სად მუშაობდნენ მეოცნებე მერები და გამგებლები?

რამდენიმე კვირის წინ „ქრონიკა+“-მა გაგაცნოთ, სად მუშაობდნენ პარლამენტის წევრების, მუნიციპალიტეტების მერების, მინისტრებისა და მოსამართლეების ოჯახის წევრები. მასალაზე მუშაობის პროცესში დავინტერესდით მუნიციპალიტეტების მერებისა და თბილისის გამგებლების სამუშაო გამოცდილებით, რომელიც საინტერესოდ, ზოგიერთ შემთხვევაში კი განსაკუთრებით საინტერესოდაც მოგვეჩვენა.

მუნიციპალიტეტების მერების უმეტესობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამგეობებში მუშაობდა. გარკვეული ნაწილი ძალოვანი უწყებებიდან და ბიზნესიდან მოვიდა. რამდენიმე მერს კი, ჯერ კიდევ, „ვარდების რევოლუციამდელი“ საქართველოს ხელისუფლების პერიოდში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.
გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც, ორიოდე გამონაკლისის გარდა, დეკლარაციების საფუძველზეა წარმოდგენილი.
P. S. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე პირი სხვადასხვა მიზეზის გამო დღეს აღარ ასრულებს თავის მოვალეობას, სია ისეთი სახით შევინარჩუნეთ, როგორითაც 2017 წლის არჩევნების შემდეგ მივიღეთ.
მოტივია ერთია: ჩვენთვის საინტერესო იყო, რატომ დასახელდნენ ეს ადამიანები მერობის კანდიდატებად?

თბილისის გამგებლები:

1. ნოდარ ტურძელაძე (ვაკის გამგებელი)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური _ უფროსის მოადგილე
2016 წელს _ სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილე;
2. გაიოზ ვასაძე (საბურთალოს გამგებელი)
საბურთალოს გამგებლის მოადგილე
2014 წლის მონაცემებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო _ თარჯიმანი;
3. დავით კირკიტაძე (მთაწმინდის გამგებელი)
2018 წლამდე დეკლარაცია არ იძებნება;
4. ლევან ჯაფარიძე (კრწანისის გამგებელი)
კრწანისის რაიონის გამგეობა გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი
კრწანისის რაიონის გამგეობა შტატგარეშე მოსამსახურე;
5. ირმა ზავრადაშვილი (დიდუბის გამგებელი)
დიდუბის რაიონი, „ქართული ოცნების“ პარტიის თავჯმდომარე,
ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედი, ლექტორი;
6. ზურაბ ჩიკვილაძე (ჩუღურეთის გამგებელი)
2014 წლამდე შპს „გიზინის“ პარტნიორი და დირექტორი იყო.
თუმცა 2004 წლამდე ის სახელმწიფო მოხელე გახლდათ.
2004 წ. _ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი
1998-1999 წლების დეკლარაციების მიხედვით, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი სომხეთში;
7. კახაბერ ლაბუჩიძე (ისნის გამგებელი)
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო _ საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე
2004-2005 წლების დეკლარაციების მიხედვით, გლდანი-ნაძალადევის გამგებელი;
2008 წლის დეკლარაციის მიხედვით, გურჯაანის გამგებელი;
8. დავით კერესელიძე (სამგორის გამგებელი)
სს ელექტრონის აქციონერი;
9. ბექა მიქაუტაძე (გლდანის გამგებელი)
2014-17 წლებში საბურთალოს გამგებელი.
2014 წლამდე შპს რეგიონული განვითარების ინსტიტუტი _ პარტნიორი;
10. ირაკლი ხელაძე (ნაძალადევის გამგებელი)
2017 წლამდე სსიპ _ დანაშაულის პრევენციის ცენტრი _ დირექტორი,
კახეთი;
11. გიორგი ერბოწონაშვილი (საგარეჯოს მერი)
სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი _ დაცვის თანამშრომელი.
შპს „კახეთი“ 3000 _ პარტნიორი.
შპს „სამება“ _ პარტნიორი.
შპს „ჯეოვაინი“ _ პარტნიორი.
შპს GEO EXPORT _ პარტნიორი;
12. არჩილ ხანდამაშვილი (გურჯაანის მერი)
2018 წლამდე დეკლარაცია არ იძებნება;
13. გიორგი გოგილაშვილი (სიღნაღის მერი)
2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ფრაქცია „ერთობის“ თავმჯდომარე, მანამდე კი _ სსს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაში“ ცვლის უფროსი;
14. ნიკოლოზ ჯანიაშვილი (დედოფლისწყაროს მერი)
2014 წლის შემდეგ დედოფლისწყაროს გამგებელი, მანამდე კი სს „მისო კრისტალის“ წნორის ფილიალის მმართველი;
15. ჯონდო მდივნიშვილი (ლაგოდეხის მერი)
2018 წლამდე დეკლარაცია არ იძებნება;
16. როსტომ სესიაშვილი (ყვარლის მერი)
შპს „სესიაშვილი“ _ პარტნიორი.
შპს „მეტალო“ – პარტნიორი.
შპს intourist Group _ პარტნიორი.
შპს „ღვინტესტი“ _ პარტნიორი;
17. შოთა ნარეკლიშვილი (თელავის მერია)
2017 წლამდე _ საქართველოს ფოსტა; კახეთის რეგიონული კოორდინატორი;
18. იოსებ ქარუმაშვილი (ახმეტის მერი)
2018 წლამდე დეკლარაცია არ იძებნება.

