ქართველმა გამომგონებელმა განუკურნებელი დაავადებები დაამარცხა _ რატომ დუმს „ნობელის ფონდი“?!

აკადემიკოსი ლერი ჩაჩიბაია 27 გამოგონებისა და 3 აღმოჩენის ავტორია. მათ შორის მან გამოიგონა ჩაის გადამუშავების ახალი ტექნოლოგია, რომელსაც 1997 წლიდან დღემდე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყენებენ, თუმცა მისი საავტორო უფლებები წლების განმავლობაში ირღვევა, _ მეწარმეები, რომლებიც მისი შემუშავებული ტექნოლოგიით სარგებლობენ, კუთვნილ ანაზღაურებას არ უხდიან. პარალელურად, მისი წიგნი, რომელიც სიმსივნისა და 37-მდე დაავადების განკურნებას ეხება, ნობელის პრემიაზე წარსადგენად იყო გაგზავნილი, თუმცა საბოლოო დასკვნა გამომგონებელს არ მიუღია.

რა გზებით ცდილობს ის თავისი უფლებებისთვის ბრძოლას და რატომ დუმს „ნობელი“ მის წიგნთან დაკავშირებით?
აღნიშნულ თემაზე „ქრონიკა+“ აკადემიკოს ლერი ჩაჩიბაიას ესაუბრა:

ჩაის გადამუშავების ახალი ტექნოლოგია და დაზარალებული გამომგონებელი, რომელსაც კუთვნილ თანხას არ უხდიან

ჩემს გამოგონებამდე, კლასიკიური ტექნოლოგიით ხდებოდა ჩაის გადამუშავება, ფერმენტაცია, გრეხა ხელოვნური შრომის გათვალისწინებით, რაც დაკავშირებული იყო დიდ სახსრებთან. აქედან გამომდინარე გავამარტივე აღნიშნული ტექნოლოგია იმ მიზნით, რომ დანახარჯების შემცირების მიუხედავად, შეგვენარჩუნებინა ჩაიში არსებული შემადგენლობები. უკვე მთელ მსოფლიოს მოედო ჩემ მიერ შემუშავებული ტექნოლოგია თავისი აქტუალურობის გამო. თუ 1997 წელს 3 მილიარდ 500 000 ტონას ამუშავებდნენ ამ ტექნოლოგიით, დღესდღეობით რაოდენობამ 5 მილიარდ 300 000 ტონას გადააჭარბა. ეს ტექნოლოგია მე თვითონ დავამუშავე, 1992 წლიდან დავიწყე ამ საკითხზე მუშაობდა, რადგან სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები შრომატევადი იყო და, ამავდროულად, დიდი თანხები სჭირდებოდა მეც ეტაპობრივად ვსწავლობდი და ნაწილ-ნაწილ ვახდენდი რეალიზაციას. ორგანოლეპტიკურად რომ შეხედავ, ეს არის მწვანე მასა, ჩაის ფირფიტები დაახლოებოთ 5-7 მმ, ერთი წამოდუღება სჭირდება და ღებულობ არომატულ ჩაის. მთავარი კი ის არის, რომ სამეცნიერო-კვლევითმა ლაბორატორიულმა კვლევებმა ყველა შემადგენლობის შენარჩუნება ხელოვნურ-კლასიკურ ტექნოლლოგებთან შედარებით ორჯერ დაადასტურა. ამის შედეგად შევადგინე მეწარმე სუბიექტის სტანდარტი, რომელიც საავტორო მოწმობით არის აღიარებული და დამტკიცებული. 2003 წლის 17 სექტემბერს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ აღნიშნული ტექნოლოგიით გამოშვებულიყო პროდუქცია. მეწარმეებმა 1997 წლიდან დაიწყეს თავიანთ საწარმოებში ჩემ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიების დანერგვა. მათ ჩემთვის უნდა გადაეხადათ შესაბამისი ანაზღაურება, ვინაიდან სწორედ მე ვიყავი ამ ტექნოლოგიის ავტორი. ამ თემასთან დაკავშირებით მთავრობის, სამართალდამცველი ორგანოების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციების საშუალებების წინაშე საკითხი დავსვი. 1997 წლიდან დღემდე ვცდილობ ჩემი უფლებების დაცვას, ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა ამ დროის განმავლობაში, თუმცა, ჯერჯერობით, ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიე. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: არ გვაქვს სამართლებრივი ბაზა, დაბალი კვალიფიკაციის კადრები გვყავს, ასევე არ გვაქვს კონკრეტული კანონმდებლობები, რომელიც უშუალოდ ასეთ საკითხებს დაარეგულირებს და სახელმწიფოებრივი ხედვა არ არსებობს.
27 გამოგონებისა და 3 აღმოჩენის ავტორი ვარ, დავიანგარიშე და ჩემი კუთვნილი თანხა რომ მოეცათ, სხვა გამოგონებებიდან დიდი რაოდენობის პროდუქციას გამოვუშვებდი, ახლა კი სახელმწიფო ყოველწლიურად ჩემი გამოგონებების წარმოებაში დაუნერგაობით, მინიმალური გაანგარიშებით, 144 მილიონი ლარით ზარალდება. მეორე მხრივ, წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობის თანხას მიიღებდა ჩვენი სახელმწიფო ჩემი გამოგონებების საზღვარგარეთ გატანით?! ერთ-ერთ ჩემს გამოგონებაზე გიამბობთ: მაწონი მაცივრის გარეშე 2 დღე ინახება, მე გამოვიგონე მაწვნის მიღების ტექნოლოგია, რომლითაც 12 დღის განმავლობაში მაწონს მაცივარი არ სჭირდება. ეს ტექნოლოგია არ არის გავრცელებული. მივმართავ მთავრობას: იმდენად დამამცირეს, რომ სანამ ჩემი საავტორო ჰონორარი არ იქნება ანაზღაურებული, არც ერთ გამოგონებას არ გაგიმჟღავნებთ. როგორც ჩანს, ხელისუფლებას თავისი ხალხი არ აინტერესებს.

