„გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის, არ გეკუთვნის, მაგრამ გეკუთვნისო“

„ქრონიკა+“-ს ისევ ეწვია ქალბატონი მანანა რისბერგი და მასთან დაკავშირებულ უსამართლობაზე ისაუბრა. ჩვენ ამ თემაზე ადრეც ვწერდით, იმედია, ამ ყველაფერს გამგები გაიგებს და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს. ქალბატონი მანანას მონაყოლს პირდაპირ გთავაზობთ, სადაც ავტორის სტილი დაცულია.

_ 2017 წლის 11 აპრილს გაზეთ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნდა ჩემი წერილი: „სისხლის სამართლებრივი წარმოება, რომელიც, ერთდროულად, სასაცილო და დამამცირებელია“. სწორედ ერთ-ერთი სს საქმე #322060336-დან ვისაუბრებ იმ დარღვევებზე, რომელიც დღემდე ძალაშია და თუ ამჟამად მაინც არ დაინტერესდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურა, იქნებ, ვინმემ მაინც მირჩიოს, ბოლოს და ბოლოს, რა ხდება სამართალდამცველ ორგანოებში. მათი მიკერძოებით და დაფარვებით რამდენი უწყება და საჯარო მოხელე სარგებლობს, რომ თავიანთი ინტერესები განახორციელონ. მაგრამ ეს ყველაფერი, საბოლოოდ, ხომ მაინც გამომჟღავნდება? გამომჟღავნდეს რა, მერე იტყვიან, ხანდაზმულია თქვენი საჩივარი და ასე დარჩება გაყალბებული დოკუმენტები, სანამ ვიღაც სერიოზულად არ დაზარალდება.
ყოველთვის საზოგადოებას გადმოსცემენ, რომ ბანკები ატყუებენ მოქალაქეებს, მაგრამ ბანკებიც რომ შეჰყავთ შეცდომაში? სწორედ ამის შესახებ გადავწყვიტე, დეტალურად მოვაწოდო ინფორმაცია საზოგადოებას და ბანკებს, თუ როგორი წვალებით ვცდილობ ამ წლების განმავლობაში, სიმართლე გაირკვეს და ის დოკუმენტები შესწორდეს, რისთვისაც უნდა იმსჯელოს სასამართლომ და სხვა უწყებებმა.
_ კიდევ ერთხელ გვითხარით, კონკრეტულად, რა ხდება?
_ 2006 წლის 5 სექტემბერს შს მცხეთის სამმართველოში აღიძრა სს საქმე #032060936, სსკ-ის 180-ე მუხლის I ნაწილით, დანაშაულის ჩადენის თარიღი 1997 წ. 14 იანვარია. ამ დროს შედგა მცხეთის #2 სანოტარო ბიუროში ნასყიდობის ხელშეკრულება ჩემსა და ცირა სოხაშვილს შორის. მყიდველი სწორედ ცირა სოხაშვილი იყო, ჩემი და მისი მეუღლის, თამაზ სოხაშვილის მოლაპარაკების თანახმად, მათ უნდა გადმოეცათ ჩემთვის 80000 დოლარი. აქედან 75000 დოლარი გადმომცეს, ხოლო 5000 დოლარი, რომელიც მე მეკუთვნოდა, იმ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დასჭირდებოდათ, რაც ამ თანხას დაეკისრებოდა, ე. ი. 80000-სს. მათ უნდა ეჩვენებინათ მთლიანი თანხა, რადგან საზღვარგარეთ მივდიოდი და საჭირო იყო ამ თანხის წარმომავლობის დეკლარაცია.
საქმეს აწარმოებდა გამომძიებელი კობა ცერცვაძე, ხოლო პროკურორი იყო კობა სირაძე. მათ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმ პერიოდში ფინანსური პოლიციისთვის უნდა ეცნობებინათ, მაგრამ, რატომღაც, არ აცნობეს და ცირა სოხაშვილს მიეცა დრო, რომ მის სახლზე უძრავი ქონების რეგისტრაცია მოეხდინა. 1997 წ. 14.01. ხელშეკრულებაში მან უჩვენა შეძენის თანხა 18000 ლარი, რაზედაც 630 ლარი გადაიხდა. სწორედ ეს იყო გამომძიებლისა და პროკურორის მიერ საქმის აღძვრის მოტივი თაღლითობის მუხლით.
