სერგეი ლავროვი: „რუსეთი სამხედრო ძალას არ გამოიყენებს“

Sergey_Lavrov_17.03.2010

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, კრემლი უკრაინის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას არ აპირებს. განუცხადა ჟურნალისტებს გამართული პრესკონფერენციის მსვლელობის დროს რუსეთის პირველმა დიპლომატმა. ,,ჩვენ უკრაინის კრიზისში სამხედრო ჩარევას არ ვაპირებთ, თუმცა დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანას ძალიან დიდი სურვილი გააჩნიათ, რომ რუსეთის ფედერაციამ ეს ნაბიჯი გადადგას. მაქსიმუმს ვაკეთებ იმისათვის, რომ უკრაინელ ხალხზე თავს მოხვეული ტრაგედია მშვიდობიანად დავასრულოთ. ჩვენს მიერ არჩეული პოლიტიკური გეზი, ეს არის პოლიტიკური დიალოგისაკენ მიმავალი გზა, ვისაც სურს სწორად დანახვა დაინახავს“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა. ინფორმაციას სააგენტო РИА «Новости» ავრცელებს.