14 წლის ნათია სალუქაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია!

1

ნათია გორში ცხოვრობს, რომელსაც ღვიძლის უმძიმესი დაავადება: „ციროზი” აღმოაჩნდა. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, საჭიროა ორგანოს დაუყონებლივ ტრანსპლანტაცია, რაც 80 000 აშშ დოლარი ღირს. ნათიას ოჯახისათვის, რომელიც მძიმე სოციალური ფონის მატარებელია, 80 000 აშშ დოლარი მიუწვდომელი თანხაა. დონორობაზე თანხმობას თავად ნათია სალუქაშვილის მშობლები აცხადებენ, საჭიროა ოპერაციისა და მკურნალობის თანხის შეგროვება. 14 წლის გოგონასთვის ყოველი წუთი ძვირფასია. მოგმართავთ თხოვნით, გაიღოთ მოწყალება და გადაარჩინოთ პატარა ნათიას სიცოცხლე. სს „ბანკი ქართუ” კოდი: CRTUGE22 ანგარიში: GE81CR0000000929613601