პოროშენკომ არმიის აღჭურვაზე ყველა პასუხისმგებელი პირი სახლში გაუშვა

poroshenko1

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც თანამდებობებიდან გათავისუფლდა ყველა ის პირი, რომლებიზ ზურგიდან არმიის შეიარაღებაზე და სხვადასხვა ტიპის მომსახურეობაზე იყვნენ პასუხისმგებელნი. ინფორმაციას РИА «Новости» – ავრცელებს. ,,ჩემი ბრძანებით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ყველა ის პირი, ვინც კი პასუხისმგებელი იყო არმიის იარაღით მომარაგებაზე და სხვადასხვა ტიპის მომსახურეობაზე, თანამდებობებიდან გაათავისუფლა. განაცხადა პოროშენკომ უკრაინული არმიის დამხმარე ,,ვოლონტიორებთან“ შეხვედრის დროს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე რამოდენიმე საათით ადრე, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ანდრეი ლისენკომ, გასული დღე-ღამის მანძილზე დონბასში დაღუპული სამხედრი პირების რაოდენობა გაასაჯაროვა. უკანასკნელი მონაცემებით საომარი მოქმედებების დროს გასულ ღამეს  20 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 60 კი მძიმედ დაიჭრა.