,,მეიდანელები”კიევის მერიას უტევენ

g1

კიევის მერია სრული შემადგენლობით ევაკუირებულია. არსებობს საშიშროება ე.წ.  ,,მეიდანელებმა“ ქალაქის ადმინისტრაციის ცენრალური შენობა შტურმით აიღონ. ინფორმაციას კიევის საქალაქო ადმინისტრაციის პრეს მდივანზე ოლესია ოსტაფიევზე დაყრდნობით, სააგენტო Вести.ua – ავრცელებს. პრეს მდივნის განცხადებით ,,კიევის ცენტრში, ხრეშატიკზე მდებარე შენობაში მომსახურე პერსონალის მესამედი იყოფებოდა, მათ დროულად მოასწრეს პირადი ნივთების, კომპიუტერებისა და სათანადო დოკუმენტების შენობიდან გამოტანა, ამჟამად შენობა ცარიელია. ჩვენთან შემოსული ინფორმაციით, მეიდანზე ისევ ხანძარი ბობოქრობს და იქ ფაქტობრივად საცხოვრებლად გადმოსული მოსახლეობის ნაწილი ისევ ბარიკადებს აგებს. არსებობს საშიშროება, მომიტინგეებმა ადმინისტრაციის შენობა ისევ დაიკავონ, საბედნიეროდ ჩვენ მოვახერხეთ და შენობიდან ყველა სათანადო დოკუმენტი და ტექნიკური აღჭურვილობა გამოვიტანეთ. ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სამსახური დარჩა“ – აცხადებს ოსტაფიევა. 7 აგვისტოს დილით, კიევის კომუნალურმა სამსახურებმა, მეიდანზე განთავსებული რამოდენიმე კარავის დაშლა დაიწყო. მომიტინგეებმა მათი ქმედება გააპროტესტეს და მანქანის საბურავებს ცეცხლი წაუიკიდეს. სამართალდამცავებმა ,,მეიდანელების“ წინააღმდეგ ხმის ჩამხშობი, მხჩოლავი ყუმბარები გაისტყორცნეს და ამის შემდეგ , ორმხრივი შეტაკებაც დაიწყო. კიევის ცენტრი კვლავ ცეცხლშია გახვეული, მოსახლეობა ისევ ბარიკადებს აგებს. ცნობილი მოვლენების დროს, მეიდანელებმა ქალაქის საქალაქო ადმინისტრაციის შენობა პირველად 2013 წლის 1 დეკემბერს დაიკავეს, 2014 წლის მარტში, პროტესტანტებმა შენობა დატოვეს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მათი განცხადებით, ისინი კვლავ დაიკავებდნენ აღნიშნულ ტერიტორიას. ქალაქის ახალმა მერმა კლიჩკომ, მათ რამოდენიმეჯერ შესთავაზათ ადგილის გათავისუფლება და უფრო კომფორტულ გარემოში, კიევთან ახლოს სანატორიუმში გადასვლა, თუმცა კიეველმა ,,პროტესტანტებმა“ შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით კიევის ცენტრში ,,ამბოხებულები“ მერიის შენობის დაწვით იმუქრებიან.