ქვემო ქართლი

19. ირაკლი ტაბაღუა (რუსთავის მერი)
შემოსავლების სამსახური _ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
2011 წლის დეკლარცაიით მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის უფროსი;
20. რამაზ ბუდაღაშვილი (გარდაბნის მერი)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, #21
გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;
21. თემურ აბაზოვი (მარნეულის მერი)
დეკლარაცია არ იძებნება.
22. დავითი შერაზადაშვილი (ბოლნისის მერი)
დეკლარაცია არ იძებნება;
23. გიორგი ტატუაშვილი (დმანისის მერი)
შპს „ელსიჯი“ (პარტნიორი, 50%).
შპს „პრივატ სტანდარტი“ _ პარტნიორი(50%), რამაზ მოსეშვილთან ერთად, რომელიც პარლამენტარ კობა კურდღელაშვილის დაფუძნებული კომპანია „ფურშეტ ჯორჯიას“ დირექტორი იყო 2012 წლის მონაცემებით. ამჟამად კომპანიის მფლობელია შპს APHIDEX LIMITED (ვირჯინიის კუნძულები);
24. ილია საბაძე (წალკის მერი)
2013 წლის მონაცემებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
2014 წლის მონაცემებით, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
2017 წლამდე წაკლის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
25. გიორგი ქორიძე (თეთრი წყაროს მერი)
2015 წლის მონაცემებით, შპს „თეთრი წყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ შესყიდვების მენეჯერი;
2017 წლამდე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.

მცხეთა-მთიანეთი

26. თამაზ მეჭიაური (თიანეთის მერი)
1991 წელს თიანეთის რაიონის პრეფექტის პირველი მოადგილე;
1992-1995წწ. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, თბილისის ისნის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსი;
საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-2003)
საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004).
2004 წელს გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსი;
2004-2007წწ. გორის (შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საგადასახადო ინსპექციის უფროსი;
2007 წელს თელავის (კახეთი) საგადასახადო ინსპექციის უფროსი.
საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი (2012-2016);
27. გიორგი კაპანაძე (მცხეთის მერი)
შპს მცხეთა-პალასი (პარტნიორი, 40%) პარტნიორები: 1) ვასილ კალანდაძე 2) ტონგა ჯიანშენგი.
შპს გოგორი (პარტნიორი, 50%) პარტნიორი: 1) გიორგი გოგიაშვილი
შპს „ექსპედიტორი“ (პარტნიორი, 50%) პარტნიორი: 1) გიორგი კეკელია.
შპს „კალაუბანი“ (პარტნიორი, 50%) პარტნიორები: 1) გურამ გოგოლაძე 2) ზაზა ანძაველიძე,
შპს „სტარი“ (პარტნიორი, 25%) პარტნიორები: 1) მალხაზ ტალახაძე 2) დავით კოდუა 3) ვასილ კალანდაძე.
შპს „იალქანი+“ (პარტნიორი, 50%) პარტნიორი: 1) გიორგი შელია.
შპს „ავანტი“ (პარტნიორი, 50%) პარტნიორი: 1) მალხაზ ტალახაძე;
28. ზურაბ სეხნიაშვილი (დუშეთის მერი)
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დუშეთის მუნიციპალიტეტი, საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი;
29. ალექსანდრე ზაგაშვილი, ყაზბეგი
ინფორმაცია სახელმწიფო სამსახურის შესახებ არ ფიქსირდება.
მისი სახელი ფიგურირებდა ორ კომპანიაში:
შპს Z&S association, რომელიც ამჟამად ეკუთვნის ყოფილ ბიზნესპარტნიორ ნიკოლოზ სულხანიშვილს და შპს „არქმასტერში“, რომლის მფლობელი ამჟამად პავლე ზაგაშვილია.

