დედის განკურნების შემდეგ დამარცხებული სიმსივნე!

კიბო

რასაც ახლა წაიკითხავთ დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ექვსი წლის წინათ საავადმყოფოდან გამოწერეს ქალბატონი, რომელსაც ფილტვის კიბო ჰქონდა და მის გადარჩენაზე ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. მედიკოსების დასკვნით, ავადმყოფს ორი თვის სიცოცხლეღა დარჩენოდა და ცნობილი ქიმიოთერაპიის კურსიც კი არ ჩაუტარეს. თუმცა სიმსივნიანი ავადმყოფის შვილი დედის მოსალოდნელ გარდაცვალებას არ შეურიგდა და ინტერნეტსა თუ სპეციალურ ლიტერატურაში დაუწყო ძებნა მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებებს. ბედმა გაუღიმა და დაამზადა პრეპარატი, რომლის წყალობითაც დღეს, ანუ იმ ამბებიდან ექვსი წლის შემდეგ, დედამისი აბსოლუტურად ჯანმრთელია და სრულფასოვნად ცხოვრობს. ეს ფაქტი შეიძლება სასწაულად მიიჩნიოთ და მართალიც იქნებით, – მეოთხე სტადიაში მყოფი კიბოიანი ავადმყოფის განკურნება, მართლაც, სასწაულია, მაგრამ ერთჯერადი სასწაული არ არის – საქმე ის გახლავთ, რომ დედის განკურნების შემდეგ სხვა სასიკვდილოდ გადადებული ავადმყოფებიც დადგნენ ფეხზე.

მოკლედ, ამ ყველაფერს უფრო დაწვრილებით ჩვენი დღევანდელი სტუმრისგან შეიტყობთ. გია ბურჯანაძე სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და კიბოთი დაავადებული დედა განკურნა.

გია ბურჯანაძე:

_ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ამერიკელმა ფერმერმა, დევიდ ჰადსონმა, გასული საუკუნის 70-იან წლებში თავისი რანჩოს ტერიტორიაზე აღმოაჩინა ადგილი, სადაც მიწა დაფარული იყო რაღაც უცნაური, ქერქისებური მასით. ეს ქერქი წყალს არ ატარებდა და ამიტომ იმ მიწაზე არაფერი ხარობდა. ჰადსონი ბიოქიმიკოსი გახლდათ, თვითონვე გააკეთა ქერქის ქიმიური ანალიზი და აღმოჩნდა, რომ მასში ტუტიანობა იყო მომატებული. გადაწყვიტა, ეს ადგილი კონცენტრირებული მჟავით მოერწყა. მოიტანა კიდეც  რამდენიმე ცისტერნა და მოასხურა. ეს იმისთვის სჭირდებოდა, რომ ადგილი სახნავ-სათესად გამოეყენებინა, მაგრამ მოხდა ისე, რომ მჟავამ არ იმოქმედა. ნიმუში შემდგომი გამოკვლევებისთვის კორველის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში გააგზავნა. იქიდან ჩამოუვიდა გაურკვეველი პასუხი, რომ ეს არის რკინის მარილი, თუ რაღაც ამდაგვარი ნივთიერება. ასეთმა პასუხმა ჰადსონი ვერ დააკმაყოფილა. თუნდაც რკინის მარილი ყოფილიყო, ამ შემთხვევაში რკინაზე კარგად მოქმედებს მის მიერ ნასხურები კონცენტრირებული მჟავა და უნდა გაეხსნა. ადგა და შემდგომი გამოკვლევებისთვის გააგზავნა მეორე უნივერსიტეტში, მერე მესამეში… ინგლისშიც გააგზავნა ოქსფორდის უნივერსიტეტში.  საინტერესო ის არის, რომ ყველა ლაბორატორიიდან სხვადასხვა პასუხი მიიღო: ზოგი იტყობინებოდა, რომ ეს იყო ალუმინის ნაერთი, ზოგის თქმით, კირის ნაირსახეობა იყო, ზოგი კიდევ, – ასეთი რაღაც საერთოდ არ გვინახავსო. მოკლედ, პასუხთა მრავალფეროვნებამ კიდევ უფრო  დააინტერესა ეს კაცი. საკმაოდ მდიდარი იყო და რამდენიმე წელი შეალია კვლევებს. მერე, როცა ყველა ცნობილი უნივერსიტეტის ლაბორატორიულმა კვლევებმა შედეგი არ გამოიღო, შემთხვევით ხელში ჩაუვარდა საბჭოთა მეცნიერის, გინსბურგის ნაშრომი, სადაც იგი წერს, რომ პლატინის ჯგუფის ელემენტები შეიძლება არსებობდეს ბუნებაში რაღაც გაურკვეველ მდგომარეობაში, რომელთა აღმოჩენა და დადგენა სპექტრული ანალიზით არის შესაძლებელი. ჰადსონსაც ჭკუაში დაუჯდა ასეთი ვარაუდი, დაიქირავა ქიმიკოსები, ჩაატარეს სპექტრული ანალიზი და  მართლაც აღმოჩნდა პლატინის ჯგუფის ექვსი ელემენტი, კიდევ ოქრო, ნიკელი, კობალტი, სპილენძი და ვერცხლისწყალი.  ცდები ამ აღმოჩენის შემდეგაც  გაგრძელდა, თუმცა თვითონ აღმოჩენას ამერიკაში სკეპტიკურად შეხვდნენ და არ დაუპატენტეს. ამის გამო ჰადსონი წავიდა ავსტრალიაში, სადაც თავისი აღმოჩენა კიდეც დააპატენტა და წარმოუდგენლად საჭირო ნივთიერებაც დაამზადა. საქმე ის არის, რომ ჰადსონმა ცდების მიმართულება შეცვალა: თუ აქამდე საკუთარ მიწაზე აღმოჩენილ უცნაურ მასას იკვლევდა, ახლა გადაწყვიტა, პლატინის ჯგუფის ელემენტების დამუშავებისაგან მიეღო ეს მასა, ანუ პირუკუ პროცესი ჩაეტარებინა. მართლაც, აიღო ჩვეულებრივი ოქრო, პლატინის ჯგუფის სხვა ელემენტები და მათი დაშლის შედეგად მიიღო ის ნივთიერება, რაც თავის მიწაზე აღმოაჩინა.

