გადასახადების კომიტეტის წევრი, ლატარიებისა და სათამაშო ბიზნესის საექსპერტო საბჭოს ხელმძღვანელი), ვლადიმერ კოპტევ-დვორნიკოვი (საკუთრების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ვლადიმირ სემიონოვი (კულტურისა და ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე) და ცნობილი დეპუტატი ანდრეი მაკაროვი (საგადასახადო კანონმდებლობის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე).
პუტინის რეჟიმის ჰომოსექსუალურ გასაქანზე მისი პოლიტიკურ-ფინანსური ელიტის არატრადიციულ წარმომადგენელთა შემდეგი, ძალზე არასრული ჩამონათვალი მეტყველებს: ვიაჩესლავ ვოლოდინი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე; გერმან გრეფი, „სბერბანკის“ თავკაცი და ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის ყოფილი მინისტრი; ალექსეი მილერი, „გაზპრომის“ მმართველობის თავმჯდომარე; მიხეილ პროხოროვი, რუსეთის უმსხვილესი მილიარდერი, 2012 წლის არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატი; ვლადისლავ რეზნიკი, დუმის საფინანსო ბაზრის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მილიარდერი, მმართველ პარტია „ედინაია როსსიას“ უმაღლესი საბჭოს წევრი, ითვლება დუმის „ცისფერი ლობის“ აღიარებულ ლიდერად; ოლეგ ტინკოვი, რუსი მილიარდერი და ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკირი; ბორის შპიგელი, პარლამენტის სენატორი და მილიარდერი, წარსულში კომკავშირის ფუნქციონერი და ახალგაზრდა კომკავშირლების გარყვნისთვის ნასამართლევი, სხვა ცნობილი ჰომოსექსუალის, მომღერალ ნიკოლაი ბასკოვის სიმამრი; იგორ იუსუფოვი, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი, ამჟამად გაზისა და ნავთობის უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო ფონდ „ენერგიის“ თავმჯდომარე; მიხეილ ვასილენკო, აეროპორტ „შერემეტიევოს“ გენერალური დირექტორი; ვალერი კოგანი, აეროპორტ „დომოდედოვოს“ თანამფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ევგენი რომაკოვი, ბანკ „ტრასტის“ ფინანსური დირექტორი, „ედინაია როსსიას“ დეპუტატი, ცნობილი, გავლენიანი ადვოკატი, რუსული ჰომოსექსუალიზმის პატრიარქი, ზედმეტსახელ „ტანიად“ ცნობილი ანდრეი მაკაროვი და მრავალი, მრავალი სხვა…
ახლა გადავხედოთ თუ რა ხდება რუსეთის არმიაში. გეი სექსტურების მოყვარულთა პოპულარული საერთაშორისო ინტერნეტ-პორტალი „სპარტაკუსი“ შემდეგი სარეკლამო ლოზუნგით იწვევს რუსეთში პედერასტებს: „რუსეთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანაა მძაფრი არმიული სექსის მოყვარულთათვის“. როგორც ირკვევა, ე. წ. სამხედრო პროსტიტუცია რუსეთში ტოტალურ მოვლენად არის გადაქცეული. რუსეთის ქალაქებში კარგად არის ცნობილი პროსტიტუტ ჯარისკაცთა და კურსანტთა ბირჟები, სადაც უამრავი ახალგაზრდა სამხედრო კლიენტებს სექსუალურ მომსახურებას სთავაზობს. ყველაზე განთქმული ასეთი ადგილი არის, რა თქმა უნდა, მოსკოვში, პლევნის გმირების მოედანზე, „პლეშკაზე“, რომელსაც, ჩვეულებრივ კლიენტებთან ერთად, უხვად სტუმრობენ სამთავრობო ნომრების მქონე ავტომობილები. ბუნებრივია, ჯარისკაცები და კურსანტები ასე თავისუფლად ამ საქმეს ვერ გააკეთებენ, მათ რომ საიმედო „სახურავი“ არ ჰქონდეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტიპის პროსტიტუციას კარგად ორგანიზებული და სისტემური ხასიათი აქვს, ის, პრაქტიკულად, ჩრდილოვან ინდუსტრიად არის გადაქცეული და მის სათავეში სამხედრო მაღალჩინოსნები დგანან. ამას, რა თქმა უნდა, მრავალრიცხოვანი ჟურნალისტური გამოძიებაც ადასტურებს. „წიწკვი“ გეიპროსტიტუტების მოყვარულებისთვის მომსახურების ჩვეულებრივ ფორმად იქცა პირდაპირი ვიზიტები სამხედრო ნაწილებში. იქ კლიენტებს სპეციალურად ამ საქმისთვის გამოყოფილი ოფიცერი ხვდება, გამოუყვანს ამოსარჩევად რამდენიმე ჯარისკაცს და პირობების შეთანხმების შემდეგ მათ ჯარისკაცები თავისთან მიჰყავთ. მიუხედავად რუსეთში არსებული ტოტალიტარული სისტემისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობისა, ეს მოვლენა იმდენად მასშტაბურია, რომ მან დიდი ხანია, მედია-სივრცეში ამოხეთქა და ამ სამარცხვინო მოვლენის დეტალები დღეს საქვეყნოდ ცნობილია. მის გავრცელებას ხელს უწყობს, ყველაფერთან ერთად, რუსული არმიისთვის დამახასიათებელი უუფლებობა, ძალადობის კულტი და „დედოვშჩინა“. ასე რომ, თუ ახლგაზრდა კაცს ჯერ კიდევ ჯარამდე არ აქვს გასინჯული ეს აკრძალული ხილი, საკმაოდ მაღალი ალბათობით, სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ ის ოჯახს უკვე ჩამოყალიბებულ ჰომოსექსუალისტად უბრუნდება. ინტერნეტ-სივრცეში ფართოდ არის მოდებული რუსული ჯარის ყოფის ამსახველი ფოტოალბომები, რომელიც უხვად არის გაწყობილი ამაზრზენი გარყვნილების შინაარსის მატარებელი სიუჟეტებით.
ქართული უკანალების სიწმინდის სადარაჯოზე მდგომ რუსეთუმე „ვაჟკაცებს“ მინდა ვუთხრა, რომ თუ მათი მეცადინეობით საქართველო დასავლურ ვექტორს ასცდა და რუსულ სივრცეში მოექცა, მათ შვილებს სწორედ ამ არმიაში მოუწევთ მსახური!)

_ გვერდს ვერ ავუვლი ეკლესიის თემას, რადგანაც ერთმორწმუნეობაზე დაყრდნობით უამრავ ადამიანს ურეცხავენ ტვინს…
_ დიახ, გეთანხმებით და ამიტომაც ანტიევროპულად განწყობილი და „ერთმორწმუნე“ რუსეთთან „ჩახუტების“ მომხრე რუსეთუმეებისთვის მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებო რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მასობრივად გავრცელებული ჰომოსექსუალიზმის თემა უნდა გახდეს.
2013-2014 წლებში რუსეთის ეკლესიაში გამეფებულ სოდომიასთან დაკავშირებული და დიდი ხნის მანძილზე ნაგროვები სკანდალური აფეთქების მუხტი, როგორც იქნა, აფეთქდა. სკანდალს ბიძგი მისცა ყაზანის სასულიერო სემინარიაში მომხდარმა შემთხვევამ, როცა სემინარიის სტუდენტებმა ვეღარ მოითმინეს ხელმძღვანელობის მათდამი ჰომოსექსუალური ძალადობა და ზედა ინსტანციებში იჩივლეს. სააშკარაოზე გამოსული სიბინძურის დამალვა შეუძლებელი გახდა და სემინარიში მივლენილი კომისია იძულებული იყო, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა სემინარიის პედერასტი პრორექტორი, იღუმენი კირილ ილიუხინი.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აპირებდა, ამ წერტილოვანი რეაგირებით ჩაეფარცხა დაწყებული სკანდალი, მაგრამ შემდგომმა მოვლენებმა იმხელა მოცულობის ბინძური ინფორმაცია გამოააშკარავა, რომ დღეს რუსულ ეკლესიაში გამეფებული ჰომოსექსუალიზმის თემა ფართო დისკუსიის საგნად არის გადაქცეული.
