ისლამისტი ტერორისტები პუტინს ემუქრებიან

2

ტერორისტული დაჯგუფების ,,ისლამისტური სახელმწიფო“-ს მეომრებმა, ინტერნეტ სივრცეში ვიდეო ფირი გაავრცელეს, სადაც ისინი კავკასიაში, კერძოდ კი ჩეჩნეთში, ომის გაჩაღებით იმუქრებიან. ინფორმაციას ტელეკანალი Al Arabiya ავრცელებს. ვიდეო მიმართვაში აღნიშნული დაჯგუფების მებრძოლები, ძველი წარმოების საბჭოთა თვითმფრინავთან დგანან, რომელიც ხელში სირიის პროვინციაში, ერთ ერთი ძველი სამხედრო აეროდრომის დაკავების დროს ჩაუვარდათ. ტერორისტების ლიდერი ვიდეო მიმართვაში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსაც მიმართავს და პირობას დებს, რომ კავკასიას და ჩეჩნეთს კრემლის გავლენისაგან გაათავისუფლებს, ხოლო ჩეჩნეთის ტერიტორიაზე კი ხალიფატის დაარსებით იმუქრება. 2014 წლის ივნისში ტერორისტული დაჯგუფების ,,ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ერაყის დასავლეთ ნაწილის დაკავება დაიწყეს და ისლამური ხალიფატის დაარსებაზე ამცნეს მსოფლიოს.