ვლადიმერ პუტინი: „ უკეთესი იქნებოდა უკრაინის ხელისუფლებას ზამთარზე ეზრუნა!“

10634369_10203959478122713_251070016_n

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კიევის ხელისუფლებას ზამთრისთვის მზადებას ურჩევს. აღნიშნული განცხადება პუტინმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს გააკეთა: ,,მე მგონი ამ საკითხით რუსეთის გარდა, არავინაა დაინტერესებული. პირველი და აუცილებელი ნაბიჯი აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაა. მეორეც, შემოდგომა კართანაა მომდგარი და კიევში რაზე ფიქრობენ ჩვენთვის გაუგებარია. საჭიროა მთელი რიგი სამუშაოების ჩატარება და მოსახლეობის სითბოთი უზრუნველყოფა. ცოტა არ იყოს გაკვირვებული ვარ -დასავლეთისკენ უაზრო მზერა, უკრაინას სითბოს ვერ მოუტანს. ხელისუფლებას გათავისებული უნდა ჰქონდეს მკაცრი ზამთრის შედეგები, მაგრამ კითხვაც მებადება – ჰყავს კი უკრაინას ხელისუფლება?!“ – განაცხადა პუტინმა.