ნატო რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობას წყვეტს

165

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფორგ რასმუსენმა, უკრაინის პარლამენტის სპიკერთან, ალექსანდრე ტურჩინოვთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ალიანსი რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობას წყვეტს. ინფორმაციას უმაღლესი რადას პრესსამსახურზე დაყრდნობით სააგენტო ИТАР-ТАСС-ი ავრცელებს. ,,ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი რუსეთის ფედერაცისთან თანამშრომლობას წყვეტს და ნატოს წევრი, ყველა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ასამაღლებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ. პარალელურად გაათმაგდება, უკრაინასთან სტრატეგიული თანასმრომლობის პაკეტით გათვლილი გეგმის განხორციელება. უკრაინა ნატოს სამიტი, რომელიც სექტემბერში უნდა გაიმართოს, საშუალებას მოგვცემს ჩვენი ურთიერთობები უფრო პროდუქტიულ ასპექტში წარმოვაჩინოთ. უკრაინა რეფორმების განხორციელების გარეშე ფეხზე ვერ წამოდგება, განსაკუთრებით დასახვეწია სამხედრო სფერო და ამ ყველაფერში ქვეყნის პარლამენტმა (რადა) დიდი როლი უნდა ითამაშოს“ – განაცხადა რასმუსენმა.