პირველი შეკითხვა ყოველთვის გახლდათ, _ როგორ, ხელშეკრულება არ წაიკითხე და ისე მოაწერე ხელი? დიახ, არ წამიკითხავს, ვინაიდან ნოტარიუსმა თინათინ კობერიძემ არ წამაკითხა, მან მხოლოდ მითხრა: შევსებულ ხელშეკრულებაზე მეორე გვერდზე მოაწერე ხელიო და მეც და ცირა სოხაშვილიმაც მოვაწერეთ ხელი ისე, რომ არ წაგვიკითხავს.
ცირა სოხაშვილმა ნოტარიუსთან მიიტანა ტექბიუროს უფროსის, აწგარდაცვლილ გენადი ქობულაშვილის მიერ გაცემული ცნობა #408 14.01.1997 წ., რომ მე 1995 წლის 25 ივლისის სანოტარო ხელშეკრულება #2-334-ის თანახმად მაქვს საკუთრებაში 2-სართულინი სახლი 5 ოთხი _ 88 კვ.მ. საცხოვრებელი და დამხმარე 39 კვ.მ ფართი. საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე, 1564 კვ.მ ქ. მცხეთა, აღმაშენებლის ქ. #68-ში. ამ ცნობასთან ერთად ცირა სოხაშვილს გადასცა ჩუქების ხელშეკრულება 25.07.1995 წ. როდესაც დედამ, ნუნუ რისბერგმა, ეს უძრავი ქონება მაჩუქა.
ნაჩუქრობასთან დაკავშირებით ტექბიუროს უფროსმა, გენადი ქობულაშვილმა დედას, ნუნუ რისბერგს, ცნობა მისცა ნოტარიუსთან წარსადგენად (15.06.1995 წ. #184), რომ მას აქვს კერძო საკუთრება ქ. მცხეთა, აღმაშენებლის ქ. #68-ში მიწის ნაკვეთზე, 1564 კვ.მ 5 ოთახი, 88 კვ.მ და დამხმარე ფართი 39 კვ.მ. ამ ქონების საკუთრების დამადასტურებელ საბუთად კი უჩვენა 1963 წლის 7 თებერვლის #262 სანოტარო ხელშეკრულება. დედას ასევე გადასცა ამ ხელშეკრულების ასლი, რომელიც წარადგინა ნოტარიუსთან. ნოტარიუსის მითითებით გამოვცხადდით ორივე და უკვე დაბეჭდილ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. ნოტარიუსმა არ წაგვაკითხა, სახლში მისვლისას ვნახე, რომ მისამართის ნომერი აღმაშენებლის ქ. 66-ის ნაცვლად ეწერა #68. მე დედას ტექბიუროში წარსადგენად მის სახელზე გაცემული ექსპლუატაციაში მიღების აქტი გავატანე 1994 წლის 25 მაისს, სადაც მისამართი წერია აღმაშენებლის ქ. 66 და ყველა მონაცემი, სახლის 5 ოთახი, 88 კვ.მ საცხოვრებელი და 39 მ2 დამხმარე და სხვ. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ავტოსადგომი, რომელიც ცალკე გეგმით არის გაცემული ჩუქებაში, არ დაფიქსირებულა.
ე. ი. შეცდომა დაშვებულია ტექბიუროდან და შემდგომ ნოტარიუსს, თინათინ კობერიძეს რომ წაეკითხა ტექბიუროს მიერ დედაზე გაცემული ხელშეკრულება (1963 წ. 7 თებერვალს და ცნობა 15.06.1995 წ. #184), ერთი თვის განმავლობაში ის დაადგენდა, რომ 1963 წელს ხელშეკრულებით ნუნუ ხიტალიშვილს შემდგომში (რისბერგს) ჰქონდა ერთი ოთახი და სარდაფი და ტექბიურომ რის საფუძველზე გასცა მის საკუთრებად 5 ოთახი და დამხმარე 39 კვ.მ? ან რას ნიშნავდა საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთი 1564 კვ.მ? დედას მაშინვე ვუთხარი, მისულიყო და შეესწორებინა ყველა დაშვებული შეცდომა.
