მოსკოვში „კანონიერი ქურდი“ რობინზონ არაბული დააკავეს

5

როგორც ინტერნეტ გვერდი «Прайм Крайм»-ი იუწყება, გუშინ მოსკოვში, კინოსტუდია ,,მოსფილმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსკოვის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, ნარკოტუკული ნივთიერების მოხმარების ქვეშ მყოფი, თბილისის მკვიდრი, 62 წლის ეგრეთწოდებული ,,კანონიერი ქურდი“ რობინზონ არაბული დააკავეს. ჩხრეკის შედეგად პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულ კრიმინალურ ავტორიტეტს, პიჯაკის ჯიბეში რამოდენიმე გრამი ჰეროინი აღმოუჩინეს. წარსულში რამოდენიმეჯერ ნასამართლები რობინზონ არაბული, მის მიერ, რამოდენიმეჯერ დაკავების დროს ტრაგი კომედიური ჟანრის სპექტაკლის სცენების გათამაშებითაა ცნობილი. გამოცდილმა ,,მსახიობმა“ ტრადიციას არც ამჟამად უღალატა და სამართალდამცავების წინ, კომაში ჩავარდნის სცენა გაითამაშა, როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მან ეს როლი ისე მოირგო სამართალდაცავებისაგან ,,მხურვალე“ აპლოდისმენტებიც კი დაიმსახურა. მოსკოვის კრიმინალური პოლიციის საგამომძიებლო უწყების წარმომადგენელის განცხადებით, რობინზონ არაბული რამოდენიმე დღეში სასამართლოს წინაშე წარსდგება.