ვისთვის არის პუტინის მონა ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ „ფსბ“-ს აგენტურა?!

10588877_10203780201080899_1830737033_n

ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან მედიასთან გაკეთებულ კომენტარს, სადაც პრემიერ-მინისტრმა შვედეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები მიხეილ სააკაშვილის მეგობართა კლუბის წევრებად გამოაცხადა, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან შესაბამისი რეაქციები მოჰყვა. სააკაშვილის თანაგუნდელებმა ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე გაკეთებული შეფასებებიც დაუწუნეს. „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს კოლაჟის სახით გთავაზობთ:

ჩიორა თაქთაქიშვილი: – „ეს პატარა კაცი, პუტინის მონის მონა! როგორ გინდა ამას ემოციის გარეშე მოუსმინო! გაქცეულებს ძალიან მალე ვნახავთ პუტინს, ივანიშვილს და მის კარისკაცებს. მიხეილ სააკაშვილმა კი 6 წლის წინ გააკეთა ის, რასაც ვერცერთი თანამედროვე პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა, მან არ დათმო საკუთარი ქვეყნის თავისუფლება და ის საკუთარი სიცოცხლის, პირადი პოლიტიკური კარიერის ხარჯზე მარტო დაუპირისპირდა უბოროტეს ძალას, რუსეთს. დღეს ყველა ხედავს, რომ ეს იყო ერთადერთი სახელმწიფოებრივი და სწორი გადაწყვეტილება. დღეს ევროპა ნანობს, რომ მაშინ არ დაუჯერა პრეზიდენტ სააკაშვილს და ვერ შეაჩერა რუსეთის მორიგი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ეს კი რა სისულელეებს როშავს!“

ზურაბ ჭიაბერაშვილი : „ – ის, ვინც ამბობს, რომ შეიძლებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება, ირიბად ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. უბრალოდ, ბოლომდე ვერ გაიტანეს კრემლის ნარატივი და ასე ფარულად, როგორც მხდალ მოღალატეებს სჩვევიათ, ცდილობენ ამ ნარატივის დამკვიდრებას. არადა საკითხი მარტივია: ცხინვალის უბრძოლველად დათმობას (6-ში უკვე მოგვიკლეს და დაგვიჭრეს სამშვიდობოები და მოსახლეობა) მოყვებოდა შეტევა კოდორზე, კოდორის უბრძოლველად დათმობას – გალიდან მოსახლეობის გამოყრა. და სწორედ ის ხალხი, ვინც ომის დაწყებაში საქართველოს სდებს ბრალს პირდაპირ თუ ირიბად, სწორედ ისინი საპროტესტო აქციებს მოაწყობდნენ თბილისში სრულიად საპირისპირო ნარატივით: როგორ არ იცავს ხელისუფლება ქვეყანას. ამოცანად კრემლს და მის ქართველ სატელიტებს საქართველოს მთავრობის დამხობა ჰქონდათ: ომის პირობებდი თუ ომისგან თავის არიდების გამო.“

ალექსანდრე კახა ლომაია: „ – როდესაც ამდენი მეგობარი, ასე დაჟინებით, დამარცვლით და დაღეჭილად გიხსნის, რომ დღეს და აქ ოპოზიციის დევნის სასწორის მეორე მხარეს საქართველოს სახელმწიფოს არსებობა-არარსებობა დევს, მერე ნურავინ იტყვით – „ქართული ოცნების” ფსბ-ს აგენტებო და „ლეღვის ფოთლებო”, და, რაც მთავარია, მათო მხარდამჭერებო და „შუაშისტებო”, ნურავინ იტყვით, რომ „არ იცოდით”, „არ გეგონათ”, „აბა, რას წარმოიდგენთით”, რომ საქმე ასე ს-ე-რ-ი-ო-ზ-უ-ლ-ა-დ-ა-ა!“

გიორგი კანდელაკი: „ – საქართველოს მთავრობის მეთაური თავს ესხმის და აბუჩად იგდებს საქართველოს ინტერესების ორ მთავარ დამცველს, პუტინისტური „სუვერენული დემოკრატიის“ სტილში. კარლ ბილდტი არის ევროკავშირის გაფართოების ერთ-ერთი არქიტექტორი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შემქმნელი და იმ ასოცირების ხელშეკრულების გამომგონებელი რომელსაც ზარ-ზეიმით მოაწერა ხელი ჰაკიმმა. ლინას ლინკიავიჩიუსი კი რვა წელი იყო ლიტვის ელჩი ნატოში. ყოველთვის ხმალამოღებული იცავდა საქართველოს მათ შორის 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე და ომის დროსაც, პრეზიდენტ ადამკუსთან ერთად. დღეს კი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრია და სწორედ მისი ძალისხმევით დაასრულა საქართველომ მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულებაზე მოკლე ვადაში. საქართველოს უბრალოდ პუტინისტური მთავრობა ყავს. წერტილი.“