„უდოთი“ გასული „ავტორიტეტები,“ რომელთაც ხუდონჰესისთვის უნდა მიეხედათ?!

qq

თუ საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ მასალის გამოქვეყნების მერე „უდოს“ სიებს კარგად გადაათვალიერებს, ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს წააწყდება. თავის მხრივ, „ქრონიკა+“ ოფიციალური წერილით მიმართავს სასჯელაღსრულების სამინისტროს ახალ ხელმძღვანელს და კნონით დადგენილ ვადაში მოითხოვს საჯარო ინფორმაციის – „უდოთი“ განთავისუფლებულთა სიების გადაცემას; ოფიციალური ინფორმაციის მიღებამდე კი, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, 20013 წლის მარტამდე და 2013 წლის ნიემბრიდან „უდოს“ სიებით გავიდნენ „კრიმინალური ავტორიტეტები“ გიორგი ავალიანი, ხალვა ტვილდიანი. თავის მხრივ, ეს ფაქტი გამაოგნებელია, მაგრამ ბევრად უფრო აღმაშფოთებელია ის ინფორმაცია, რასაც სოზარ სუბარი კულისებში ავრცელებს, – „კანონიერი ქურდების“ გაშვება პრემიერ ღარიბაშვილთან შეთანხმებული მაქვს, მათ ხელისუფლებას დახმარება უნდა აღმოუჩინონ და სვანეთში „ხუდონჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამოსული მოსახლეობის დაშოშმინებაში უნდა მიიღონ მონაწილეობაო. იმედია, ეს ინფორმაცია არა მხოლოდ სამართალდამცველ უწყებას და პრემიერ ღარიბაშვილს დააინტერესებს, არამედ ლოგიკურად დაისმება კითხვა, – როდის მერე გახდა „კანონიერი ქურდების“ საქმე ხელისუფლებისათვის დახმარება? თუ, ცხადია, სოზარ სუბარი შეგნებულად არ იტყუება და არ ცდილობს ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციას. ვრცლად, ეს და სხვა დეტალები „ქრონიკა+“-ის #30 (66) -ში.