მერე, მთელი რიგი ლიტერატურის შესწავლის შედეგად, ისიც დადგინდა, რომ ამ ნივთიერებას იცნობდნენ ინდოეთში, ეგვიპტესა და შუამდინარეთში, თუმცა,  ცხადია, ტექნოლოგია გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ მისი დამზადება.

_ რისთვის ამზადებდნენ და რა დანიშნულება ჰქონდა ნივთიერებას?

_ უნივერსალური წამალია. ძალიან კარგია ადამიანის ორგანიზმისთვის. მართლაც უნიკალური მედიკამენტია და, ფაქტობრივად, ძალიან ბევრ დაავადებას კურნავს. საუბარია  ონკოლოგიაზე, ვირუსებზე, კანის დაავადებებზე და სხვა ცნობილ რთულ ავადმყოფობებზე.

ამ აღმოჩენის შემდეგ ჰადსონმა კვლევები გააგრძელა და ოკეანის წყლებიც კი შეისწავლა. ბიბლიაში არის ერთი თავი, სადაც საუბარია, რომ მკვდარი ზღვის მარილიდან დავით წინასწარმეტყველმა ოქრო  დაამზადა. ჰადსონმა შეისწავლა მკვდარი ზღვის მარილი და მართლაც აღმოჩნდა, რომ იგი დიდი რაოდენობით შეიცავს მონოატომურ, ანუ ატომებად დაშლილ ოქროს.

მოკლედ, მჟავებითა და ქიმიური რეაქციებით მოახდინეს ოქროსა და თერთმეტივე ელემენტის გადაყვანა თეთრი ფხვნილის მდგომარეობაში. ეს ნივთიერება შუამდინარეთში ცნობილი იყო „შემანანას“ სახელწოდებით, ხოლო ეგვიპტეში  „ემეფკაზეტს“ ეძახდნენ. პირადად მე მიმაჩნია და ვეცდები, ჩემი ეს მოსაზრება მალე დავასაბუთო, რომ ამ ფხვნილს იცნობდნენ კოლხეთშიც. ვფიქრობ, რომ  ოქროს საწმისის მითში სწორედ ოქროს დაშლაზე იყო საუბარი და ეს არის მისი საიდუმლო.

