„ოქროყანის” ტყის მასივი იწვის!

10583810_10203773544354485_6555744625675515993_n

როგორც „ქრონიკა+”-სთვის გახდა ცნობილი, თბილისის შემოგარენში, კერძოდ ოქროყანის ტყის მასივი ამ დრომდე „გაურკვეველი” მიზეზის გამო გადახმა. „პანორამა თბილისის” არეალში მოქცეული ეს ტერიტორია ამჟამად იწვის, რომელიც მოიცავს როგორც ნაკვეთებს, ისე ფუნიკულიორის ტერიტორიას. აღნიშნული ტერიტორიიდან ასიოდე მეტრში, როგორც „ქრონიკა+”-ს წყარო უცხადებს, სახელმწიფო უშიშროების ქვედანაყოფი ბაზირებს. გაჩენილ ხანძარს მხოლოდ ორი საძანძრო მანქანა აქრობს და ამ დრომდე საგანგებო სიტუაცია არ გამოცხადებულა. წყარო ასევე აცხადებს „ქრონიკა+”-სთან, რომ იმ ადგილს საიდანაც ხანძარი გაჩნდა, რატომღაც ლოკალიზებას არ უკეთებენ და მხოლოდ მიმდებარე პერიმეტრზე მუშაობს სახანძრო ჯგუფი.