კოლომოისკი მოხალისეთა ბატალიონებს (,,აზოვი”და შახტიორსკი”) დაფინანსებას უჩერებს

RIAN_02467702.HR.ru-pic510-510x340-81460

უკრაინაში ახალი პოლიტიკური სკანდალი მომწიფდა. იგორ კოლომოისკი, ეგრეთწოდებულ ,,ანტიტერორისტულ ზონაში“ უკრაინელი მოხალისეებით დაკომპლექტებულ ბატალიონებს ,,აზოვი“და შახტიორსკი“ დაფინანსებას უწყვიტავს. მიზეზად უკრაინელი ოლიგარქი რადიკალური პარტიის წევრის ოლეგ ლიაშკოს ბატალიონებთან კავშირს ასახელებს. პოლიტიკური ექსპერტების განცხადებით, ოქტომბრის თვეში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მოსაგებად, ბრძოლა უკვე დაიწყო და გადამწყვეტ ფაზაში შედის. თავად ლიაშკოს გარემოცვა კოლომოისკის ომში ფულის კეთებაში ადანაშაულებს. უკრაინული სოციალური ქსელები ახალ სკანდალზე საუბრობენ. დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის მოადგილემ იგორ კოლომოისკიმ (ბორის ფილატოვი) მოხალისეთა ბატალიონების დაფინანსებაზე უარს აცხადებს და ლიაშკოს დონბასში მოგზაურობის თავის შეკავებისაკენ მოუწოდებს. ,,სამხედრო ბატალიონებს ,,აზოვსა“ და ,,შახტიორსკს“დაფინანსება შეუწყდებათ, მანამ სანამ ისინი სახალხოდ ბოდიშსს არ მოიხდიან ,,შახტიორსკის “ბატალიონის მეთაურის ანდრეი ფილოლენკოს განცხადებებზე და ,,აზოვის“ არამზადა ფაშისტური იდეებით შეპყრობილი მეთაურის თანაშემწის, იგორ მოსიიჩუკის სიტყვებზე. მე ფულის კეთება სხვაგან ვიცი ომი კი იძულებითი ნაბიჯია, რომელიც ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ამ ეტაპზე. მოდით აწი ,,აზოვი“ და ,,შახტიორსკი“ ლიაშკომ დააფინანსოს, მანვე გაარემონტოს ტექნიკა, ჩააცვას სამხედროებს და კეთილი ინებოს ავტომატით ხელში მათ გვერდით იომოს. შენ კი ლიაშკო, გირჩევ ჩვენი თვალთახედვის არეალში არ გამოჩნდე, ეს ხომ სიცოხლისათვის საშიშია“ – წერს ფილატოვი (კოლომოისკი) საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.