ვლადიმერ პუტინი: „ევროპულ კომპანიებს რუსულ ბაზარზე დაბრუნება გაუჭირდებათ!“

10656376_10203959432521573_655304838_n

ევროპულ კომპანიებს, რომლებსაც სანქციების საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის ბაზრის დატოვება მოუხდათ, უკან დაბრუნება არც ისე მარტივად მოუწევთ. განცხადება ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ინტერვიუს მსვლელობის დროს გააკეთა: „ჩვენი მუდმივი მომწოდებლები, რუსეთის ბაზარს იძულებით ტოვებენ. მათ მყარი ფუნდამენტი ჰქონდათ შექმნილი და წარმატებით ახორციელებდნენ ბიზნესსაქმიანობას. ევროპელ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ რუსეთის ბაზარზე მათ სხვა კომპანიები ჩაანაცვლებთ, ესმით ჩვენიც და აღშფოთებულები არიან საკუთარი ქვეყნების ხელისუფლების გადაწყვეტილებებით. ის რის შექმნასაც მთელი ეპოქა მოანდომეს ევროპულმა კომპანიებმა, მათმა ხელისუფლებამ ერთ დღეში დაუნგრიათ. არა მგონია, ევროპის ეკონომიკას ეს დადებითად წაადგეს. არაუშავს, ევროპელებს ლათინოამერიკელები ჩაანაცვლებენ, ასევე მიმდინარეობს კონსულტაციები ჩინურ მხარესთან. ასე რომ ევროპელებს მოუწევთ შორიდან ცქერა თუ როგორ ყვავის მათ მიერ გაგკვლეულ გზაზე კონკურენტუნარიანი ბიზნესი. თამაშის ეს წესი ჩვენ არ შეგვითავაზებია, ეს ხაფანგი მათ ევროკავშირმა დაუგოთ. სასაცილოა, როდესაც ევროკავშირი საკუთარი პროდუქციის მოწოდებაზე უარს აცხადებს. უბრალოდ, გაუგებარია რუსულ ბაზარზე იძულებით უარის თქმა“ – განაცხადა პუტინმა.