გორლოვკაში ჩამოგდებული МиГ-29-ის ეკიპაჟი ამბოხებულებმა ტყვედ აიყვანეს

1406733105_ukrainskie-vvs

დონბასში ფედერალიზაციის მოთხოვნით ამბოხებულების მიერ ჩამოგდებული , უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი ავიაგამანადგურებელის МиГ-29-ის ეკიპაჟი, დონეცკელმა ამბოხებულებმა ტყვედ აიყვანეს და დაკითხვის მიზნით შტაბში გადაიყვანეს. ინფორმაციას სააგენტო ,,Интерфакс“-ი ავრცელებს. ,,ჩვენ ვადასტურებთ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ავიაგამანადგურებელის ჩამოგდებას. მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა ივაჟკაცეს და ამჟამად ისინი დაკითხვაზე არიან გაყვანილი. მალე გაირკვევა, თუ რა ტიპის დავალებას ასრულებდნენ  МиГ-29-ის მფრინავები, ვფიქრობთ ბევრ საიდუმლოს აეხდება ფარდა“ – აცხადებენ ამბოხებულთა შტაბში. რამოდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით, დონეცკელმა ამბოხებულებმა, გორლოვკასთან ახლოს უკრაინული МиГ-29-ს ჩამოგდება შეძლეს.