კახეთის პატარა ფეოდალები

ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც რეგიონებში წარმომადგენლობით ორგანოებს ხელმძღვანელობენ? რა ქონება აქვთ, რა წარსული და როგორ მოხვდნენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე? ერთი შეხედვით, ადამიანები იმას ირჩევენ, ვინც მათ ბედ-იღბალს წყვეტს, რეალურად კი საკრებულოს თავმჯდომარეებად ბობოლები გვევლინებიან, რომლებსაც იმდენი ქონება აქვთ, რომ, პრაქტიკულად, სხვა სამსახურისთვის დრო არ უნდა რჩებოდეთ, თუმცა დემოკრატიის გასაკვირად ისინი დღეს მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილების მიმღებ პირებად მუშაობენ, პარალალურად კი თავისსავე მუნიციპალიტეტების პატარა ფეოდალები არიან.

რეალურად, მე რომ სოფლად კარგი ეზო-ყურე მქონდეს და 5 სული საქონელიც, ალბათ, კალამს გადავდებდი, იქ წავიდოდი, ვიცხოვრებდი მშვიდად და მართლა უდარდელად. მაგრამ დედამიწის ზურგზე, მხოლოდ და მხოლოდ, 7 ხაზი ვენახი მაქვს და მასზე ამომდის მზეც და მთვარეც _ თავი-ბოლო 15 მეასედია.

დღეს გავიცნოთ კახეთის საკრებულოს პატარა ფეოდალები

დავით ქევხიშვილი

დავით ქევხიშვილი პოლიტიკაში 2012 წლიდან მოვიდა. ამბობენ, მას ზვიადაური ლობირებდაო, თუმცა ცნობილია, რომ მას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ლობირებდა. ქევხიშვილი ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარეობის გარდა ძიუდოს ფედერაციის უფროსიც არის, მისი ქონება კი ასე გამოიუყურება: მიწის ნაკვეთი, 2017 ნასყიდობა 10000GEL სქართველო, ყვარელი; ლამიანები, 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ქალაქი ყვარელი; სოფელი ახალსოფელი, 48039 კვ.მ.; საცხოვრებელი სახლი, ყვარელი, სოფ. ახალსოფელი, 250 კვ.მ.; საცხოვრებელი სახლი, თბილისი, ვარკეთილი, ზემო პლატო, 41-ე კორპ., ბინა #33, 75 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი, ყვარელი, სოფ. გავაზი, 89809 კვ.მ.; მუშა და პროდუქტიული პირუტყვი (კამეჩი), ამჟამად მათი რაოდენობა _ 55 ცალი; Ethereum ელექტრონული ვალუტა _ 130 ცალი; SingularityNET ელექტრონული ვალუტა _ 5000 ცალი; დავით ქევხიშვილს „თიბისი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე დეკლარაციის შევსების დროს ერიცხებოდა 19282,94 ლარი, ხოლო სახელფასო ანგარიშზე სახელფასო 2832 ლარი; ყურძნის რეალიზაციაში აიღო 50000 ლარი; ჯამურად კი ყურძნის რეალიზაცით შემოსავალი შეადგენდა 75000 ლარს.

თამარ ყეინიშვილი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომრე თამარ ყეინიშვილი ახმეტის პარლამენტარ გელა სამხარაულის დეიდაშვილია, მისი ქონება კი შედარებით მოკრძალებულია, ვიდრე ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის: ბინა, ახმეტა, ჩოლოყაშვილის #86, 54 კვ.მ.; ბინა, ახმეტა, ჩოლოყაშვილის #77, 74 კვ.მ; მიწის ნაკვეთი, საქართველო, ახმეტა, ჟალურის უბანი, 600 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი, ახმეტა, სათიანოს უბანი, 4400 კვ.მ.
თამარ ყეინიშვილს ხელფასის სახით 2017 წელს მიღებული აქვს 16200 ლარი.

ნუგზარ პაპიაშვილი

დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი თამაზაშვილის ცოლისძმაა. არც მისი ქონებაა სხვა საკრებულოს თავმჯდომარეებზე ურიგო: ნაკვეთი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელი ქვემო ქედი, ადგილი „შირაქი“, 560000 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ქედი, ადგილი „ალაზანი“, 1420000 კვ.მ.; ბინა, ქალაქი თბილისი, მოსეშვილის ქ. #1, 100 კვ.მ.; საცხოვრებელი სახლი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ქედი, 200 კვ.მ.; არასაცხოვრებელი ფართი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ქედი, 152 კვ.მ.; სოფელი ქვემო ქედი, ადგილი „ალაზანი“, 1000 კვ.მ.
ნუგზარ პაპიაშვილს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობის პერიოდში მიღებული აქვს 28330 ლარი. ნუგზარ პაპიაშვილის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან არსებული შემოსავალი შეადგენს 7000 ლარს.