როგორ რეაგირებს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე?

პროკურატურის განცხადებით ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაულებრივი ქმედება. სისხლის სამართლის კოდექსში კი პირდაპირ არის მითითებული, რომ 189-ე მუხლით საავტორო უფლებების ხელყოფა, უკანონო მეწარმეობა, სერტიფიკატის გარეშე პროდუქციის გამოშვება დასჯადია. ვინ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება? პროკურატურა მწერდა, რომ ეს სამოქალაქო დავის საგანია და იდავეო. მე რატომ უნდა ვიდაო, პროკურატურა ხედავს, რომ დანაშაულს აქვს ადგილი და მე მეუბნება, იდავეო. მე ჩემს ლაბორატორიულ კვლევებში უნდა ვიყო ჩართული, დავის დრო ნამდვილად არ მაქვს. ახლა იცით, როგორ დაატრიალა პროკურატურამ ეს საკითხი? მეუბნებიან, პატენტი არ გაქვსო. მე პატენტი არ მაქვს, რადგან პატენტის ბიუროკრატიული განხილვა იყო და ამის სანაცვლოდ საავტორო მოწმობა შემოიღეს. საავტორო მოწმობა კი იგივე მოვალეობას ასრულებს. ერთი მხრივ, შესაძლოა, პროკურატურაში არაკვალიფიციური კადრები არიან და კანონმდებლობაც არ არის სათანადო, თუმცა, მეორე მხრივ, იმას, ვისაც 8 მილიონის გადახდა უწევს ჩემთვის, შესაძლოა, ხელსაც აფარებენ და ამიტომაც არ აქვთ რეაგირება.
პროკურატურა, როგორც საკანონმდებლო ორგანო, ვალდებულია, დაიცვას ქვეყანაში კანონიერება და წესრიგი. საქსტანდარტმა სერტიფიკატის გარეშე პროდუქციის გამოშვება აკრძალა. მაშინ რატომ გამოდის პროდუქცია და ამაზე რატომ არ აქვს რეაგირება შესაბამის ორგანოს? ასევე მაინტერესებს, სად მიდის ჩემი საავტორო ჰონორარი 8 მილიონ 600 000 ლარი? ვინ განკარგავს მას? შსს-ს ქვეგანყოფილება აცხადებს, რომ ბიუჯეტიდან უნდა ანაზღაურდეს. ეს თანხა დაანგარიშებულია იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის ჩემი ტექნოლოგიით დამზადებული ჩაი გაიტანეს საექსპორტოდ საზღვარგარეთ, ჩაის რაოდენობა საბაჟოზე დაფიქსირდა და სწორედ ასე გამოვითვალე ჩემი კუთვნილი ჰონორარის რაოდენობა.
დღეს საქართველოში ჩემი ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული ჩაი 20 ლარი ღირს, საზღვარგარეთ კი, დაახლოებით, ეს იქნება 40 ლარის ეკვივალენტი. ძალიან მაღალი ხარისხის არის და სწორედ ამიტომ აქვს ეს ღირებულება.

