მთავარი საზოგადოება „ზოგი პროფესორი „პიდარასტის“ იარლიყს იწებებს მანიკურიანი ფრჩხილების გამო, განათლების მინისტრის ზოგ მოადგილეს...

„ზოგი პროფესორი „პიდარასტის“ იარლიყს იწებებს მანიკურიანი ფრჩხილების გამო, განათლების მინისტრის ზოგ მოადგილეს კი „ტანგა „ტრუსიკი“ აცვია“

863
0
გაზიარება

„ახლა რასაც გეტყვით, ნამდვილად ძნელი დასაჯერებელია. ერთ დღეს თემურ ქორიძემ დამიბარა პრორექტორთნ ერთად ოთახში და მეუბნება: იცი, ზოგიერთის ფეისბუქჩანაწერები მაქვს, თუ გინდა, წაგაკითხებო“, – „სდასუს“ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი (აწ უკვე ყოფილი), „სდასუს“ ტელევიზიის ხელმძღვანელი (ასევე აწ უკვე ყოფილი) და ცნობილი ჟურნალისტი _ ია დანელია, მართლაც ძნელად დასაჯერებელ ამბებს „ქრონიკა+“-თან ყვება.

ია დანელია:
_ „სდასუში“ ყველა ადამიანი ინიშნება რექტორის – თემურ ქორიძის ბრძანებით, მაგრამ ეს ბრძანება არავის არასოდეს თვალით არ უნახავს. ამ წესით ეს კაცი მოქმედებდა 27 წლის განმავლობაში. არანაირი ხელშეკრულება, არანაირი შრომითი უფლებები.
_ საიდან დაიწყო თქვენი უთანხმოება?
_ ჯერ დავასრულებ. თემურ ქორიძემ მოინდომა ევროპული ხარისხი და იგი იძულებული გახდა, ხელშეკრულებები დაედო პერსონალთან.
_ კონკრეტულად, როდიდან დაიწყო ხელშეკრულებების დადება?
_ ამ წლიდან, ანუ 2018 წლის მარტიდან.
_ ანუ ხელშეკრულებებს მანამდე არ აფორმებდა?
_ არავისთან! „სდადუს“ ისტორიაში არავის ჰქონია. მათ შორის, რა თქმა უნდა, არც მე.
_ ხელფასსაც ხელზე გაძლევდათ?
_ არა, „ქართუს“ ბარათზე. ხელფასის მიღება პრობლემა არ იყო. მთავარი გახლდათ ის, რომ შენი შრომითი უფლებები ირღვეოდა. როდესაც მას გაეხარდებოდა და წინა ღამეს რა სიზმარსაც ნახავდა (ამას ამბობდა კიდეც თათბირებზე… ხვალ თუ ცუდი სიზმარი ვნახე, მე შემიძლია გაგიშვა იქ), ისე მოქმედებდა. შეუძლია, სიზმრებით გაუშვას ხალხი სამსახურიდან, არ ვხუმრობ.
_ და სიზმრებით ნიშნავს?
_ არა, რით ნიშნავს, მაგასაც გეტყვით, განსაკუთრებით მდედრობით სქესს. არსად სხვაგან მუშაობის უფლება არ გაქვს. დილის 9-დან საღამოს 10-მდე იქ ხარ. არ გაქვს შაბათი და არ გაქვს კვირა. მინიმალური რაოდენობის ადამიანებს ამუშავებს, მაგრამ მაქსიმალური აქვთ შეტენილი.
_ უფრო კონკრეტულად?
