დონეცკელმა ამბოხებულებმა უკრაინული МиГ-29-ა ჩამოაგდეს

1297626258_mikoyan-gurevich-mig-29_vol-1-1

დონეცკის ოლქში, ფედერალიზაციის მოთხოვნით ამბოხებულებმა, უკრაინის თავდაცვის უწყების კუთვნილი ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავი МиГ-29 ჩამოაგდეს. ინფორმაციას ქვეყნის ძალოვანი უწყების წარმომადგენელზე ვლადისლავ სელეზნიოვზე დაყრდნობით, სააგენტო «Интерфакс»-ი ავრცელებს. ,,უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი საჰაერო ავიაგამანდგურებელი МиГ-29-ა ადგილობრივმა ,,ტერორისტებმა“, სავარაუდოდ «Бук»-ს კლასის საზენიტო, სარაკეტო კომპლექსის საშუალებით ჩამოაგდეს. ავიაგამანადგურებელი სავარაუდოდ გორლოვკის მიდამოებში ჩამოვარდა. თვითმფრივანის ეკიპაჟმა დროულად მოახერხა კატაპულტირება და დედამიწაზე დაშვების შემდეგ მათთან კავშირის დამყარებაც მოხერხდა, ამჟამად მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო სამუშაოების წარმოება“ – აცხადებს სელეზნიოვი.