კარლო ჯამბურია

კარლო ჯამბურია კახი კალაძის დეიდაშვილია. ის დღეს ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარა. აქვს ბინა თბილისში, დიღმის მასივი, მე-5 კვარტალი, მე-14 კორპუსი, ბინა #55, 42 კვ.მ.; ასევე 50%-იანი საცხოვრებელი სახლის მფლობელია ლაგოდეხში, ყაზბეგის ქ. #60-ში; 340 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ლაგოდეხში, ყაზბეგის ქ. #60, 430 კვ.მ.; კარლო ჯამბურიას საცხოვრებელი სახლი ლაგოდეხში, ყაზბეგის ქ. #48, 29,4 კვ.მ., მიწის ნაკვეთი ლაგოდეხი, ყაზბეგის ქ. #48, 503 კვ.მ.
კარლო ჯამბურიას დეკლარაციის შევსების დროს ანგარიშზე ლიბერთი ბანკში ჰქონდა 2000 ლარი. კარლო ჯამბურიას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელად მუშაობის პერიოდში აღებული აქვს 37100 GEL.

ვანო ბერიძიშვილი

გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილის მამა უჩა მამაცაშვილის ახლობელია, მისი ქონება კი ასე გამოიყურება:
მიწის ნაკვეთი, გურჯაანი, სოფელი ბაკურციხე, 1260 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი, გურჯაანი, სოფელი ბაკურციხე, 1000 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი, გურჯაანი, სოფელი ბაკურციხე, 2633 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი 1995 მიწის რეფორმით მიღებული სოფელ ბაკურციხეში, 6001 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი, გურჯაანი, სოფელი ბაკურციხე, 1362,59 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი, გურჯაანი, ბაკურციხე, 790 კვ.მ.; საცხოვრებელი სახლი, გურჯაანი, სოფელი ბაკურციხე, 449 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი, გურჯაანი, სოფელი ბაკურციხე, 1141 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი, გურჯაანი, სოფელი ბაკურციხე, 1700 კვ.მ.
დეკლარაციის შევსების დროს ხელზე ჰქონდა 1000 ლარი. ვანო ბერიძიშვილს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობაში აღებული აქვს 35775 GEL,
სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი შემოსავალი კი 15000 ლარია.

არჩილ თხლაშიძე

არჩილ თხლაშიძე 2010 წლის ივლისიდან 2012 წლის ივნისამდე იყო თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „უმცირესობის“ თავმჯდომარე. 2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლის მარტამდე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა; 2014 წლის მარტიდან 2014 აგვისტომდე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა; 2014 წლის ივნისიდან 2017 წლის ნოემბრამდე თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა; 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა.
დეკლარაციის მიხედვით 2014 წელს უძრავი ქონების სახით ფლობდა 72547.75 კვ.მ. ფართს, კერძოდ კი
მიწის ნაკვეთს: თელავი, კახეთი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩის სამხრეთი მხარე, ფართობი – 500.00 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი თელავი, კახეთი, კურდღელაური, ფართობი – 26 005.45 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი, თელავი, კახეთი, ვარდისუბანი, ფართობი – 46 042.30 კვ.მ.
2017 წლის მონაცემებით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უძრავი ქონება 5-ჯერ გაიზარდა, რამაც ჯამურად 292 857 შეადგინა. დეკლარაციის მიხედვით დღეს თხლაშიძის ქონებას შეადგენს:
მიწის ნაკვეთი, თელავი, სოფ. კონდოლი, 280000 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი, 2016, თელავი, სოფ. თეთრწყლები, 3008 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი, თელავი, სოფ. კურდღელაური, 3227 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი თელავი, სოფ. კურდღელაური, 2018 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი, თელავი, სოფ. კურდღელაური, 2935 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი თელავი, სოფ. კურდღელაური, 10300 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი თელავი, სოფ. კურდღელაური, 14411,77 კვ.მ.; მიწის ნაკვეთი, თელავი, სოფ. კურდღელაური, 2963,09 კვ.მ.; თელავი, სოფ. ვარდისუბანი, 3124,05 კვ.მ.; სოფ. ვარდისუბანი, 4562 კვ.მ.; თელავი, სოფ. ვარდისუბანი, 3332,54 კვ.მ.; თელავი, სოფ. ვარდისუბანი, 3204,12 კვ.მ.; სოფელი ვარდისუბანი, 3188,88 კვ.მ.; თელავი, სოფ. ვარდისუბანი, 4602,68 კვ.მ.; თელავი, სოფ. ვარდისუბანი, 5631,27 კვ.მ.; თელავი, სოფ. ვარდისუბანი, 2110,01 კვ.მ.; თელავი, სოფ. ვარდისუბანი, 3654,64 კვ.მ.; თელავი, სოფ. ვარდისუბანი, 4595 კვ.მ.; თელავი, სოფ. ვარდისუბანი, 1657,37 კვ.მ.; თელავი, სოფ. ვარდისუბანი, 2420 კვ.მ.; თელავი, სოფ. ვარდისუბანი, 2085 კვ.მ.; თელავი, კახეთი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩის სამხრეთი მხარე, 500 კვ.მ.; თელავი, სოფ. ვარდისუბანი, 1873,87 კვ.მ.
ბოლო დეკლარაციის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, მის კუთვნილებაში არსებული ქონების უმეტესობა 2010 წლამდე აქვს შეძენილი ან ჩუქებით მიღებული, თუმცა მის მიერ შევსებულ 2014 წლის დეკლარაციაში არ ჩანს, რომ ის სხვა ქონებასაც ფლობდა.

მაკა მოსიაშვილი