განგაში ატეხა ეკლესიის მოდისიდენტო მოღვაწემ, ტელეეკრანებიდან კარგად ცნობილმა მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორმა, პროტოდიაკონმა ანდრეი კურაევმა. ყაზანის სემინარიის შემთხვევა მან გამოიყენა იმისთვის, რომ საზოგადოებრიობის ყურადღება ეკლესიის წიაღში მძვინვარე სოდომიისთვის მიეპყრო. რადგან კურაევი ცნობილი ფიგურა გახლდათ და მას უამრავი კავშირი და მიმოწერა ჰქონდა ბევრ მორწმუნესთან და ეკლესიის მსახურთან, მისი მისამართით დაიძრა რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან გამოგზავნილი წერილები, სადაც ეკლესიის ისტიტუციების ჰომოსექსუალური ყოფა იყო აღწერილი. კურაევმაც არ დააყოვნა და ამ წერილების ნაწილი სააშკარაოზე გამოიტანა.
ის, თუ რა რეაგირება მოყვა დაწყებულ სკანდალს რუსეთის ეკლესიის ხელმძღვანელობის მხრიდან, კომპეტენტური მიმომხილველების აზრით, მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას განაგებს ძალზე მძლავრი და გავლენიანი ჰომოსექსუალური ლობი, რომელიც ორგანულად არის შეზრდილი საერო ხელისუფლების პედერასტულ ლობისთან.
თავად კურაევი ოპერატიულად გარიცხეს სასულიერო აკადემიიდან, თუმცა აქ უფრო საინტერესო არის ის, რომ მას ასევე აუკრძალეს პედაგოგიური მოღვაწეობა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ის ლექციებს კითხულობდა. ამ თხოვნით უნივერსიტეტის რექტორს პირადად დაუკავშირდა ტელეფონით თავად რუსეთის პატრიარქი კირილე, რაც, ვფიქრობ, მეტად ყურადსაღები ფაქტია.

(ამონარიდი სტატიიდან: ეკლესიის ჰომოლობის მასშტაბსა და თავხედობაზე მიუთითებს ის, რომ ზემოთ ნახსენები ყაზანის სემინარიის პრორექტორი, პედერასტიაში მხილებული და ამისათვის სემინარიიდან გაგდებული კირილ ილიუხინი, სინამდვილეში, თავად ეკლესიის წიაღშივე დააწინაურეს და გადაიყვანეს ტვერის ეპარქიის კლიროსში. ეპარქიის არჩევანიც შემთხვევითი არ ყოფილა. საქმე ისაა, რომ ტვერის ეპარქიაში მსახურობს ილიუხინის ძველი საყვარელი, ბერმონაზონი დიონისე ბატრაევი, რომელიც ეპარქიაში განთქმულია მრავალრიცხოვანი გეიისტორიით. სკანდალურად შერცხვენილ პრორექტორზე ასეთი ზრუნვა ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ჰომოსექსუალური პროტექციონისტული ქსელი ეკლესიის უმაღლეს იერარქიაში უხვად არის გატოტილი.
ამასთან დაკავშირებით, ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ალექსანდრე ნევზოროვი, ამბობს, რომ ბავშვობაში ის სასულიერო სემინარიის გუნდში მღეროდა და აპირებდა, საეკლესიო მსახურების გზას გაჰყოლოდა. არ მოხდა ეს იმის გამო, რომ ის ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის გახლდათ. ნევზოროვი ამბობს, რომ ის, პრაქტიკულად, მარტო გამოდგა ასეთი მთელ სემინარიაზე და, სადღაც, ნანობს კიდევაც, რადგან კომპრომისზე რომ წასულიყო, თავისი ამბიციებიდან გამომდინარე, პატრიარქის პოზიციასაც მიაღწევდა. შემდეგ კი დასძენს, რომ ჰომოსექსუალიზმი საეკლესიო მოღვაწეთა შორის, პრაქტიკულად, ნორმად არის ქცეული. ამას ადასტურებს ის მრავალრიცხოვანი ისტორია, რომელიც კურაევმა გაასაჯაროა და სადაც აღწერილია რუს ეპისკოპოსთა ცხოვრების დეტალები და სასულიერო სასწავლებლებში გამეფებული პრაქტიკა, სადაც სემინარისტების წარჩინების აუცილებელ პირობას სასწავლებლების იერარქებთან ჰომოსექსუალურ კავშირში შესვლა წარმოადგენს და ეს სისტემა იმდენად დახვეწილია წლების მანძილზე, რომ ნორმალურ სტუდენტებს აუტანელ პირობებში აგდებს.