ამ ჩუქების ხელშეკრულების შესახებ ჩემმა აწგარდაცვლილმა დეიდებმაც, გულჩორა და ქალთამზე მრევლიშვილებმაც იცოდნენ და მიხვდნენ, რომ დედას მიწის ნაკვეთშიი საერთო-სარგებლობის 1564 კვ.მ შედიოდა სწორედ ის მიწა და სახლი, რომელიც ეკუთვნოდა მამაჩემს ზაქარია ხიტალიშვილს, ჩემი ოჯახის 4 წევრის საკუთრება იყო 950 კვ.მ. და ჩემი დეიდები არაკანონიერად ფლობდნენ, როგორც საცხოვრებელ სახლს, ისე მიწის ნაკვეთს. ცირა სოხაშვილმა ჩემგან 1997 წ. შეიძინა 600 კვ.მ ნაკვეთი და არა 1564 კვ.მ. ამ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნოტარიუსმა აღმაშენებლის ქ. 66-ის ნაცვლად ჩემი მისამართის ნომერი ჩაწერა აღმაშენებლის ქ. #6. ე. ი. ერთი ექვსიანი დაინახა ორის ნაცვლად, ხელშეკრულება შეადგინა მისი ხელით.
როდემდე შეიძლება ასეთი პრიმიტიულობა ავიტანო, როდემდე შეიძლება ერთი და იგივე ვამტკიცო და ვერ დავამტკიცო?
_ ამ გაუგებრობამ სადამდე მიგიყვანათ?
_ დავუბრუნდები 2006 წელს, როდესაც პროკურორმა არ აცნობა თაღლითობის შესახებ საფინანსო პოლიციას. თუ რატომ დაფარეს, ეს თქვენთვის მომინდვია… და ასევე, 2007 წლის 19 მარტს პროკურორმა ირაკლი შანიძემ, როდესაც დადგენილება მიიღო სს საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, ხომ აღნიშნა, რომ ცირა და თამაზ სოხაშვილებმა ბინის შეძენისას გადამიხადეს 75000 აშშ დოლარი, რატომ დაფარა, რომ ხელშეკრულებაში დაფიქსირდა 18000 აშშ დოლარი, როდესაც მყიდველის მიერ გადახდილი იყო 630 ლარი? რატომ? ეს უკვე მეორე პროკურორია, რომელმაც სახელმწიფო ინტერესები კი არა, ცოლ-ქმრის ინტერესები დაიცვა. რაც შეეხება მათ მიერ გადახდილ 75000 დოლარს, ეს მე დავამტკიცე და პროკურორი იძულებული გახდა, რომ ვერ დაეფარა, თორემ ცოლ-ქმარი თვითონ საწინააღმდეგოს ხომ არ დაამტკიცებდა?
ნოტარიუსმა თინათინ კობერიძემ 2007 წლის 6 მარტს მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ სახლის ნომერი არის მექანიკური შეცდომა, ნასყიდობის ხელშეკრულებაში 66-ის ნაცვლად რომ ჩაწერა #6 და რომ მე მას ვთხოვდი მიწის გაყოფას, იგი ამას ვერ გააკეთებდა, ვინაიდან ხელშეკრულება ჩვენ _ მხარეებს უნდა წაგვეკითხა. მაგრამ ის, რომ მან არ მოგვცა ხელშეკრულება და არ წაგვაკითხა, ადასტურებს მისივე განმარტება, რომ 2002 წლიდან დაევალათ ნოტარიუსებს წაუკითხონ მხარეებს სანოტარო ხელშეკრულებები, ე. ი. მან არ მომცა ხელშეკრულებები წასაკითხად არც 1995 წელს და არც 1997 წელს. დავინტერესდი, ცირა სოხაშვილმა თუ შეასწორებინა ან მიმართა ნოტარიუსს? ამიტომ ორი წლის შემდეგ შეკითხვით მივმართე ნოტარიუსს.
