ვინ მოიშორა სასჯელაღსრულების სისტემიდან მიშა ღურწკაია?

qq3

მოკლედ, სუბარის „დაწყობილ“ სისტემაში აღმოჩნდა მხოლოდ ორი უკონტროლო რგოლი, – მინისტრის მოადგილე ირაკლი წერეთელი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილის, გელა ხვედელიძის კადრი იყო და ლალი მოროშკინა, რომელიც ამ სისტემაში „ციხის სკანდალის“ ცნობილი მოვლენების მერე დანიშნეს. ამ პერიოდისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პოსტს მაია ხასია იკავებს. ის მალევე წავიდა თანამდებობიდან. ოფიციალურად სასწავლო ცენტრში გადაიყვანეს, არაოფიციალურად კი მისი მოხსნა მთავარი პროკურორის მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს უკავშირდება, რომელმაც ამ სისტემაში საკუთარი კადრი, მიშა ღურწკაია მოიყვანა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მიშა ღურწკაია წესიერი კადრი იყო. საბოლოო ჯამში, მირზა სუბელიანის ტენდერებისა და მშენებლობების „კანცოვკა“ სწორედ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მოდიოდა. ღურწკაიამ ტენდერებისა და „უდოს“ კომისიის მუშაობაში ჩაიხედა. არც მინისტრის მოადგილე ირაკლი წერეთელი აღმოჩნდა ის „ჩიტი“, რომელიც სუბელიანების კაპრიზებს უსიტყვოდ შეასრულებდა. მირზა სუბელიანის პირველი სამიზნე სწორედ ირაკლი წერეთელი გახდა და მან თანამდებობიდან მისი გაშვება გელა ხვედელიძის წასვლის შემდეგ მარტივად მოახერხა, რაც შეეხება მიშა ღურწკაიას, მისი თანამდებობიდან ჩამოშორება კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო. ვრცლად, ეს და სხვა დეტალები „ქრონიკა+“-ის #30 (66) -ში.