გასაკვირი არ არის, რომ ყაზანის სემინარიის სკანდალი დომინოს პრინციპით გადაედო სხვა სასწავლებლებსაც და რუსეთის ცენტრალურ სასულიერო სასწვლებლამდე, რუსული მართლმადიდებლობის გულში, ტროიცე-სერგიევო ლავრაში განთავსებულ მოსკოვის სასულიერო აკადემიამდე ავიდა. აკადემიაში გამეფებული სოდომური ბაკქანალიის შესახებ მისმა სტუდენტებმა აცნობეს ანდრეი ტროფიმოვის ალტერნატიულ გაზეთს. მათ სხვადასხვა აღვირახსნილობაში, ჰომოსექსუალიზმის ჩათვლით, ამხილეს თავად აკადემიის რექტორი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე, ვერეის არქიეპისკოპოსი ევგენი. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ აკადემიაში მთვრალი ჰომოსექსუალური გართობების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი არის რექტორის თანაშემწე, ამურის ეპისკოპოსი ნიკოლაი აშიმოვი, მეტსახელად მაშენკა. ჰომოსექსუალიზმში არის ასევე მხილებული აღმზრდელობითი სამუშაოს დარგში აკადემიის პრორექტორი და ეპისკოპოს ნიკოლაის ყოფილი უფროსი იღუმენი ვასიანი და სამეცნიერო საბჭოს მდივანი, იღუმენი ადრიანი, ხოლო აკადემიის ერთ-ერთ წამყვან იერარქს, ლოთობაში ჩაფლულ იღუმენ გერასიმეს, სისტემატურად დაჰყავს თავის კელიაში ტრანსსექსუალები. აღნიშნული იერარქები, აკადემიის სხვა ბერმონაზონ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, სისტემატურად მართავენ ორგიებს აკადემიის 50-ე კორპუსში, რომელთა დროს სასწავლებლის სტუდენტებს სოდომურ გართობებს აზიარებენ.
მამა ანდრეი კურაევისა და სხვა გამბედავი ადამიანების მიერ გამოქვეყნებული მრავალრიცხოვანი წერილი, რომელიც დეტალურად აღწერს რუსი მთავარეპისკოპოსების, ეპისკოპოსების, არქიმანდრიტებისა და სხვა იერარქების ამაზრზენ გარყვნილ ყოფას და იმას, თუ როგორ ითრევენ ისინი ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში საეკლესიო იერარქიის დაბალჩინოსნებსა და მრევლს, უკიდურეს ამრეზს იწვევს. ამ ზღვა მასალიდან თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ. აი, ერთ-ერთი მღვდლის მონაყოლი: „ასე განვლო ორმა თვემ. მე გამიჩნდა ძვირადღირებული ტანსაცმელი, არქიეპისკოპოსი ენის შეყოფით მკოცნიდა მე ტუჩებში და მეფერებოდა უკანალზე პირდაპირ წირვის დროს. დაიწყეს ჩემი აბანოში ტარება. აბანოები ეს ცალკე ისტორიაა. მაგრამ თავიდან იყო შემდეგი: ტორჟოკის ბორისოგლების მონასტერში წირვის შემდეგ მე მაიძულეს, მთლიანად გავშიშვლებულიყავი და მებანავა აუზში. თვითონ კი ავხორციანი თვალებით მათვალიერებდენ. ძალიან მრცხვენოდა. პირველად ვიგრძენი თავი დახლზე დაგდებულ ხორცის ნაჭრად. არქიეპისკოპოსის ნაცვალმა, მამა ვასიანმა, მაშინ მითხრა, რომ ჩემთვის ყველა კარი ღიაა, ოღონდ მოვინდომო. მე მიმაჩვიეს არაყს. ცხოვრება ისე წავიდა, რომ გუშინდელი დღე არ მახსოვდა. მივირთმევდით ორაგულს, ხამანწკებსა და ხიზილალას. ვცხოვრობდით როგორც მეფეები. არქიეპისკოპოსი ყვებოდა მხოლოდ უხამს ანეკდოტებს „ცისფერ“ სიყვარულზე. თითქოს მთელი ცხოვრება შედგებოდა მხოლოდ შემდეგისგან: გარეგნული მსახურება, დაშაქრული, მაღალფარდოვანი საუბრები, ხოლო შიგნით _ აბანოები, ფული, სექსი. და კიდევ, ბრაზი და სიძულვილი ქალებისა და სოფლის მღვდლების მიმართ. მათ მხოლოდ ფულისა და პრობლემების წყაროდ მიიჩნევდენ“).