ერთი სიტყვით, უძველესი ლიტერატურიდან ცნობილი გახდა, რომ ამ თეთრი ფხვნილით ძალიან ბევრ დაავადებას წარმატებით კურნავდნენ. თუმცა ერთია ლიტერატურა და მეორეა, თუ რამდენად სარწმუნოა მასში გადმოცემული ინფორმაცია, ამიტომ ჰადსონმა უკვე მედიცინაში გააგრძელა ცდები და  წარმოუდგენელი ეფექტი მიიღო  ონკოლოგიის სფეროში, სადაც მეოთხე სტადიაში მყოფი ადამიანებიც კი განიკურნენ, ასევე ჩატარდა ცდები შაქრიან დიაბეტზე, შიდსზე, „ცე“ ჰეპატიტზე და ყველგან გასაოცარი შედეგები მიიღეს.

_ სახელი დაარქვეს ამ პრეპარატს?

_ ამ თეთრ ფხვნილს უწოდეს  „ორმუსი“. აღმოჩნდა, რომ „ორმუსის“ შემადგენლობა შედის ატლანტიკის ოკეანის მარილშიც, ხოლო მე, მაგალითად, ეს ნივთიერება გამოვყავი ურეკის ქვიშიდან. ჰადსონი თვითონაც აღწერს, რომ ყველა მაგნიტურ ქვიშაში არის პლატინის ტიპის ორი ელემენტი – როდიუმი და ირიდიუმი ასეთ მდგომარეობაში.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ პირველად ჩემ მიერ მიღებული ფხვნილი საკუთარი ოჯახის წევრებზე გამოვცადე. დედაჩემს ჰქონდა ფილტვის კიბო. მძიმე მდგომარეობა იყო, უკვე მეოთხე სტადიაში იმყოფებოდა. ძალიან დაიტანჯა, ფაქტობრივად, გადადებული იყო. ვიწვალე, შევისწავლე ეს ყველაფერი სპეციალური ლიტერატურით, თუ ინტერნეტით და მივაგენი ამ ოქროს დაშლის მეთოდს, რომელიც დღეს მარტო ჰადსონის საკუთრება არ არის, იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრი ამზადებს და მეც ჩემი მეთოდი მაქვს, თუმცა ეს ახლა არ არის არსებითად მნიშვნელოვანი. მე რასაც ვამზადებ, ეს არის სუფთა ოქროსგან – ოთხი ცხრიანისგან (9999) დამზადებული თეთრი ფხვნილი.

_ მოდით, კარგად ამიხსენით, რას ნიშნავს ოქროსგან თეთრი ფხვნილის მიღება? 

_ სპეციალური დამუშავების შედეგად ოქრო გადადის თეთრი ფხვნილის მდგომარეობაში. ამ დროს ის აბსოლუტურად კარგავს ლითონურ მახასიათებლებს, ხდება ცარცის ფხვნილივით და სწორედ ცარცის გემო აქვს მიღებისას. გარდა ამისა, როდესაც ოქრო იშლება და ფხვნილის მდგომარეობაში გადადის, იგი მასის 44 პროცენტს კარგავს. იგივეს აკეთებს დანარჩენი თერთმეტივე ელემენტიც.

_ მოკლედ, გამოიყენეთ ეს წამალი დედაზე, მერე რა მოხდა?

