კიევში მეტროსადგური და რამოდენიმე სავაჭრო ცენრია დანაღმული

feature_570a7f67679389698b160fdbe7129865

კიევში მეტროსადგური ,,პეტროვკა“ და რამოდენიმე სავაჭრო ცენტრია დანაღმული. ინფორმაციას კიევის შინაგანი უწყების, ცენტრალური სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს. ,,დღეს უწყებაში სპეც ხაზის გამოყენებით, ხუთი ზარი შემოვიდა, ინფორმატორების განცხადებით, კიევში მდებარე რამოდენიმე სავაჭრო ცენტრი და მეტროსადგურია დანაღმული. მითითებულ ადგილებზე მილიციის სპეციალური დანაყოფებია გასული. მიმდინარეობს შემოწმებითი სამუშაოები“ – ნათქვამია განცხადებაში. ბოლო ინფორმაციით, მეიდანზე ,,საცხოვრებლად“ გადმოსულმა აქტივისტებმა, კომუნალური სამსახურების მცდელობა, გაესუფთავებიათ უკრაინის დედაქალაქის ცენტრი ,,წარამეტბით“ მოიგერიეს და მათვე უკან მილიციის რაზმებიც მიაყოლეს. ქალაქის ცენტრში ხანძარი გიზგიზებს, ,,მეიდანელები“ გააფთრებული სისწრაფით ბარიკადებს აგებენ. წინასწარი ვარაუდით დღეს გვიან ღამით, ევროინტეგრაციის მომხრეები კიევის საქალაქო ადმინისტრაციის შენობას დაიკავებენ.