_ იქ, სადაც რვა კაცმა უნდა იმუშაოს, ერთი კაცი მუშაობს. ამ ლოგიკით, ფაქტობრივად, ეს კაცი მაინც მოგებაშია. მაგალითად, დეკანი აკეთებდა ხარისხის მართვის უზრუნველყოფის საქმეს და ა. შ. ავტორიზაცია კიდევ ითხოვს, რომ 20 კაციც რომ სწავლობდეს შენს უნივერსიტეტში, თუ ავტორიზაციის მოთხოვნაა, რომ პერსონალის რაოდენობა უნდა იყოს 50-მდე, ზუსტად ამდენი უნდა იყოს. იქ სპორტული დარბაზია, საშხაპე და ა. შ. ჩვენ ეს ყველაფერი 2018 წლის თებერვლიდან მარტამდე გავაკეთეთ. ქორიძე პროფესიონალებს ქირაობს, საშინელ შეურაცხყოფას აყენებს და მერე უშვებს. თუ გინდა ამ კაცთან გაჩერდე, უნდა იყოს „ნასედკა“. ქორიძეს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, რა ხდება უნივერსიტეტში. არაჩვეულებრივი მოადგილე მყავდა, თამარ კოპალეიშვილი, რომელიც სირბილით წავიდა უნივერსიტიტედან, არც დამემშვიდობა. მისი წასვლის შემდეგ თემურ ქორიძემ ვინმე სოფიო ჩქოფოია მოიყვანა სოფელ გაჭედილიდან, რომელსაც დისერტაცია აქვს დაცული და, რატომღაც, ეგონა, რომ სხვას არავის „სდასუში“ არ აქვს დისერტაცია დაცული. დავიდანვე პროფესორებს საშინლად მიმართავდა და მოახერხა ის, რომ ყველა გადაიკიდა. ამის გამო სტუდენტებმა დესტრუქცია მოუწყვეს. ბოლოს, თითქმის არც ერთი ლექტორი არ ელაპარაკებოდა. მოკლედ, ამ გოგომ გადაწყვიტა, რომ იყოს ჩემი „ნასედკა“.მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი ჩემი მიმოწერის დროს, სადაც ძალიან სერიოზულ ფაქტებს მიყვებოდნენ სტუდენტები… მთელი ეს მიმოწერა გადასცა რექტორს.
_ მიმოწერა როგორ მოხვდა მის ხელში?
_ ამასთან დაკავშირებით განცხადება დავწერე პოლიციაში, რომ ჩემი ფეისბუქის გვერდი იყო გატეხილი და პირადი ინფორმაციები წაშლილი.
_ „ქრონიკა+“ აქ დროებით წყვეტს ია დანელიას ინტერვიუს გამოქვეყნებას (ამაზე ქცემოთ) და მთლიანად მის ციტირებაზე გადავიდივართ.

ია დანელია:
„არა, ნამდვილად არ მინდოდა ყველაფრის სამზეოზე გამოტანა, მაგრამ დამაყენა ვინმემ?! ფაქტია, რომ თემურ ქორიძესთან მუშაობის დროს არ არსებობს დილა, მოკლედ, პარასკევს, ექსპერტიზის ბიურომ, როგორც იქნა, დაასრულა მუშაობა ჩემს საჩივარზე და დადო დასკვნა. მისი ციტირებით თავს არ შეგაწყენთ, გეტყვით მხოლოდ მთავარს. ჩემს ფეისბუქში უცნობმა ადამიანმა ჩემი პირადი მიმოწერა წუთზე გადაათვალიერა. მერე მისთვის საინტერესო ინფორმაციები ამობეჭდა და ზედ ჩემი სამსახურებრივად ძალზე მნიშვნელოვანი ფაილებიც ხელს გააყოლა.
გამოძიებით დადგინდა, რომ იმ დღეს, როდესაც გამომძიებლისთვის ჯერაც უნცობი პერსონა ჩემს პირად და სამსახურებრივ ინფორმაციებს სათვისოდ ჭრიდა და კერავდა, მე ერთ ძალიან საინტერესო სამინისტროში გადაღებაზე ვიყავი. კიდევ კარგი, იმ ძალიან საინტერესო სამინისტროში სპეციალური საშვით შევედი და ჩემი შესვლა-გამოსვლის საათი, წუთი და წამი დაფიქსირებულია, თორემ ვინ იცის, ეგება ძალიანაც გამართლებოდა ჩვენს „მუხა“ მამალს. და ვინაიდან გადაღებაზეც და კომპიუტერთანაც ერთდროულად ვერ ვიჯდებოდი, სხვა ყველა ჩემი კომპიუტერი კი პირველსავე დღეს შეამოწმეს ექსპერტებმა, რჩებოდა მხოლოდ ერთი _ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის კომპიუტერი, რომელიც ჩემი დაუდევრობით ხშირად ჩართული მრჩებოდა…
ჩვენს ოთაში სამნი ვისხედით: ერთ-ერთი ჩემი მოადგილე, მეორე _ ფრიად საპატივცემული ქალბატონი, რომელსაც სახლისა და სამსახურის მეილები სხვადასხვა რამე ჰგონია, ამიტომ ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო, რომ ქალბატონს, ძალიანაც რომ სდომოდა, ამას ვერ იზამდა კომპიუტერული უნარების არქონის გამო. რჩებოდა ჩემი ყოფილი მოდგილე, ცუგრუმელა გოგონა @Sopo Chkopoia, რომელიც „სდასუს“ გარდა სტუ _ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სხვა არაერთ უნივერსიტეტში მაღალზნეობრივ ლექციებს უკითხავს ჩვენს შვილებს, რაც მთვარია, ფულსაც გვახდევინებს „ნასედკობის“ გაკვეთილებში!