ამავე ნოტარიუსმა 1999 წელს 5 ივნისს #1-1019 მომცა ცნობა, რომ მე გავყიდე საცხოვრებელი სახლი 1997 წლის 14 იანვარს, მდებარე აღმაშენებლის ქ. #66-ში, რომელიც მაჩუქა დედამ, ნუნუ რისბერგმა 1995 წლის 25 ივლისს. თუ როგორ იცრუა ნოტარიუსმა, ცხადია, ორი ხელშეკრულებიდან, სადაც ნაჩუქარი და გაყიდული სახლის მისამართია აღმაშენებლის ქ. #68, რატომ გასცა ცნობა #66-ით? მაგრამ ყველაზე სამარცხვინოა 2008 წლის 13 მაისს ნოტარიატის სამმართველოს უფროსის, ინგა ქომეთიანის გაცემული ცნობა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ თინათინ კობერიძის მიერ გაცემულ ცნობაში დაშვებული უზუსტობა სახლის #68-ის ნაცვლად ჩაიწერა #66. ნოტარიუსმა ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ იმ დროისთვის არ ჰქონდა კომპიუტერი, მანანა რისბერგმა მიუტანა დაბეჭდილი ცნობა და ნოტარიუსმა, ვინაიდან ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებები მასთან იყო გაფორმებული, ხელი მოაწერა აღნიშნულ ცნობას, სახლის ნომერი არსებითად არაფერს ცვლის, არ წარმოადგენს დავის სგანს და რაც მთავარია, არ ზღუდავს და არ არღვევს მანანა რისბერგის უფლებებს.
ცხადია, მანაც დაფარა და დაიცვა ნოტარიუსი და ჩემს უფლებებსაც შეეხო და თუ როგორ დაირღვა ჩემი უფლებები, როგორც ტექბიუროდან და ასევე, ნოტარიუსის მხრიდან, ნამდვილად დაგიმტკიცებთ დოკუმენტების მიხედვით.
ვუბრუნდები იმ პერიოდს, როდესაც 2006 წელს იყო აღძრული სს საქმე: ცირა სოხაშვილს მიეცა საშუალება, მოეხდინა უძრავი ქონების რეგისტრაცია.
2006 წლის 20 სექტემბერს #1921 განცხადებით მივმართე მცხეთის საჯარო რეესტრს და წარვადგინე აქტი (1994 წლის 25 მაისის, ჩუქების ხელშეკრულება), დედის გარდაცვალების მოწმობა, რის შემდეგაც 25 სექტემბერს, #2081 ცნობით მეცნობა, რომ აღნიშნულ ტექბიუროს საქმეში ჩემ მიერ წარმოდგენილი 1994 წლის 25 მაისის სახლის ექსპლუატაციაში მიღების აქტის ასლი არ მოიპოვება. ეს არის დედაჩემის, ნუნუ რისბერგის კუთვნილი მიწის ნაკვეთზე აღმაშენებლის ქ. 66-ში და რომ ცირა სოხაშვილმა იყიდა მთელი საცხოვრებელი სახლი, მდებარე აღმაშენებლის ქ. #68-ში ნასყიდობის ხელშეკრულებით. რაც შეეხება „გარაჟს“, ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ შესრულებული ნახაზებისა და ჩანაწერების მიხედვით, იგი დაფიქისირებულია ცირა სოხაშვილის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვთზე. ცნობას ხელს აწერს კ. ირიაული. ფაქტია, ნუნუ რისბერგს ჰქონდა საკუთრება აღმაშენებლის ქ. 66-ში და არა #68-ში. აღმაშენებლის ქ. #68-ში კი არის ეთერ მასურაშვილის საკუთრება. შევამოწმე რეესტრში 2012 წ. 12 მარტს, თუ რომელ მისამართზე მოახდინა ცირა სოხაშვილმა საკუთრების რეგისტრაცია. აღმოჩნდა, რომ ტექაღრიცხვის ბარათი 001174-ში აღმაშენებლის ქ. #66 რისბერგი მანანას რეგისტრაცია გადახაზულია და ჩაწერილია ცირა სოხაშვილი. საინტერესოა, ნასყიდობის ხელშეკრულებით #68-ში შეიძინა ბინა და რატომ ჩაეწერა #66-ში? მან თავიდანვე იცოდა ამის შესახებ, მაგრამ არ გაამხილა, ვინაიდან სამ თვეში უნდა მოეხდინა ყიდვიდან ამ ხელშეკრულებით რეგისტრაცია ტექბიუროში.