_ დედა კარგად არის, უკვე მეექვსე წელია. არადა, მაშინ ძალიან ცუდად იყო. ქიმიაც კი აღარ გაუკეთეს, – არ არის საჭირო, არანაირი ეფექტი არ ექნება, იმიტომ რომ ბოლო სტადიააო. მაქსიმუმ ორი თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს!  ამ წამლის მიღების შემდეგ კი, როგორც გითხარით, უკვე ექვსი წელი გავიდა და სრულიად ჯანმრთელია. კიბო არის დაკონსერვებული. არადა, დედას სიმსივნე უკვე ზურგის ტვინზე ჰქონდა გადასული და ვერ დადიოდა. მე ჩემი აპარატი მაქვს და როცა შევამოწმე, იქ არანაირი მეტასტაზი აღარ არის. უბრალოდ, მკურნალობამდე რაღაც ნერვი ხომ დაზიანდა, ამის გამო, ხანდახან, ჯოხს ხმარობს. მოკლედ, ასეთი სასწაულებრივი ეფექტი მივიღე და საკუთარი დედა სიკვდილს გამოვსტაცე ხელიდან.

_ ექიმების რეაქცია როგორი იყო?

_ პირველი რეაქცია სასაცილო იყო – ალბათ, კიბო არ ჰქონდაო(?!)… სასაცილოს იმიტომ ვამბობ, რომ თვითონვე ჩაიქნიეს ხელი, – ორ თვეზე მეტს ვერ იცოცხლებსო. შემდეგ იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ავადმყოფებზე ასევე ხელი ჩაიქნიეს ინგლისში, ისრაელში; მერე მე მთხოვეს, როგორც დედაჩემს ვუმკურნალე და გადავარჩინე, ისეთივე მეთოდით მემკურნალა მათთვის. უარი ვერ ვუთხარი და მართლაც გასაოცარი შედეგი მივიღე. ერთი კაცი იყო, გვარს ვერ დავასახელებ, რომელსაც ოთხი მალა ჰქონდა გახეთქილი. მივეცი ეს „ორმუსები“ და, სადღაც, სამ თვეში დადგა ფეხზე. ეს მაშინ, როცა ოპერაციასაც აღარ  ექვემდებარებოდა და დედაჩემივით გადადებული იყო. არადა, ეს კაცი მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. „ცე“ ჰეპატიტი ჰქონდა, იმკურნალა ინტერფერონით, რამაც გამოიწვია მიელომა – სისხლის კიბო, რომელიც ძვლოვანი სისტემის დაშლას იწვევს. ეს ფაქტი დღეს ყველგან იციან საქართველოს კლინიკებში…

ონკოლოგიას შევეშვათ. მაგალითად, არსებობს ართროზი – ხრტილოვანი ქსოვილის დაშლა, რომელიც ძვლების განლევას იწვევს და, ფაქტობრივად, ხელოვნური სახსარია საჭირო. 160-კილოიანი ავადმყოფი მომიყვანეს. დავალევინეთ ეს წამალი, აბსოლუტურად მოეხსნა ტკივილი და მშვენივრად დადის, ჯოხსაც აღარ ხმარობს. აქ უკვე გამოვიყენე არა ოქრო, არამედ მონოატომური ირიდიუმი, რომელიც ძვლოვანი სტრუქტურის აღსადგენად იდეალურია ოქროსთან კომბინაციაში; მაგრამ როდესაც ონკოლოგიაზეა საუბარი, თვითონ ჰადსონი იყენებს ასეთ თანაფარდობას: 15% ირიდიუმი, 70% როდიუმი და 15% ოქრო. მე კი ვიყენებ სუფთა ოქროს, რასაც თავისი გარკვეული მიზეზი აქვს: მონოატომური ოქრო იმიტომ არის ეფექტური ონკოლოგიური დაავადებების, „ცე“ ჰეპატიტისა თუ შიდსის დაავადების დროს, რომ ძალიან კარგად მოქმედებს ეპიფიზზე. ეს გახლავთ ტვინის ზედა დანამატი, იგივე გირჩისებრი ჯირკვალი, სადაც გამოიყოფა მელატონინი – ძილის ჰორმონი. ონკოლოგიის ძირითად გამომწვევ მიზეზად დღეს მსოფლიოში მიიჩნევა ნევროგენური ფაქტორი, იგივე სტრესები. მოგეხსენებათ, ადამიანის ყველა ორგანო იმართება ცენტრალური ნერვული სისტემიდან, რომელიც ზურგის ტვინის მეშვეობით აგზავნის იმპულსებს ყველა ორგანოში და ყველა ამ ორგანოდან იღებს ინფორმაციას. როდესაც არსებობს ნერვული სტრესი, თვითონ ნერვული უჯრედების გადაბმის წერტილში, რომელსაც სინაპსი ეწოდება, ხდება იმპულსის გაჭედვა. ამ დროს მიმდინარეობს ან ჭარბი რაოდენობით ნეირო-მედიატორების  გამოყოფა, რომლის გატარება  დამაკავშირებელ უჯრედებს არ შეუძლიათ, ან პირიქით, ისინი მცირე რაოდენობით გამოიყოფა, ანუ იმპულსი, რომელიც ტვინმა გააგზავნა გარკვეულ ორგანომდე, სადღაც გაიჭედა და ამის გამო არ მივიდა სიგნალი ორგანომდე. შესაბამისად, როდესაც ორგანომ ვერ მიიღო სიგნალი, უჯრედი გარკვეული პერიოდი უკონტროლოდ დარჩა, რაც უკვე საკმარისია კიბოს უჯრედის წარმოსაშობად. დღეს ძალიან ბევრი იწერება, თუ რა არის კიბო – სოკო, ვირუსი თუ კარცენოგენი? ხდება შემდეგი რამ: მიდის ეს სოკო, ვირუსი თუ პარაზიტი, ჯდება იმ გაუკონტროლებელ და დაუცველ უჯრედში, სადაც იკეთებს ბუდეს  და იწყებს გამრავლებას – გადადის მეზობელ უჯრედებზე და უკვე ხდება მეტასტაზირება.

