მოსკოვში ,,კანონიერი ქურდი” სერგეი ასატრიანი (ბენტლი) სცემეს

10589485_345697102262087_854801925_n

როგორც ინერნეტ გვერდი «Прайм Крайм»-ი იუწყება, მოსკოვში გავლენიანი ,,კანონიერი ქურდი“ სერგეი ასატრიანი (სერიოგა ბენტლი) სცემეს და ამჟამად ის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. სამართალდამცავების ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, სერგეი ასატრიანის ინტერესის სფეროში, მოსკოვის ერთ-ერთი პრესტიჟული ავტოსალონის ქსელი მოექცა. რამდენიმე დღეში მას დაღესტანელი ავტორიტეტი ზედმეტსახელად ,,ამინ“ დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნული ქსელების ე.წ. ,,კრიშაა“ და ტერიტორიული ინეტრესებით შეპყრობილ კრიმინალს, არსებული ვითარების თაობაზე ,,დიალოგი“ შესთავაზა. სასაუბროდ მხარეებმა ,,პოკლონნაია გარა“ შეარჩიეს. დათქმულ დროს დათქმულ ადგილზე ,,ქურდული სამიტის“ მონაწილე მხარეები თანმხლები პირებით მივიდნენ, თუმცა მშვიდი საუბარი არ შედგა და დიალოგი ჩხუბში გადაიზარდა. როგორც გაირკვა, დაღესტნელებმა ფიზიკური სიძლიერით დაჩაგრეს ,,მოწინააღმდეგე“ და საბოლოოდ ყველაზე მეტი სერგეი ასატრიანს ( ბენტლი) მოხვდა. ის გონებადაკარგული რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. სერგეი ასატრიანი რუსეთის ფედერაციაში, გავლენიანი ,,კანონიერი ქურდის“ ედუარდ ასატრიანის (ასეტრინა) შვილია, რომელიც აქ, გარდაცვლილი ასლან უსოიანის (დედ ჰასანი) უახლოეს გარემოცვას წარმოადგენდა. რაც შეეხება თავად ასატრიან-უმცროსს, ქურდული სამყარო მას დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტებისთვის, ციხეებში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ანდობდა, რომლებიც სასჯელს როსტოვის ოლქში იხდიან. თუ როგორ განვითარდება მამა-შვილი ასატრიანების მცდელობა, ე.წ. ,,აბაროტზე“ და რომელიც ეჭვგარეშეა, რომ უპასუხოდ არ ჩაივლის, ჯერჯერობით, ექიმებსა და მკურნალობის კურსზეა დამოკიდებული.