2006 წლის 12.10. კ.72.07.07.052 ამონაწერით რეგისტრაცია უძრავი ქონების მიწის ნაკვეთის არის 0.0600 კვ.მ აღმაშენებლის ქ. #66ა-ში, უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტით, ნასყიდობის ხელშეკრულებით #2-4 14.01.1997 წ. და ექსპლუატაციაში მიღების აქტი 25.05.1994 წ. 13 ოქტომბერს კი საკადასტრო რუკაზე არის აღმაშენებლის ქ. #68ა (ყოფ. 66-68). ნახაზი შესრულებულია 2006 წლის 10 ოქტომბერს. ვითომ პირველად რეგისტრაციაში უეცრად გაჩნდა ავტოსადგომი საერთო ფართი 28.0 კვ.მ. როგორც მოგახსენეთ, დედას ავტოსადგომი არ უჩუქებია და გაყიდვაშიც არ დაფიქსირებულა. ასე დაეხმარა მცხეთის საჯარო-რეესტრი ც. სოხაშვილს გარდაცვლილი დედაჩემის კუთვნილი საბუთის რეგისტრაციაში მასზე მიკუთვნებით. 2017 წლის 20 დეკემბერს საჯარო რეესტრიდან სრულიად მოულოდნელად მივიღე ამონაწერი ცირა სოხაშვილზე პირველადი რეგისტრაცია 2006 წლის 25 სექტემბრით, სწორედ იმ დღის ჩანაწერით, როდესაც ჩემზე ცნობა გასცა 2006 წლის 25 სექტემბერს #2081 კ. ირიაულმა ე. ი. მათ ხელში ჩაუვარდათ ჩემი წარდგენით სწორედ ეს აქტი (1994 წ. 25 მაისი), რომელიც დაურეგისტრირეს ც. სოხაშვილს საკუთრებაში.
ყოველივე, უძრავი ქონების სასწრაფო რეგისტრაცია გამოიწვია სისხლის სამართლის საქმის აღძვრამ 2006 წლის 5 სექტემბერს, რომლის შესახებაც მოგახსენეთ. ამ საქმეში 2007 წლის თებერვლამდე არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა, ხოლო ცირა სოხაშვილმა შემდეგ გამომძიებელს 2006 წლის 12 ოქტომბრის რეგისტრაცია წარუდგინა და არა 25 სექტემბრის.
2013 წლის 17 აპრილს #64735 მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსმა ნათია ხუცურაულმა ჩემს შეკითხვაზე დოკუმენტაცია გასცა, საიდანაც გაირკვა, რომ მცხეთის გამგეობის დადგენილება #18-ით 2006 წლის 31 აგვისტოს ცირა სოხაშვილის განცხადება დაკმაყოფილდა მის სახელზე მისამართის მინიჭებაზე, ვინაიდან მის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია აღმაშენებლის ქ. 68. ეს ნომერი მინიჭებული აქვს ასევე ეთერ მასურაშვილის სახლს, ხოლო აღმაშენებლის ქ. #66 მინიჭებული აქვს გულჩორა მრევლიშვილის საცხოვრებელ სახლს. ვინაიდან არის ნომრების გაორება, მას დაუდგინეს ნომერი 68ა. მან მცხეთის გამგეობა მოატყუა, ვინაიდან 2005 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით მისამართი დაუდგინდა აღმაშენებლის ქ. #66ა.