_ ანუ არც რუსეთის ეკლესია ჩამოუვარდება ჰომოსექსუალური მასშტაბებით სხვა სფეროებს და მეტიც _ თავგასულობით უსწრებს კიდეც სხვებს?
_ ჰომოსექსუალიზმის მასშტაბები რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში იმხელაა, რომ ამ ინსტიტუტის მეტად ინფორმირებული მკვლევრის, ოლეგ ლეუსენკოს თქმით: „ეს სტრუქტურა უკვე შეიძლება აღიქმებოდეს არა როგორც ქრისტიანული ეკლესია, არამედ როგორც გეების სექტა“. ამაზე ნათლად მეტყველებს მრავალრიცხოვანი გეისკანდალი ამ სტრუქტურაში და, რაც მთავარია, ის უცნაური რეაგირება, რომელიც ამ სკანდალებს მოყვება. მაგალითად, 1999 წელს ეკატერინბურგის კათედრას სოდომური ცოდვასთან დაკავშირებული უამრავი საჩივრის გამო ჩამოაცილეს არქიეპისკოპოსი ნიკონ მირონოვი. ამავე წელს „უვადო შვებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“ გაუშვეს ეპისკოპოსი გური შალიმოვი, რომელსაც სინოდში ანალოგიურ თემაზე საკუთარმა მდივანმა უჩივლა. რა იცოდენ მომჩივნებმა, სად ჩიოდენ?!. ორივე იერარქი, გარკვეული პაუზისა და გადაადგილების შემდეგ, ისევ დიდ თანამდებობაზე აღმოჩნდა. ნიკონი შემდგომში პატრიარქმა ალექსიმ, არქიერეული ქიროტონიის 15 წლისთავთან დაკავშირებით, სერგი რადონეჟელის ორდენითაც დააჯილდოვა, ამჟამად კი იგი კუდიმკარისა და ვერეშჩაგინის ეპისკოპოსი გახლავთ. ეპისკოპოსი გური, გარკვეული პაუზის შემდეგ, მაგადანის ეპარქიის წინამძღვრად დაინიშნა, ხოლო ბოლო დროს, 2014 წელს, პენსიაში წასვლამდე, პეტროპავლოვსკისა და ბულაევსკის ეპარქიას ხელმძღვანელობდა. რა არის გური შალიმოვის ხელშეუხებლობის საიდუმლო? რა და ის, რომ იგი ახლანდელი პატრიარქისა და მაშინდელი პატრიარქატის საგარეო ურთიერთობების განყოფილების უფროსის, კირილ გუნდიაევის მეგობარი გახლავთ.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, როგორც კომპეტენტური მკვლევრები აღნიშნავენ, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი იერარქების აბსოლუტური უმრავლესობა ჰომოსექსუალისტია. მათ, ოლეგ ლეუსენკოს ხელმძღვანელობით, 2006 წელს გამოაქვეყნეს სია იმ იერარქთა, რომელთა ჰომოსექსუალიზმი იმდენად მყარად დასტურდება, რომ აღარანაირ აჭვს არ იწვევს. სიის უტყუარობა დღემდე ვერავინ უარყო. გავეცნოთ:
მიტროპოლიტი კირილ (გუნდიაევი) _ სმოლენსკისა და კალინინგრადის ამჟამინდელი პატრიარქი;
მიტროპოლიტი იუვენალი (პოიარკოვი) _ კრუტიცისა და კოლომნის;
მიტროპოლიტი ფილარეტი (ვახრომეევი) _ მინსკისა და სლუცის;
მიტორპოლიტი ვლადიმირი (საბოდანი) _ კიევისა და სრულიად უკრაინის;
მიტროლპოლიტი ალექსანდრე (კუდრიაშოვი) _ რიგისა და სრულიად ლატვიის;
