ისრაელს ღაზას სექტორიდან ჯარი გამოჰყავს

pic_cd7f011b1927e3f5ae161a8c40a229c4

ისრაელის ხელისუფლებამ ღაზას სექტორიდან ჯარის გამოყვანა დააანონსა. ,,ჰამასთან“ დროებითი დაზავების ვადის ამოწურვამდე, ისრაელი სამხედრო შენაერთებს ღაზას სექტორის საზღვართან განალაგებს. ინფორმაციას ისრაელის არმიის სპიკერზე პიტერ ლერნერზე დაყდრნობით სააგენტო ,,Agence France-Presse“ – ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა ღაზას სექტორის დროებით დატოვება ,,ჰამასთან“ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიღწევის შემდეგ გადაწყვიტა. აღნიშნული შეთანხმება ეგვიპტის შუამავლობით მოხერხდა. სახმელეთო ოპერაცია ღაზას სექტორის ტერიტორიაზე ისრაელმა 17 ივლისს დაიწყო. მანამდე ისრაელის არმია საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით, პალესტინის ავტონომიის აღნიშნულ რეგიონს, ინტენსიურად ბომბავდა. სამხედრო ოპერაციამ დღემდე 1700 პალესტინელის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ისრაელის მხარემ 70 მეომარი დაკარგა.