უფრო გარკვევით მოგახსენებთ: გამგეობის სახელზე ცირა სოხაშვილმა 27 აგვისტოს 2006 წელს დაწერა განცხადება, იყო კვირა დღე, 29 აგვისტოს ირმა მრევლიშვილი იღებს საჯარო რეესტრიდან ცნობას #1636, სადაც აღმაშენებლის ქ. #66-ში 11.04.2006 წელს (უძრავი ქონება ჩემი ყოფილი ადვოკატის, ანზორ ჩოჩაშვილის მონაწილეობით დაფიქსირდა ჩემს ორ გარდაცვლილ დეიდაზე), ხოლო 2006 წლის 14 ივნისს მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით გულჩორა მრევლიშვილის ბინის 2/3 წილი მივიღე მე, ამიტომ დადგენილებაში არ უნდა ჩაეწერათ გარდაცვლილის მისამართი, რომ აღმაშენებლის ქ. 66 არის. ცირა სოხაშვილი თავს არიდებს ჩემთან მიმართებით, რომ მე მომმართოს და ერთად შევასწოროთ. მან გამგეობას 29 აგვისტოს მიმართა და გასაოცარია, ორ დღეში როგორ მიიღო სასწრაფოდ გამგეობამ 31 აგვისტოს დადგენილება? ან რა საერთო ჰქონდა ცირა სოხაშვილს #66-თან, თანაც უკვე გარდაცვლილთან მიმართებით? მით უმეტეს, სასამართლოზე წარდგენილ სარჩელში მარინა მრევლიშვილი აღნიშნავს, რომ ჩემი მისამართი იყო აღმაშენებლის ქ. #66.
რატომ და რის საფუძველზე დაურეგისტრირეს მისამართი აღმაშენებლის ქ. #66ა? ვიფიქრე, ალბათ, 2005 წლის 10 ოქტომბერს მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, როდესაც ეთერ მასურაშვილის სასარჩელო განცხადება განიხილეს საკუთრების უფლების აღიარებისა და საზიარო უფლების გაუქმების. მოპასუხე იყო ცირა სოხაშვილი, ამ დროს მისთვის ცნობილი გახლდათ ის დოკუმენტაცია, რაც ე. მასურასვილს შვილმა, მარინა მრევლიშვილმა წარუდგინა სასამართლოს. ჯერ კიდევ 1988 წლის 24 ივნისის საქალაქო საბჭოს #212 გადაწყვეტილებით, ნუნუ ხიტალიშვილს უფლება მიეცა აღმაშენებლის ქ. #66-ში დაენგრია ძველი ავარიული ბინა და მის ადგილას აეშენებინა ახალი. ასევე, 1995 წელს ნუნუ ხიტალიშვილმა (რისბერგმა) აჩუქა შვილს, მანანა რისბერგს, აღმაშენებლის ქ. 66-ში საცხოვრებელი სახლი, რომელიც მან 1997 წელს ცირა სოხაშვილს მიჰყიდა. მოსამართლე რ. ხორავამ ამ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ცირა სოხაშვილმა შეიძინა ხსენებული სახლი აღმაშენებელს ქ. #66ა-ში. მეც მეგონა, სასამართლოზე მისამართი შესწორდა, სადაც მეც ვესწრებოდი და ც. სოხაშვილს დაუდგინდა #66ა, მაგრამ რატომ არ დარეგისტრირდა ეს გადაწყვეტილება საჯაროში უფლების დამდგენ დოკუმენტად? ისევ დავიწყე მოძიება და მოვითხოვე ორი დოკუმენტი, რომელიც 12.10.2006 წელს დაურეგისტრირეს ცირა სოხაშვილს.
2016 წლის 07 მარტს #52989 მივიღე ეს ორი დოკუმენტი, ნასყიდობის ხელშეკრულება და აქტი 25.05.1994 წელს.
ვერ გადმოგცემთ იმ მომენტს, რისი დანახვაც მომიწია. როგორ ახერხებს ეს ქალი ყველას მიმართ თავის ზეგავლენას? განა, ვინ არის ასეთი, რომ ყველა მას ემორჩილება _ საჯარო მოხელეებიდან დაწყებული, პროკურორების ჩათვლით?
მან მის საკუთრებად რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულება წარადგინა, სადაც უკვე მოგახსენეთ, ნოტარიუსმა ჩაწერა #6 ჩემს მისამართად. 2005 წელს კი ცირა სოხაშვილმა წარუდგინა სასამართლოზე ნაბეჭდი ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც ერთ ექვსიანს მიუმატეს კიდევ ექვსი და ჩემს მისამართად ჩაწერეს #66ა. როგორ გააყალბა და ვისი დახმარებით ცირა სოხაშვილმა ეს ხელშეკრულება? ან როგორ და ვინ მოაწერა ხელი ჩემ მაგივრად, ვინ მისცა ამ ხელშეკრულების სუფთა ფურცელი? მეტიც, საჯარო რეესტრმა ჩემ მიერ წარმოდგენილი აქტი, გარდაცვლილი დედაჩემის კუთვნილი 25.05.1994 წელს გადასცა ცირა სოხაშვილს. მას მცხეთის არქიტექტორთან მიაქვს და მთავარი არქიტექტორი ზურაბ მარსაგაშვილი ამოწმებს 25.09.2006 წელს ასლის დედანთან სისწორეს. ახლაც მეცინება ამ ერთუჯრედიან თაღლითებზე. ბატონო მთავარო არქიტექტორო და საჯარო მოხელეებო, განა, რა თანხა გადაგიხადათ ცირა სოხაშვილმა, რომ ნუნუ რისბერგის კუთვნილი დოკუმენტი დაუმოწმეთ, რომელიც თქვენ არ მოგეპოვებათ და დედანი მე მაქვს!