_ ამ დროს რას გვაძლევს ოქროთი მკურნალობის მეთოდი?

_  ის განაპირობებს მელატონინის ჭარბი რაოდენობით გამოყოფას. როდესაც ეს ნივთიერება გამოიყოფა დიდი რაოდენობით, ამ შემთხვევაში ხდება ნერვული სტრესების  მოხსნა ორგანიზმში და გარდა ამისა, ის პარაზიტი, რომელიც მოთავსებულია უჯრედში, კონსერვდება. თუმცა, როგორც გითხარით, ეს მეთოდი ძალიან კარგია არა მხოლოდ ონკოლოგიის შემთხვევაში: ეფექტურად მუშაობს ტუბერკულოზის, დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა, თუ სხვა სერიოზული დაავადებების დროს. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ამას ღებულობენ ადამიანები და „ლომკას“ ერთხელ და სამუდამოდ იხსნიან.

_ რამდენად ხელმისაწვდომია პაციენტისთვის ამ მეთოდით მკურნალობა?

_ თუ ჩვენ ავიღებთ 12 გრამ ოქროს, როდესაც ის გადავა მონოატომურ მდგომარეობაში, სადღაც, 6 გრამი უნდა დარჩეს. მიღებული ნივთიერება იხსნება ერთ ლიტრ წყალში, ოღონდ ჭურჭლად მხოლოდ პლასტიკატი უნდა იყოს და არა მინა, იმიტომ რომ მინაში ეს ელემენტები ძვრება და იკარგება.

_ კაბინეტის გაკეთებას არ აპირებთ?

_ კაბინეტი მქონდა, მაგრამ დღეს კონფლიქტები მაქვს კონსერვატიზმთან. არადა, ამ დროს, მედიცინის მუშაკები ჩემთან დადიან სამკურნალოდ. უნიკალურ მედიკამენტთან გვაქვს საქმე და ამაზე უარის თქმა არ შეიძლება. მე ხომ არაფერს ვმალავ? ერთადერთ რამეს ვითხოვ მხოლოდ: ხელს ნუ შემიშლიან. აქ მარტო ჩემზე არ არის საუბარი. გავამჟღავნე მეთოდი და უკვე ყველას შეუძლია მისი დამზადება. თუკი მუშაობის საშუალება იქნება, იმ ათასობით ავადმყოფის გადარჩენა არის შესაძლებელი, რომლებზეც მედიცინამ ხელი ჩაიქნია.

 

დავით დევიძე