შიდა ქართლი

30. მანუჩარ მერებაშვილი (კასპის მერი)
2014 წლიდან კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (ფრაქცია „ქართული ოცნება“).
2016 წლიდან კასპის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე;
31. კონსტანტინე თავზარაშვილი (გორის მერი)
2014-2017 წლებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
32. ზაზა გულიაშვილი (ქარელის მერი)
2014 წლის მონაცემებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2014 წელს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.
2015-2017 წლებში ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
33. გიორგი გურასპაშვილი (ხაშურის მერი)
2002-2003 წლის მონაცემებით, საგადასახადო დეპარტამენტი. ხაშურის ზონალური საგადასახადო ინსპექციის უფროსი;
2014-2017 წლებში ხაშურის მუნიციპალიტეტეის გამგებელი.

სამცხე-ჯავახეთი

34. ლევან ლიპარტია (ბორჯომის მერი)
მსო „კრისტალი“ (ფილიალის მმართველი);
35. ზაზა მელიქიძე (ახალციხის მერი)
2014 წლის მონაცემებით, შპს „მელიზა“ (დირექტორი, პარტნიორი),
შპს „ლეგი“ (დირექტორი, პარტნიორი),
შპს „მესხეთი XXI“ (დირექტორი, პარტნიორი),
შპს „მელიზა 2“ (დირექტორი, პარტნიორი).
2014-2017 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
36. ზაქარია ენდელაძე (ადიგენის მერი)
2014 წლის მონაცემებით, სსიპ-საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია; ადვოკატი.
2014-2017 წლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
37. როსტომ მაგრაქველიძე (ასპინძის მერი)
2017 წლის მონაცემებით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისია, კომისიის თავმჯდომარე;
38. იურიკ უნანიანი (ახალქალაქის მერი)
2006 წლის მონაცემებით ახალქალაქის რაიონული პროკურორი;
2009-2017 წლების მონაცემებით, ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურორი;
39. ანივარდ მოსოიანი (ნინოწმინდის მერი)
2014 წლის მონაცემებით, სსიპ ნინოწმინდის #3 საჯარო სკოლა, მასწავლებელი;
ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, უფროსი.
2014 წლის შემდეგ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, კომისიის თავმჯდომარე.

რაჭა-ლეჩხუმი _ ქვემო სვანეთი

40. ემზარ საბანაძე (ონის მერი)
1999 წლის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო; შინაგანი ჯარების სარდლის მოადგილე;
2001-2004 წლების მონაცემებით, საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2016 წლის მონაცემებით, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები) რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილე;
41. ზვიად მხეიძე (ამბროლაურის მერი)
2014-2017 წლების მონაცემებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა; სამსახურის უფროსი;
42. ავთანდილ უგრეხელიძე (ცაგერის მერი)
დეკლარაციიდან ჩანს, რომ დასაქმებული იყო 2007-2015 წლებში, დეტალები არ კონკრეტდებს.
სხვა ინფორმაცია მითითებული არ არის;
43. ბადრი ლიპარტელიანი (ლენტეხის მერი)
2014 წლის მონაცემებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ეკონომიკის, ქონების მართვის სტატისტიკისა და შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი, სამსახური.

ზემო იმერეთი

44. ნიკოლოზ თოფურიძე (ხარაგაულის მერი)
2016 წლის მონაცემებით, საქართველოს ენერგოსისტემა; გენერალური დირექტორის თანაშემწე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
45. ბონდო სოფრომაძე (თერჯოლის მერი)
2015 წლის მონაცემებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს უფროსი
2017 წლის მონაცემებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველოს უფროსი;
46. ბენიამენ ფალავანდიშვილი (საჩხერის მერი)
2014 წლის მონაცემებით, შპს „ელიტა-ბურჯი“; საპროექტო სამსახურის არქიტექტორი
2014-2017 წლების მონაცემებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;
47. კახაბერ მახათაძე (ზესტაფონის მერი)
შპს „გრუზსპირტპრომი“ (100%)
შპს „ჯეოლოტო“ (100%)
შპს GVMP GROUP (50%); პარტნიორი _ გენო ნასყიდაშვილი.
შპს „კაფ-ჯგუფი“ (100%)
შპს იმერეთი 2011 (65%); პარტნიორი _ დავით ლავრელაშვილი;
48. პაატა ნადირაძე (ჭიათურის მერი)
1999 წლის მონაცემებით, ჭიათურის გამგებლის მოადგილე;
2015-2017 წლების მონაცემებით, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტები და ქალაქი ქუთაისი) სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე;
49. თემურ ჩუბინიძე (ტყიბულის მერი)
2012 წლის მონაცემებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ტყიბულის რაიონული სამმართველოს უფროსი;
2014 წლის მონაცემებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგებლის მ/შ;
2016-2017 წლების მონაცემებით, ისნის რაიონის გამგეობა, გამგებლის მოადგილის მ/შ.