სდასუ/SDASU 27 წლის უნივერსიტეტში მმართველობის სისტემა ძალზე მარტივადაა აწყობილი: რექტორი ა და ყველაფერს აკონტროლებს, უფრო მარტივად კი იგი _ „მამალია საქათმეში“. ზოგს დაუყვავებს, ზოგს საკენკს დაუყრის, ზოგს კლანჭს გაჰკრავს, ზოგსაც დაქოჩრავს. ვინც ნებაყოფლობით ხდება მისი მოენე, ხომ კარგი, შედარებით დიდხანს ინარჩუნებს სავარძელს, ზოგს, ვისაც ასეთი ნიჭი არ აღმოაჩნდება, რას იზამს, სასწრაფოდ ატოვებინებს თანამდებობას. ამიტომაც აქ დეკანები დიდხანს ვერ ხარობენ, განსაკუთრებით ისეთ სკოლაში, როგორიც მედიასკოლაა. რაც მე მახსოვს, 3 წელიწადში ჟურნალისტებმა 7 დეკანი გამოიცვალეს. ზოგიერთმა მათგანმა ამ ავადსახსენებელ სავარძელში მხოლოდ 4 დღე დაჰყო, ზოგმა _ თვე-ნახევარი, ზოგმა _ ორი თვე… ძალიან თუ გაგიმართლებდა, შესაძლოა 10 თვეც გაგექაჩა საკუთრ ღირსებასთან და პროფესიონალიზმთან უკომპრომისო ბრძოლაში. არადა, ვის აღრ უმუშავია „სდასუში“… ნახევარზე მეტი საქართველო ხომ დამეთანხმება და გულიანად გაიცინებს ამ ამბავზე, საკუთარი ნებით წასული, თავქუდმოგლეჯით გაქცეული თუ რექტორის ბრძანებით გაგდებული პროფესორები, ალბათ, აქ გატარებულ წლებს სინანულით გაიხსენებენ და თუ არ დაეზარათ, ეგებ, აქვე მოგვიყვნენ თვიანთ ისტორიებს!..