აკადემიკოსის წიგნი ნობელის პრემიაზე წარსადგენად იყო გაგზავნილი. რა ბედი ეწია წიგნს და რას პასუხობს „ნობელი“?

მე წამლის მიღების ახალი ტექნოლოგია გამოვიგონე. დღევანდელ პირობებში, წამალი თერმულად იხარშება და გადის სავაჭრო ქსელში. მე კი ისეთი ფორმით გამოვიგონე წამალი, რომ მას მოხარშვა არ სჭირდება, ფოთოლში არსებული ნატურალური წვენი გამომაქვს, ამას ვამუშავებ 2-3 თვე, დამუშავებული სითხე კი თავის მდგომარეობასა და თვისებებს ინარჩუნებს. მსგავსი ტექნოლოგია მსოფლიოში არავის აქვს. ყოველდღე გაზეთებში მხოლოდ სათაურებს ვკითხულობ, რეალური შედეგი კი არავის გააჩნია. დღესდღეობით ხალხმა სიმსივნის მკურნალობას ალღო ვერ აუღო. ამ ტექნოლოგიის შექმნა დაემთხვა ჩაის ტექნოლოგიის შექმნას. როდესაც ჩაი გამოვიგონე, არ მომპარონ-მეთქი და ჩაის ნაყენი წამოვიღე, შევედი კაფეში ჩაის დასალევად, მაგრამ მითხრეს, რომ ნაყენი არ ჰქონდათ. ამის შემდეგ ცხელი წყალი ვითხოვე და ჩემივე ჩაის ნაყენი დავლიე, რის შემდეგაც თავი აღარ მტკიოდა. კაფედან ბიბლიოთეკაში წავედი და აღმოვაჩინე, რომ ამ ჩაის სამკურნალო თვისებები ჰქონდა. სწორედ აქედან დავიწყე ამ თემაზე მუშაობა და ამის შემდეგ გადავედი მცენარეებზე და შევიტანე მიკროელემენტებიც: რკინა, სპილენძი, თუთია და ა. შ. ამ დროიდან უკვე ვმკუნალობდი ავადმყოფებს. ჩემი გამოგონება ონკოლოგებმა, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა და სამინისტრომ განიხილა, მათ დადებითი შეფასება მისცეს. 1993 წლის შემდეგ მუდმივად ვმუშაობ და ათასობით პაციენტი მყავს განკურნებული. ჩემი ახალი აღმოჩენის შესახებ გამოვუშვი წიგნი, რომელიც ნობელის პრემიის მოსაპოვებლად იყო წარდგენილი. გავგზავნე შვედეთში, საიდანაც წერილი მომწერეს და გავუგზავნეთ ნორვეგიას. ნორვეგიის ინსტიტუტმა მადლობა შემომითვალა ნაშრომის წარმოდგენის გამო და აღნიშნა, რომ შენიშვნა არ ჰქონდათ. თუ შენიშვნა არ ჰქონდათ, ე. ი. დასკვნა დადებითია. აქედან გამომდინარე, მათ წარდგინების შესახებ საბოლოო დასკვნა უნდა მიეღოთ. კომიტეტს უნდა მოეხდინა წარდგინება, მაგრამ არ წარადგინა. მე ჩივილი დავიწყე გაეროსა და ევროკავშირში 2011 წლიდან დღემდე. ჩემი შეხედულებით მსოფლიოს მედიცინას არ აქვს ჩამოყალიბებული აზრი სიმსივნის შესახებ. დაახლოებით 15 წერილი გავგზავნე და „ნობელმა“ არც ერთზე მიპასუხა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პასუხი მივიღო.