ქვემო იმერეთი

50. არჩილ გოგსაძე (ბაღდათის მერი)
შპს „აგუნა“ (50%; პარტნიორი: ლევან გოგსაძე).
შპს „გრანდი“ (50%; პარტნიორები: 1) ანტონ სულავა 2) რატი კაპანაძე);
51. ალექსანდრე გოგორიშვილი (ვანის მერი)
„ლიბერთი ბანკის“ ვანის ფილიალის მმართველი;
52. ვალერიანე ფოცხვერია (სამტრედიის მერი)
2014 წლის მონაცემებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
53. ლადო ჯურხაძე (ხონის მერი)
გლობალ ენერჯი სოლუშენს (აქციონერი, 100%).
შპს „ბატონი ტრეველიძე“ (აქციონერი, 100%).
შპს „მახაუტო“ (აქციონერი, 100%);
54. გრიგოლ იოსელიანი (წყალტუბოს მერი)
„ლიბერთი ბანკი“, მმართველი;
55. გიორგი ჭიღვარია (ქუთაისის მერი)
2015 წლის მონაცემებით, ქ. ქუთაისის მერის მრჩეველი;
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ქუთაისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ფოთის ფილიალის რექტორის მოადგილე;
2015-2017 წლებში _ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტები და ქალაქი ქუთაისი) რწმუნებულის –გუბერნატორის მოადგილე;
56. კონსტანტინე შარაშენიძე (ოზურგეთის მერი)
2013-2017 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ/შ;
57. ალექსანდრე სარიშვილი (ლანჩხუთის მერი)
2014-2017 წლების მონაცემებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, კომისიის თავმჯდომარე;
58. ირაკლი კუჭავა (ჩოხატაურის მერი)
2014 წლის მონაცემებით, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ავტოგასამართი სადგურის მენეჯერი;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