მოკლედ, რექტორის მახვილი მზერა ყველაფერს უნდა ხედავდეს, ყველაფერს აკონტროლებდეს, ისე, როგორც მამალი საქათმეში…
რექტორისთვის ყვლა ინფორმაცია თანამშრომელთა შესახებ ძალზე საგულისხმოა: მან ზედმიწევნით უნდა იცოდეს, რომელ თანამშრომელს რა ესიზმრება ღამ-ღმობით, რას ფიქრობს, რას წერს, რაზე ოცნებობს… ასეთი ბრძენი რექტორის გულის მოსაგებად კი რას არ იზამს კაცი. არც სოფო ჩქოფოია იყო პირველი, ვინც რექტორის გონებრივი მონაცემები სწორად შეაფასა და კარიერულ კიბეზე სწრაფად აცოცების პერსპექტივებიც დაგეგმა. ჰოდა, ამ ცუგრუმელა გოგომაც ბეჭდა და ბეჭდა ჩემი პირადი მიმოწერა ფეისბუქიდან. ჯერ ადმინისტრაციის უფროსს, მაიკო თორდიას აურბენინა, შემეგ რექტორს შეურბენინა, გზადაგზა ერთ-ორ ნდობით აღჭურვილ თანამშრომელს წააკითხა… (იმ ,წამკითხველებმა ამბები დაუყოვნებლივ მეც ჩამომირბენინეს ძალიან შეწუხებული სახეებით). ბრძენმა რექტორმაც სამი თვის განმავლობაში იკითხა და იკითხა ეს „გულისგამგმირავი“ ამბები და ვინაიდან მამალზე მეტი ტვინი არც მას ჰქონდა, ნახევარ უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტის გარეთ დარჩენილ კოლეგებს მოუყვა: ჩემი დეკანის მიმოწერას ვკითხულობო. მოკლედ, ეტყობა, დედლების კრიახში საღი აზრი სადღაც ჩაეკარგა, თორემ ერთი გულშემატკივარი მაინც ურჩევდა, ნუ იზამთ მაგას, ბატონო რექტორო, საკუთრ დასაკლავ დანას ნუ ალესავთო…
ახლა რასაც გეტყვით, ნამვილად ძნელი დასაჯერებელია. ერთ დღეს თემურ ქორიძემ დამიბარა პრორექტორთნ ერთად ოთახში და მეუბნება: იცი, ზოგიერთის ფეისბუქჩანაწერები მაქვს, თუ გინდა, წაგაკითხებო. ან ადამიანის სიბრიყვე 21-ე საუკუნეში ამაზე შორს სადღა წავიდოდა?
თეიმურაზ ქორიძის პოლიტიკით „სდასუდან“ ადამიანი თავისი ნებით არ უნდა წავიდეს, ის აუცილებლად რექტორმა უნდა გააგდოს და თანაც „მგლის ბილეთით“. რექტორის ბრძანებით ისე ინიშნები და იხსნები, ვერც დასაქმების პირობებს იგებ ვერასდროს და ვერც განთვისუფლების მიზეზს, არც უფლება-მოვალეობები გაქვს, არც სხვა რამ პირობა. თუ მაინც მიაფურთხე ეშმაკს და მამლის კლანჭებს ხელიდან დაუსხლტი, რექტორის გაუთავებელ ბრძენთუბრძენეს თათბირებზე კარგა ხანს, ნახევარი წლით მაინც გაილანძღები: ზოგი პროფესორი „პიდარასტის“ იარლიყს იწებებს მანიკურიანი ფრჩხილების გამო, განათლების მინისტრის ზოგ მოადგილეს, თურმე, ნუ იტყვით და „ტანგა „ტრუსიკი“ აცვია, ბრიყვია, ზოგიც გაუნათლებელი, უმრავლესობა კი მორფინისტი ან „კრიმინალია“, რომლის ადგილიც პირდაპირ ციხეშია. მას შემდეგ, რაც ჩემი აფილირების დოკუმენტები მოვითხოვე, რომლის რექტორის ხელმოწერილი ასლი, როგორც ჩანს, მხოლოდ სასამართლოთი შეიძლება მოიპოვო (არ დაგავიწყდეთ, კვლავ 21-ე საუკუნეში), უცაბედად „გაირკვა“, რომ ჩემ წინააღმეგ დისციპლინური სამართალდარღვევის საქმე აღუძრავს თეიმურაზ ქორიძეს ნუ იტყვით და… ლოთობის ბრალებით! მოუთმენლად ველი საბჭოს განჩინებას, რომლის გასაჩივრებასაც სასამართლოში ვაპირებ, იქამდე კი, თუ თქვენს პატარა გულს გაეხარდება, გეტყვით, ბატონო თემურ, რომ არათუ ცნობილი ლოთი და დებოშიორი ვარ, ბავშვობიდან ალკოჰოლის საწინააღმეგო ამპულა მაქვს ჩაკერებული და მისი ამოღებისთანავე თეთრი ციება მემართება. დედა ნიგერიელი ზანგი მყავს, მამა _ ცნობილი ტერორისტი… გაგეხარდათ, ჩემო ბატონო?
ეგებ, იკითხოთ კიდეც, მამლისა და საქათმის ამბავი გავიგეთ, მაგრამ რა შუაშია მუხა და მეხიო?