მიტროპოლიტი თეოდოსი (პროციუკი) _ ომსკისა და ტარის;
მიტროპოლიტი ხრისანფი (ჩეპილი) _ ვიატკისა და სლობოდის;
არქიეპისკოპოსი იონაფანი (ელეცკიხი) _ ხერსონისა და ტავრიის;
არქიეპისკოპოსი ევსევი (სავინი) _ ფსკოვისა და ველიკოლუკის;
არქიეპისკოპოსი ალექსი (კუტეპოვი) _ ტულისა და ბელიოვის;
არქიეპისკოპოსი არსენი (ეპიფანოვი) _ ისტრის;
არქიეპისკოპოსი თეოფანე (გალინისკი) _ ბერლინისა და გერმანიის;
არქიეპისკოპოსი ანასტასი (მეტკინი) _ ყაზანისა და თათარსტანის;
არქიეპისკოპოსი ილიანი _ კალუგისა და სერპუხოვის;
არქიეპისკოპოსი ამბროსი (შჩუროვი) _ ივანოვო-ვოზნესენსკისა და კინეშპის;
ეპისკოპოსი გური (შალიმოვი) _ მაგადანისა და სინეგორსკის;
ეპისკოპოსი ბენიამინი (ზარიცკი) _ ლიუბერცის;
ეპისკოპოსი პროკლი (ხაზოვი) _ სიმბირსკისა და მელეკესკის;
ეპისკოპოსი არკადი (აფონინი) _ იუჟნო-სახალინსკისა და კამჩატკის;
ეპისკოპოსი ნიკონი (მირონოვი) _ ეკატერინბურგისა და ვერხოტურის;
ეპისკოპოსი სავა (ვოლკოვი) _ კრასნოგორსკის;
ეპისკოპოსი ელისეი (განაბა) _ ბოგოროდსკის, იერუსალიმში მისიის ხელმძღვანელი.
სიის გამოქვეყნების შემდეგ, საკითხში სხვა გათვითცნობიერებულმა პირებმა ის მრავალი მაღალი და უმაღლესი იერარქის სახელით შეავსეს. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ჰომოსექსუალისტთა ხელშია.
_ მძიმე სურათია იმ კონტექსტში, განსაკუთრებით საითკენაც მიგვათრევენ რაინდები.
_ დიახ, ვსაუბრობთ სწორედ იმ ერთმორწმუნე რუსეთის ეკლესიაზე, რომელიც ქართველ „ვაშკაცებსა“ და რაინდებს საქართველოს დასავლური ჰომოსექსუალიზმისგან საიმედო დაცვად მიაჩნიათ.
სიმართლე გითხრათ, რუსული ჰომოსექსუალიზმის თემა იმდენად მდიდარი და უამრავი ფაქტით დატვირთულია, რომ მკვლევარი, უბრალოდ, იხრჩობა ამ ზღვა მასალაში. დიდი სურვილის მიუხედავად, ერთ, თუნდაც, დიდი ფორმატის ინტერვიუში, ამ საკითხის ყველა ძირითადი ასპექტის მოკლე მიმოხილვაც კი შეუძლებელია.
_ დაბოლოს, რა გვეშველება? ანუ ვგულისხმობ იმას, როგორ უნდა დასრულდეს ამ თემის მუდმივი ტორპედირება, კუდიანების დევნა და პარალელურად ჩვენი გადაქაჩვის მცდელობა რუსულ ორბიტაზე ლგბტქ საფრთხით?
_ არ დავიწყებ წიგნიერებაზე საუბარს, უბრალოდ, როცა რაღაცით გვაშინებენ, უნდა ვიცოდეთ, ვინ გვაშინებს და რით და როდესაც რაღაცით გვხიბლავენ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რა ისტორია და აწმყო აქვთ თავად ამ კონტექსტში. ჩვენ სახელმწიფო უნდა ვაშენოთ და არ მგონია, რელევანტური იყოს სხვა ადამიანების საჯდომების დევნა თუ მწყემსვა. ყველა თავისას მოუვლის. ვინც ვერ უვლის, სწორედ ისინი არიან, სხვისას რომ დასდევენ. სულ ესაა.

გეგა სილაგავა