რაზე ისაუბრეს ივანიშვილმა და გომელაურმა?

სამთავრობო კაბინეტის ცვლილება;
ახალი პრემიერი;
ახალი მთავრობა;
ახალი პროკურორი;
მანამდე შეცვლილი პარტიის თავმჯდომარე;
არეულობა გუნდში;
ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვა;
კობახიძის განცხადებები და კვირიკაშვილის კალთაზე შეწმენდილი ყველა შეცდომა…
ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც 2018 წელს მოხდა…

ამასობაში დეკემბრის მერე ქვეყანა, პრაქტიკულად, სამოქალაქო ომშია გახვეული ისე, რომ მოქალაქეები ცეცხლს არ ისვრიან…
სარალიძის მკვლელობა…
მაჩალიკაშვილის მკვლელობა…
ჩატაევი საქართველოში და სუს-ის სპეცოპერაცია…
ყველა კვალის წაშლის მცდელობა…
ამასობაში თეთრი ხმაური… პროტესტით გადაჭედილი თბილისი…
ბერას კლიპი _ მცდელობა, რომ ბერას მამამ კლიპით დაიბრუნოს ნდობა ერში…
გაწბილებული იმედი…
ფაშისტები ახალგაზრდების წინააღმდეგ…
ჩაშილილი სპექტაკლი…
ვერ გაჭრა ბერას კლიპმა… ვერ გაბედა აქციაზე მისვლა „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ მერმა, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდებისთვის თვალებში ჩახედვა ძალიან რთული აღმოჩნდა…
მაგრამ დიდი პროტესტისა და ქაოსის ფონზე ერთმა სიტყვამ გადაწონა მასების განწყობა…
ბოდიში…
გახარიას მეგრულმა ჭკუამ და ალღომ მასების სადავეები, სულ რაღაც, რამდენიმე წუთით ხელში აიღო…
დაბოლოს, ხელისუფლებაში მიხვდნენ, რომ გახარიას ბოდიში სახუმარო არ იყო…
ის ომი ახალგაზრდებმა და გახარიამ თანაბრად მოიგო…
მერე? მერე იყო ქუჩა… ზაზა სარალიძის ომი, ომი უსისხლოდ, სიტყვით, ხალხით, ომი სიმართლისთვის…
და ომი შოთაძის გადადგომით დაიწყო…
პრემიერს ეგონა, გახარიას ილეთი საყოველთაო აღმოჩნდებოდა… მივიდა, შვილმკვდარმა მამამ მიიღო… ჭირისუფალია და ის ყველას იღებს… მაგრამ ხალხმა არ მიიღო… გააგდო…
არადა, თვეების წინ ელისო კილაძე ეუბნებოდა, ურჩევდა, მიმართავდა: „წადი, წადი…“ არ სჯეროდა… მაშინ „ქრონიკა+“ ყვავ-ყორნად მონათლა… მაგრამ რა? რა მივიღეთ?
ჯერ პარლამენტის წინ ბოთლები ესროლეს…
მერე კი პარტიის შიდა შეხვედრაზე ბიძინას შეეპასუხა… დაბოლოს, ბიძინამ გაუშვა…
ურჩების დასჯა ბიძინას წესია…
არ დასრულებულა ამით კვირიკაშვილის ბედი და ქართული პოლიტიკის ქაოსი…
მალე დაემატა ქუმსიშვილი და ალავიძე პროკურატურაში…
არჩევანი მარტივია _ მათ უნდა ითანამშრომლონ და ამხილონ კვირიკაშვილი. ან ამხელენ მას, ან მათ ამხელს პროკურატურა…
მაგრამ ეს მხოლოდ მარტივად ჩანს…
ბეჟუაშვილი და მისი ქონება…
ბეჟუაშვილის „კრიშა“ _ ქუმსიშვილი…
ჰო, მართლა, თელავსა და გორში გასულ წელს ბეჟუაშვილის გაზგასამართი სადგური „ნეოგაზი“ დაილუქა. ფინანსურმა პოლიციამ ნახევარ მილიონამდე სახელმწიფოსთვის დამალული თანხა დაადგინა… ორივე გაზგასამართი „ნეოგაზის“ სადგური 3 თვეში გაიხსნა. სახელმწფოს არავინ გადაუხადა ფული, ქუმსიშვილს კი რამდენი გადაუხადეს? არ ვიცი, მაგრამ ბევრი… ძალიან ბევრი… ამბავი უტყუარია, რადგან ჩემი წყარო ნაკლებად ცდება…
თუმცა მხოლოდ იქ არ ჩანს ქუმსიშვილი-ბეჟუაშვილის გადაკვეთა…
რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი უბედურება ტყიბულში… დაღუპული ადამიანები შახტში… არადა, ბეჟუაშვილის კომპანიამ 13 მილიონი დახარჯა, რომ უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო…
პრემიერის განცხადება _ გლოვის დღე…
დაკეტილი შახტები… პრემიერის ახალი გადაწყვეტილება…
რა მოხდა _ ეს იყო უბედური შემთხვევა თუ?
ფაქტია, ბეჟუაშვილი თმობს… ქონებას სახელმწიფოს აბარებს… ქუმსიშვილის „კრიშა“ გაცვდა და ხვალ სასამართლოზე რომელიმე პროცესზე შეიძლება ბეჟუაშვილმა ქუმსიშვილი ამხილოს, ქუმსიშვილმა _ ალავიძე და კვირიკაშვილი…
ბიძინას გეგმაც დღეს ეს არის…
ბიუჯეტის ყველა ქურდი ციხეში უნდა იყოს, _ ეს ჩვენი, „ქრონიკა+“-ის გეგმაა…
და სულ რაღაც 2 კვირის წინ შეკვეთილში ივანიშვილი-გომელაურის შეხვედრა შედგა…
სუს-ის პარლამენტის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელს ბიძინამ ურჩია, დატოვოს თანამდებობა და გოგაშვილი თან წაიყვანოს…
რადგან გოგაშვილი-გომელაურის ტანდემმა დიდი არა, უდიდესი პობლემები შეუქმნა მის იმიჯსა და ავტორიტეტს, ასე მიიჩნია საჭიროდ ქვეყნის პირველმა მოქალაქემ…
ასე რომ, ვადა დათქმულია… პარტიის თავმჯდომარის აზრით, მან ეს არჩევნები უნდა მოიგოს და მოგებისთვის სწორედ კადრების შეცვლა და წასულების მკაცრი დასჯაა საჭირო…
გომელური კვირიკაშვილი არ არის, რომ ბიძინასთვის წინააღმდეგობა გაეწია…
გომელაური ჭკვიანია…
თუმცა ომი სახელისუფლებო კულისებში პიკზე ადის… „ოცნება“ მარტივ მამრავლებად იშლება…

მაკა მოსიაშვილი