სამეგრელო-ზემო სვანეთი

59. კაპიტონ ჟორჟოლიანი (მესტიის მერი)
2013-2017 წლების მონაცემებით, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
60. ლევან მაკალათია (აბაშის მერი)
შპს „პროგრესული მშენებლები“ (100%);
შპს „მ&ნ“ (100%);
61. ლევან კუპრეიშვილი (სენაკის მერი)
შპს „მაქსკრედიტი“ (33%; პარტნიორი: დავით ჩხაიძე);
შპს „ქართული დაფნა“ (100%);
62. ალექსანდრე გრიგალავა (მარტვილის მერი)
2014-2017 წლების მონაცემებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
63. გოჩა ქაჯაია (ხობის მერი)
2012 წლის მონაცემებით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
2013 წლის მონაცემებით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგებლის მ/შ 2014-2017 წლების მონაცემებით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგებელი;
64. ლაშა გოგია (ზუგდიდის მერი)
2014 წლის მონაცემებით, შპს „მედჰაუსი“ (პარტნიორი)
2015-2016 წლების მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თავმჯდომარე
2017 წლის მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგებელი;
65. ბესიკ ფარცვანია (წალენჯიხის მერი)
2016-2017 წლების მონაცემებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
66. დათო გოგუა (ჩხოროწყუს მერი)
2013-2014 წლების მონაცემებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მ/შ;
2015-2017 წლების მონაცემებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი;
67. გოჩა კურდღელია (ფოთის მერი)
შპს Caucasian Metals Terminal (15% პარტნიორი _ C.I.I. Clay Industries International Limited);
შპს „ბათპორტ მეტალ სერვისი“ (100%);
შპს „ფაზისი პლაზა“ (12,5%; პარტნიორები: 1) რამაზ გუჯაბიძე 2) თამაზ ჩხიკვიშვილი 3) ზაზა ვადაქარია 4) ზურაბ გაბედავა);
შპს „მეტალექსი“ (3,5%; პარტნიორები: 1) სტეინლორდ ენტერფრაიზის ელელ-ფი 2) რამაზ გუჯაბიძე 3) ზურაბ გაბედავა 4) ზაზა ვადაქარია 5) გიორგი კანდელაკი 6) ომარ სარიმ 7) თამაზ ჩხიკვიშვილი 8) თენგიზ ჯალაღონია 9) ვალერიან ფხოველიშვილი);
შპს „ჯეოსკალ“ (25%; პარტნიორი: 1) საბა კურდღელია);
შპს „ცისარტყელა“ (29%; პარტნიორები: 1) გურამ წიწილაშვილი 2) ზაზა ვადაქარია 3) როინი ჯობავა);
შპს „კუპერ ორე“ (100%);
შპს „ევ-აზ ტრანსი“ (34%; პარტნიორი: 1) კახაბერ ზაქრაძე);
შპს „მეტალექს +“ (3,5%; პარტნიორები: 1) შპს „ტრანსფორდი“ 2) ომერ სარი 3) გიორგი კანდელაკი 4) ვალერიან ფხოველიშვილი 5) ზაზა ვადაქარია 6) თამაზ ჩხიკვიშვილი 7) რამაზ გუჯაბიძე 8) ზურაბ გაბედავა 9) თენგიზ ჯალაღონია);
შპს „ნიუ ფრი“ (34%; პარტნიორები: 1) კახაბერ ლატარია 2) რამაზ გუჯაბიძე);
შპს „რაგბის კლუბი“ (25%; პარტნიორები: 1) ლევან ჯღარკავა 2) გიორგი ხომერიკი 3) ამირან შავგულიძე);
შპს „ჯე-ეს-კო“ (6,5%; პარტნიორები: 1) რამაზ გუჯაბიძე 2) ზაზა ვადაქარია 3) ზურაბ გაბედავა 4) კობა ტუღუში 5) თენგიზ ჯალაღონია 6) სარი ომერ; 7) შპს „სონატა ალიანს“, შპს „სონატა ალიანს ჯორჯია“ 8) გიორგი კანდელაკი);
შპს „პრომეტკო“ (19%; პარტნიორები: 1) სარი ომერ 2) ზაზა ვადაქარია 3) რამაზ გუჯაბიძე 4) ზურაბ გაბედავა 5) გიორგი კანდელაკი 6) შპს „სონატა ალიანს ჯორჯია“);
შპს „მეტალექს ტრანსი“ (3,5%; პარტნიორები: 1) გიორგი კანდელაკი 2) რამაზ გუჯაბიძე 3) ზურაბ გაბედავა 4) ზაზა ვადაქარია 5) ომერ სარი 6) ვალერიან ფხოველიშვილი 7) თამაზ ჩხიკვიშვილი 8) თენგიზ ჯალაღონია 9) შპს „ტრანსფორდი“);

აჭარა

68. ლაშა კომახიძე (ბათუმის მერი)
2016 წლის მონაცემებით, შპს Plastic Card Distribution (პარტნიორი);
შპს K&K პარტნიორი),
გაეროს განვითარების პროგრამა პროექტის მენეჯერი;
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, კონსულტანტი;
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მინისტრი;
69. ლევან გორგილაძე (ქედა)
2014 წლის მონაცემებით, შპს „ლევგორი“ (პარტნიორი),
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე;
შპს „ნარკოლოგიური ცენტრი“, ექიმი;
შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“, ექიმი;
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელი;
2015-2016 წლების მონაცემებით, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მინისტრის პირველი მოადგილე;
70. მირიან ქათამაძე (ქობულეთი)
2017 წლის მონაცემებით, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი,
აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; მინისტრის მოადგილე;
71. ფრიდონ ფუტკარაძე (შუახევი)
2008-2012 წლების მონაცემებით, შსს აჭარის ა.რ. ხულოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2013-2016 წლების მონაცემებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, აჭარის არ მთავარი სამმართველოს შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსი;
2017 წლის მონაცემებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
72. ჯუმბერ ვარდმანიძე (ხელვაჩაური)
2014 წლის მონაცემებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი;
2014-2017 წლების მონაცემებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თავმჯდომარის მოადგილე;
73. გოჩა მელაძე (ხულო)
2017 წლის მონაცემებით, შპს „გოდერძი რეზორტი“, დირექტორის მოადგილე;
სსიპ შემოსავლების სამსახური; სგპ სარფი, ცვლის უფროსი.

ვატო გელაშვილის გვერდი
შეაჩერე კორუფცია