მეცნიერების მტკიცებით c ჰეპატიტი 22 წელიწადში საერთოდ გაქრება

pechen.jpg

ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, 22 წლის შემდეგ C ჰეპატიტი პრაქტიკულად გაქრება და იშვიათი დაავადებების თანრიგში გადაინაცვლებს. ინფორმაცია ჟურნალ Annals of Internal Medicine –  გაავრცელა. აღნიშნულ დასკვანმდე მეცნიერები, კომპიუტერული კვლევების შესწავლის შემდეგ მივიდნენ, რომლითაც დღემდე არსებული ყველა მეთოდის შედეგი გამოთვალეს. განსაკუთრებული ადგილი, დაავადების ინკუბაციის პროცესს დაეთმო. მათი მტკიცებით 2036 წელს სკრინინგის წყალობით, რომლის საშუალებითაც დაავადების სისხლით გადაცემა აღმოიფხვრება, C ჰეპატიტი საბოლოოდ გაქრება. ამჟამად C ჰეპატიტი, ღვიძლის კიბოს ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი დაავადებაა. დღევანდელ მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება აღნიშნული ვირუსით, რომელთა რისკის ფატორი ღვიძლის ციროზზე ან ღვიძლის კიბოზე გადის.