თუ გინდა სიმსივნიანი პაციენტის განკურნება, უნდა იცოდე როგორ მოიხსნება მეტასტაზები, სად არის და რა ფორმისაა ან რა დრო დასჭირდება ამ მეტასტაზების მოხსნას. ჩემ მიერ გამოგონილი წამლები ახდენს კომპლექსურ მკურნალობას, ადამიანში შემაქვს ის შემადგენლობები, რაც მის ორგანიზმში 60-70%-ია, ხოლო ეს მკვლევრები ამას ვერ განახორციელებენ.
ნობელიის პრემიაზე წარდგენილი ნაშრომი შეეხება ექსტრაქტების ახალი ტექნოლოგიით მიღებას, რის შესაბამისადაც მე ვმკურნალობ 37 სახის დაავადებას, სიმსივნეს, ჰერპესს, ჰეპატიტსა და ა. შ. ქალის, რომელიც 5 წლის განმავლობაში კოჭლობდა, 60%-ით აღვუდგინე მოძრაობა. ამას ვინ მოახერხებდა მსოფლიოს მასშტაბით?! ამერიკელმა და იაპონელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს თავიანთი ნაშრომი, მე მეორე დღესვე 12 ოქტომბერს გავუგზავნე ნობელის ინსტიტუტს წერილი, _ თქვენ, რომ მიიღეთ ეს შედეგი, როგორ იხსნება მეტასტაზები-მეთქი. ვითხოვდი ფარმაკოლოგიურ მაჩვენებლებს, ასევე საკითხის ფორმის შინაარსის მიხედვით დასაბუთებას ვთხოვდი. რატომ დუმს 12 ოქტომბრის შემდეგ ნობელის ფონდი და სხვა უწყებები, მათ შორის, გაერო, ევროკავშირი? ახსნას რომ ვითხოვ, მეუბნებიან, ჩვენს კომპენტენციაში არ შემოდისო. აბა, ჩემს კომპონტენციაშია, რომ მე, ბიოლოგმა, სიმსივნურ დაავადებებზე ვარჩიო ფარმაკოლოგიური მოქმედება, ვუმკურნალო ხალხს?
გამომგონებელს საზოგადოების იმედი აქვს და ის დანებებას არ აპირებს

შეიძლება, არ მოსწონთ ჩემი აქტიურობა, მაგრამ მე არ დავიღლები და გავაგრძელებ ჩემი უფლებებისთვის ბრძოლას, მე ახლა ხალხის იმედზე ვარ. ჩვენი ხალხი ბრძენია და საზოგადოებაც არ დათმობს ამ ამბავს. მინდა ვთქვა, რომ ჩემს კუთვნილ 8 მილიონ 600 000 ლარს უნდა დაემატოს 15% მორალური ზიანის თანხაც. ქალს და გამომგონებელს არასდროს ედავებიან, რადგან მათ ყოველთვის თავიანთი სიმართლე გააქვთ. მე არ ვაპირებ დანებებას, ეს თემა მუდმივად განხილვისა და მსჯელობის საგანი იქნება. გუშინ დავრეკე მთავრობაში და მითხრეს, _ პროკურატურას ამ საკითხთან დაკავშირებით წერილი გაეგზავნებაო. კიდევ ერთხელ ვამბობ: მე დანებებას არ ვაპირებ და საზოგადოების მხარდაჭერის იმედი მაქვს.

ნენე ინჯგია