მერაბიშვილი კოდუას დაჭერას ითხოვდა?!

holaa

ვანო მერაბიშვილი ერეკლე კოდუას დაჭერას ითხოვდა. ამის შესახებ “ქრონიკა +”- ს ბადრი პატარკაციშვილის სისხლის სამართლის საქმის მთავარმა მოწმემ, მარინა გაბუნიამ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა. მთავარი მოწმე შვიდი წლის შემდეგ დეტალუარდ ყვება რა მოხდა 2007 წლის დეკემბერში და როგორ განვითარდა მოვლენები ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ: „ პირველი, რაც შემომთავაზეს ეგ იყო.”მოდულის” შენობაში შემოვიდა ადამიანი, ვინმე პაატა, გამეცნო, რომ არის პროკურატურიდან, მაგრამ არც იმის ილუზია მაქვს , რომ სახელი ნამდვილი მითხრა და არც იმის, რომ პროკურატურიდან იყო. მე ვკითხე,თქვენ ხართ ჩემი საქმის გამომძიებელი? არა, – მიპასუხა.აბა ვინ ხართ , რატომ მოხვედით ჩემთან, რა მიზნით?-დავუწყე გამოკითხვა. მეუბნება სხვათა შორის, ერეკლე კოდუა თქვენზე გაბრაზებულიაო. მიხვდა რომ არ დავიჯერე და საქმეზე გადავიდა. ქ-ნო მარინა, ერთადერთ რამეს გთხოვთ, ჩემი წინადადებაა მითხარით, რატომ ჩათვალეთ ერეკლე კოდუა იმ პოლიციელად, რომელიც ამ საქმეზე წამოვიდოდა და წამოგყვებოდათო.? არ მეუბნება არც გადატრიალება, არც გადმოტრიალება. ამ საქმეს ის რატომ შეასრულებდაო. ჩვენება მოგვეცით და თქვენ ხვალ გირაოთი სასამართლოდან გახვალთ და ბოლომდე გიპატრონებთო. გამეცინა, პაატა შეცბა, რატომ გგონიათ რომ ერეკლე კოდუა ჩავთვალე ასეთ პოლიციელად თქო?, – შევეკითხე. ეს პაატა ჩაფსკვნილი ტალღოვანი თმებით, შსს თანამშრომელი იყო, ამოცნობა შემიძლია. დღესაც ყურებიდან არ ამომდის მისი ხმა. სანთელ საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს. მე ერეკლე კოდუას ცოდვა არ დამიდევს, დღემდე არ ვნანობ რომ ერეკლე კოდუა არ დავაჭერინე“, – აცხადებს მარინა გაბუნია “ქრონიკა +”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.