რამდენად ძვირად დაუჯდა კავკასიას რუსული სისხლიანი პოლიტიკა?

რუსეთის სისხლიანი პოლიტიკა კავკასიელი ხალხების მიმართ, ცარიზმის რეჟიმიდან მოყოლებული, დღემდე გრძელდება! განსაკუთრებულად დაზარალდა საქართველო, რადგანაც ქართული სახელმწიფო ოდითგანვე კავკასიელ ხალხთა უმთავრეს დასაყრდენს წარმოადგენდა.

1864 წელს რუსეთმა, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უხეში ძალის გამოყენებით, თავისუფლად დარჩენილი ერთადერთი ქართული სამფლობელო, აფხაზეთის სამთავროც მიიტაცა, მას სამხედრო განყოფილება(!!!) უწოდა და მზაკვრული პოლიტიკის გატარებას დაუფარავად შეუდგა. ასე გრძელდებოდა 9 წელიწადი და 1883 წელს სოხუმის ოლქად გადაკეთდა. შედეგად აფხაზები რუსების წინააღმდეგ მასობრივად რამდენჯერმე აჯანყდნენ, თითქმის ყველა აფხაზმა იარაღს მოჰკიდა ხელი, რასაც მოჰყვა ამ ძირძველი ქართველების თურქეთში იძულებით გადასახლება _ ცნობილი მუჰაჯირობა! ეს არ აკმარეს, 1866 წელს რუსებმა უამრავი აფხაზი შორეულ ციმბირში გადაასახლეს და სიკვდილით დასაჯეს! ბევრი მათგანის სახელიცაა ცნობილი. მაგალითად, რუსებმა საჯაროდ ჩამოახრჩვეს გლეხები: ხანაშ კალდი, კაკუჩალიფა, აზნაური ყაზალბეკ მარღანია და სხვები!
რუსეთის შოვინისტურ-კოლონიური პოლიტიკის შედეგად კავკასიის მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობაც ვითარებისა და მიზნების შესაბამისად იცვლებოდა!

ეროვნული შემადგენლობა ამიერკავკასიაში:

ქართველები აზერბაიჯანელები

1800 წ. _ 43,0 % 42,6 %
1832 წ. _ 38,4 % 37,9 %
1865 წ. _ 35,5 % 34,9 %
1886 წ. _ 30,7 % 33,3 %
1897 წ. _ 28,8 % 32,0 %

შესამჩნევად გაიზარდა მოძმე სომხების რაოდენობა მასობრივი ჩამოსახლებების ხარჯზე, რაც XX საუკუნეშიც კი არ შენელებულა, მაგალითად, საბჭოთა პერიოდში მარტო სომხეთის სსრ-ში 240 000 რეპატრიანტი სომეხი დასახლდა.
საინტერესოა, რა მონაცემები მივიღეთ რუსული ოკუპაციის პირობებში კრემლის პოლიტიკის შედეგად ადამიანთა რაოდენობის მიხედვით?

სამხრეთ კავკასიაში ცხოვრობდა:
1897 წელს _ 5563,4 ათ. კაცი
1915 წელს _ 7484,8 ათ. კაცი (გაითვალისწინეთ: პირველ მსოფლიო ომში, 1914-1918 წლებში, მხოლოდ საქრთველოდან 200 ათასზე მეტი ქართველი იბრძოდა!)

ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობდა:
1897 წელს _ 2851,2 ათ. კაცი
1915 წელს _ 3964,4 ათ. კაცი
ანუ თუკი 1897 წელს მთლიანად კავკასიაში ცხოვრობდა 8414,6 ათ. კაცი, ამ ციფრმა 1915 წლისთვის 11449,2 ათ. კაცი შეადგინა, რა თქმა უნდა, რუსების მასობრივი ჩამოსახლებების ხარჯზე. ასე რომ, მოყვანილი სტატისტიკა აშკარად და ერთმნიშვნელოვნად კიდევ ერთხელ უტყუარად ადასტურებს რუსეთის შოვინისტურ-ბოროტულ პოლიტიკას.
1865 წელს კარლ მარქსი წერდა: „კავკასია რუსეთის იმპერიის ფეხებია… საქართველო წარმოადგენს რუსეთის პოლონეთს კავკასიაში… თბილისი აზიაში რუსეთის ბატონობის ცენტრია!“ ალბათ, სწორედ ამ მოსაზრებით სარგებლობდნენ კავკასიური პოლიტიკის შემუშავების დროს!
კავკასიის კავკასიელთაგან დაცლის მიზნით სხვადასხვა მიზეზს იყენებდნენ. ერთ-ერთი იყო „მუჰაჯირობა“.
„მუჰაჯირობის“ შედეგად თურქეთში იძულებით გადასახლდა 750 000 ჩრდილო კავკასიელი, ეს პროცესი, ძირითადად, 1858 წლიდან დაწყებული, პირველ მსოფლიო ომამდე გრძელდებოდა. რუსეთი თურქეთს მათი მიღების სანაცვლოდ მატერიალურ დახმარებას სთავაზობდა. თურქეთის მთავრობამ ახალმოსახლეები რუსეთის იმპერიის მოსაზღვრე რაიონებში, ნაწილი კი ბულგარეთში, სირიასა და სხვა არაბულ ქვეყნებში ჩაასახლა. რუსები ჩრდილოკავკასიელთა წინააღმდეგობას მასობრივი ხოცვა-ჟლეტით თრგუნავდა. რუსთა მიერ მოკლულ ჩრდილოკავკასიელთა რაოდენობა არ ჩამოუვარდება, უფრო მეტიც, ერთი-ორად აღემატეა „მუჰაჯირთა“ რიცხვს. ამას ემატება სამხრეთკავკასიელთა, განსაკუთრებით ქართველთა განუწყვეტელი ხოცვა-ჟლეტა. დასტურად საკმარისია გავიხსენოთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, XIX ს-ში თითქმის ხშირი და მასობრივი აჯანყებები. სამწუხაროდ, იმ პერიოდში ერთიანი, შეთანხმებული, ორგანიზებული გამოსვლა ვერ მოხერხდა.
„მუჰაჯირობის“ მსხვერპლნი იყვნენ მაჰმადიანი და ქრისტიანი ქართველები: ძირითადად ისტორიულ სამცხე-საათაბაგოსა (150 000) და აფხაზეთის (100 000) მკვიდრნი, ასევე აჭარიდანაც. ქართველ „მუჰაჯირთა“ ნაწილი კვლავ ქართულ პროვინციებში, მაგრამ უკვე თურქეთის შემადგენლობაში მყოფ ტერიტორიაზე დასახლდნენ. დღესდღეობით „მუჰაჯირ“ აფხაზთა შთამომავალნი ცხოვრობენ იორდანიაში, ასევე ჩრდილოეთ საბერძნეთში. არაბულ ქვეყნებში 15 000 აფხაზი ცხოვრობს, თურქეთში 100 000. „მუჰაჯირობა“ ხდებოდა თურქეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის დროსაც.

ხვიჩა ჯოჯუა