ახალი დეტალები ცეცხლის ალში გახვეული ოქროყანიდან!

10583810_10203773544354485_6555744625675515993_n

ოქროყანის ტერიტორიაზე მუშაობდა „ქრონიკა+”-ის ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი, რომელიც აგრეთვე ცხოვრობს აღნიშნულ ტერიტორიაზე. მისი ინფორმაციით: „ – ხანძრის კერა სოფელ ოქროყანაში უშიშროების სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა, მაგრამ რატომღაც მუდმივად პატრულირების არეალში მოქცეულ ტერიტორიაზე, სამხედროებმა ვერც ხანძარი შენიშნეს და ვერც ცადავარდნილი კვამლი. ოქროყანის მოსახლეობამ 112-ის სამსახურში მაშინვე დაიწყო რეკვა, ანუ 16.40-წუთიდან, თუმცა ორი სახანძრო მანქანა მაინც საათისა და 15 წუთის შემდეგ გამოჩნდა. ხანძრის კერის ლოკალიზება სრულად არ უზრუნველყო სახანძრო სამსახურმა და ამიტომ ძლიერი ქარის მეშვეობით, ცეცხლის ალი რამდენიმე წუთში სწრაფად მოედო გარშემო ტყის მასივს. მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი სრაფად გავრცელდა, საქართველოს ხელისუფლებას ავიაცია 19.50 წუთამდე არ გამოუყენებია. ვიდრე ხანძარი კუს ტბისა და ანძის ტერიტორიამდე არ გადავიდა, თავი არავის შეუწუხებია. ადგილზე მისულმა ნარმანიამ კი იცრუა, რომ ტყის მასივი არ იწვისო, რადესაც მოსახლეობა ისედაც გადამხმარ ტყის მასივებს საკუთარი თვალით უყურებდა როგორ იწვოდა და იმაზე სწუხდა, რომ უყურადღებობით გამხმარ ტყეს და მასში გავრცელებულ ხანძარს ავიაცია კი არა, მამაღმერთი ვერ უშველიდა. ამ წუთში ოქროყანის თავზე ვერტმფრენები დაფრინავენ და უკვე განადგურებულ ჰექტრობით ტყეს წყლის ჭავლით აქრობენ, ტერიტორიაზე შეყვანილია საჯარისო შენაერთი და დარჩენილი კერების ლოკალიზებას ახდენს” – აცხადებს „ქრონიკა+”-სთან ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი, რომელსაც მუშაობის საშუალებას მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი არ აძლევდა, ხოლო დავით ნარმანია პროვოკატორობაში ადანაშაულებდა.