„მუხა“ ჩვენი რექტორის ახალგაზრდობისდროინდელი ზედმეტსაელია. ზოგ ადამიანს თავისი თიკუნი ძალიან მოსწონს, ზოგი _ დამალვას ცდილობს. ბატონი თეიმურაზი, როგორც ჩანს, თავისი ზედმეტსახელით ძალიანაც ამაყობს: სტუდენტობისას ფეხმოუცვლელად ვიდექი რუსთაველზე, მეგობრებმა შემარქვეს: მუხასავით ფესვები გაქვს გამდგარი ასფალტშიო! მოდი და ასეთი საუკეთესო კომპლიმენტით ნუ იამაყებ ადამიანი და ასეთი დაურღვეველი ლოგიკა დაურღვიეთ ამ ფრიად გონებამახვილ ადამიანს! მოკრიახე დედლები რექტორს არ გაკლიათ და ალბათ, ბევრი გამოიდებს თავს საკუთარი პოზიციის საჯარო სივრცეში დასაფიქსირებლად. ჰოდა, მისი საყვარელი ცუგრუმელების გასაგონად ვამბობ: არამც და არამც ბრიყვული ინიციატივა არ გამოავლინოთ და ერთი მძიმეც კი არ მოიწეროთ რექტორის ნებართვის გარეშე, თორემ ისედაც ხელის გული მეფხანება და იმავ წამს გამოვაქვეყნებ რამდენიმე ნორჩ ქალბატონთან ჩემს ფეისბუქ მიმოწერას, რომლის წაშლაც ჯერ კიდევ ვერ მოასწარით. ამ მიმოწერათა წაკითხვა, მერწმუნეთ, ნამვილდ არ გაეხარდება თვით ისეთ ფესვმაგარ და ტოტებმოშრიალე „მუხას“, როგორიც ბატონი თეიმურაზ ქორიძეა.
თუ შემთხვევით შელახული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის აღდგენა მაინც მოგინდეთ, იცით, სადაც უნდა შევხვდეთ“.

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის „სდასუს“ რექტორ თემურ ქორიძეს დაუკავშირდა, რომელიც საქართველოში არ აღმოჩნდა (ერთი კვირა არ ვიქნებიო), ამიტომ იგი ტელეფონით ჩავწერეთ:
_ თქვენი ყოფილი თანამშრომელი ია დანელია გიჩივით მთელ რიგ საკითხებში: რომ ცუდად ექცევით პროფესორებს და სტუდენტებს, ვინც არ მოგეწონებათ უშვებთ, იმიტომ რომ მათთან ავტორიზაციამდე ხელშეკრულება არ გქონდათ გაფორმებული და მხოლოდ ბრძანებით ნიშნავდით… ავტორიზაციის ავტორიც იგი გახლავთ, რომელიც უმოკლეს დროში გაკეთდა.
_ დიახ.
_ ია დანელიამ საჩივრით მიმართა შსს-ს, ვინაიდან მისი სოციალური ქსელის გვერდი გატეხილია და პირადი მიმოწერა _ გახსნილი. ამაში თქვენს მოადგილე სოფიო ჩქოფოიას ადანაშაულებს…
_ არ ვიცი, საქმის კურსში არ ვარ. თავიდან ბოლომდე ეს არის აბსურდი, რასაც მეუბნებით. მაგი რატომ წავიდა სამსახურიდან, თვითონ კარგად იცის.
_ და რატომ წავიდა?
_ პირადი განცხადებით წავიდა. შეიტანოს სარჩელი სასამართლოში და რაც უნდა, ის გააკეთოს, მაგი აბსურდულ რაღაცებს იძახის.
_ თქვენ ხომ იცოდით თქვენი დეკანის პრეტენზიები და მოთხოვნები?
_ აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი. განცხადება დაწერა და წავიდა.
_ თქვენ მას ლოთობაში დასდეთ ბრალი?
_ არავის ბრალი არ დაუდევს და ამ თემაზე ჩვენ არ გვისაუბრია. ახლა ტელეფონში ხომ არ ვისაუბრებთ ამ თემაზე. აბსურდულ რაღაცებს მიყვებით. ჩამოვალ და მობრძანდით, გიპასუხებთ, რაც გაინტერესებთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თამარ როსტიაშვილი

 

დატოვეთ კომენტარი