დავით საყვარელიძე: „ბიძინას მზეს კიდევ იფიცებთ?!“

10656265_10203989800440752_556274819_n

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე ვანის რაიონის სოფელ გორაში არველაძეების ოჯახში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტს ეხმიანება, რა დროსაც უცნობმა პირებმა 4 წლის ბავშვი ფულის გამოძალვის მიზნით დააუთოვეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ბოლო პერიოდში გაუარესებულ კრიმინოგენულ მდგომარეობას კატასტროფას უწოდებს და საგანგებო განცხადებასაც აკეთებს: „არასოდეს გვჭირდებოდა მკვლელების, ყაჩაღების, ქურდების, ადამიანის გამტაცებლებისა და ჩვილების დამაუთავებლების ხმები არჩევნების მოსაგებად!!! პირიქით, მუდმივად გვიწევდა პოლიტიკური ფასის გადახდა მათი ალაგმვის საპირწონედ! 2012 წელს ბიძინას პარლამენტის უმრავლესობამ სული მიყიდა ამ კრიმინალს! შედეგს დღითიდღე ვიმკით! ეხლა გამოვა შსს-ს და გამოაცხადებს, გეჩვენებათ, დანაშაულმა საგრძნობლად იკლოო! საზოგადოებამ განსაჯოს, სწორია თუ არა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ჩვილების დამაუთავებელი ნაძირლებისა და მკვლელების მიმართ? წესიერი, მშრომელი ხალხის სიცოცხლის დანის რამდენიმე დარტყმით მომსპობის მიმართ როგორებიღა ვიყოთ? მათი მშობლები და ნათესავები ხომ დღესაც ბიძინას მზეს ლოცულობენ?! ნებისმიერ დროს იარაღით, ან ალესილი ენით წინ აღუდგებიან საქართველოში ნებისმიერ წესრიგს!“