2016 წლის 17 მაისს #01/59 ცნობით, ნოტარიუსმა თინათინ კობერიძემ დაადასტურა, რომ მის სანოტარო ბიუროში ინახება 1997 წლის 14 იანვარს რ #2-4 ხელშეკრულება მისი ხელით ნაწერი, სადაც ჩემი მისამართი მითითებულია #6, ხოლო ნაბეჭდი სახით ხელშეკრულება, სადაც ჩემი მისამართია აღმაშენებლის ქ. #66ა, მის სანოტარო ბიუროს არქივში არ ინახება.
ალბათ, დაინტერესდებით რატომ დაირეგისტრირა ც. სოხაშვილმა 600 კვ.მ მიწა, თუ მას ნასყიდობაში უწერია 1564 კვ.მ მიწა საერთო სარგებლობის?
საჯარო რეესტრმა ჩემი ჩუქების ხელშეკრულება 1995 წლის 25.07-ის დაარეგისტრირა მის საკუთრებად, ასევე, ჩანაწერი უფლების დამდგენ დოკუმენტად 1997 წლის 14 იანვარს ხელშეკრულება და 25.09.2006 წელს შენიშვნაში აღნიშნა, რომ ჩუქების ხელშეკრულებაში არის 1564 კვ.მ, რეალურად 600 კვ.მ. 1564 კვ.მ არის საერთო სარგებლობის მიწა.
შეკითხვა ისმის, _ რატომ არ მიჯნავს თქვენთან ერთად ნაკვეთს, რომელიც სასამართლოს განსჯადია?
მოგახსენებთ: სისხლის სამართლის საქმეში 2007 წლის 20 თებერვალს ცირა სოხაშვილი დაიკითხა მოწმის სახით, რა დროსაც მან განმარტა, რომ ბინა იყიდა აღმაშენებლის ქ. #68ა-ში, ხელშეკრულებაში წერია 1564 კვ.მ მიწის საერთო ფართი. თუ იგი არ ცდება, მასთან ერთად ეკუთვნის კიდევ ორ ოჯახს, მან ჩემგან იყიდა 600 კვ.მ მიწის ფართობი და შენობა-ნაგებობა 127 კვ.მ და ა/ფარეხი.
თუ იცის, რომ ჩემგან ნაყიდი მიწის ნაკვეთიდან დარჩენილი მიწის ნაკვეთი ეკუთვნის სხვა ოჯახს, რატომ არ გადასცემს მათ? ან ჩემგან როგორ იყიდა?
ამ დარღვევების შესახებ წლებია მივმართავ პროკურატურას, სასამართლოს, მაგრამ უშედეგოდ.
2010 წლის 16 სექტემბერს მივმართე მცხეთის რაიონულ სასამართლოს, რომ დადგენილიყო იურიდიული ფაქტი იმის შესახებ, რომ ჩუქების ხელშეკრულებაში 1995 წლის 25 ივლისის ნაჩუქარი უძრავი ქონების მისამართია აღმაშენებლის ქ. #66 და არა ხელშეკრულებაში მითითებული მისამართი აღმაშენებლის ქ. #68.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილმა აღნიშნა, რომ ჩემი მოთხოვნა განეკუთვნება სასარჩელო წარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას, ამიტომ საკუთრების უფლების მიზნით მე უფლებამოსილი ვარ, აღვძრა სარჩელი ნუნუ რისბერგის მემკვიდრეების, ან იმ პირის მიმართ, რომლის უფლებაც ამჯერად რეგისტრირებულია აღმაშენებლის ქ. #66-ში მდებარე უძრავ ქონებაზე. დაიჯერებთ, უძრავი ქონებაზე, რომელიც მაჩუქა დედამ და გავყიდე, ერთი ნომრის შეცდომის გამო სასამართლოს უნდა მივმართო და როგორც დედის მემკვიდრემ ხელახლა მივიღო მემკვიდრეობით გარდაცვლილი დედისგან.
მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა მოითხოვა, საჯარო რეესტრიდან წარმომედგინა აღმაშენებლის ქ. #66-ში 66ა-ში #68-ში და 68ა-ში რეგისტრაცია უძრავ ქნებაზე.
მე წარვადგინე აღმაშენებლის ქ. 66-ში საჯარო ამონაწერი, სადაც გარდაცვლილ ქალთამზე მრევლიშვილზე იყო რეგისტრაცია ბინისა და მიწის 1/3, ხოლო მეორე გარდაცვლილზე, გულჩორა მრევლიშვილზე მარტო მიწის 2/3-ი ბინის. 2/3-ის რეგისტრაცია გაუქმდა ჩემზე 2009 წელს, ხოლო ცირა სოხაშვილის ამონაწერით 25.11.2010 წელს მას ჰქონდა უკვე მიწის 560 კვ.მ რეგისტრაცია და იპოთეკით დატვირთული მთლიანი ფართობი „ვი თი ბი ბანკი ჯორჯიაში“, ასევე ექსპლუატაციაში მიღების აქტი 25.05.1994 წლის ნუნუ რისბერგის, რის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ჩუქების ხელშეკრულებაში ნომრის შეცვლა, დადგენა. მოსამართლე დაიბნა, როდესაც დანაშაულის მომსწრე გახდა და განაცხადა: შენი დის კი არა, აღმაშენებლის ქ. 66-ში ვინც ცხოვრობს, მის მიმართ უნდა აღძრა სარჩელიო. ე. ი. ირმა მრევლიშვილის მიმართ? მაგრამ მას რა ესაქმება დედაჩემის ჩუქების ხელშეკრულებასთან? როგორ, მამაჩემის მემკვიდრეობაშიც მიჩივლა, 2009 წელს არ მომიწვია სასამართლოზეო და უნდა ჩავრთო ჩემი დის მაგივრად დედაჩემის ნაჩუქარი ქონების ხელშეკრულებაშიც? ეს მოთხოვნა არასერიოზულია და უარს ვაცხადებ მის მოპასუხედ ჩართვაზე. ასე დარჩა ეს საქმე, მოსამართლემ შეგნებულად თავი აარიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი და დაფარა გარდაცვლილი დედაჩემის კუთვნილი დოკუმენტაციის ცირა სოხაშვილზე მიკუთვნება.
მოკლედ, არ დარჩა უწყება, რომ არ მიმემართა, მაგრამ ყველასგან და ყოველთვის უარყოფითი პასუხებია. საჯარო რეესტრმა ნუნუ რისბერგის ცირა სოხაშვილის მიერ მიკუთვნებულ აქტზე მიპასუხა, რომ მე არაუფლებამოსილი პირი ვარ. სოხაშვილი ვინ არის, თქვე პრიმიტიულებო? საჯარო რეესტრის 2016 წლის 22 აპრილს #999752 ცნობით, აქტი 1994 წლის 25 მაისს, რომელიც ჩავაბარე 2006 წ. თანდართულ დოკუმენტებთან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, არ იძებნება. არ იძებნება იმიტომ, რომ ცირა სოხაშვილს გადასცეს. რომ დავფიქრდები, რა დონეზე დაეცა ეს უწყებები, ყველას გვგონია, უმაღლესი ცოდნით არიან საჯარო მოხელეები, იურისტები, საბოლოოდ კი მათ გამო წლობით ვიტანჯებით და ვწვალობთ. როდემდე და სადამდე?
გადავწყვიტე, რომ ისევ სასამართლოსთვის მიმემართა იმ მოტივით, რომ უარი მეთქვა ჩუქებით მიღებულ 1564 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 964 კვ.მ-ზე.
მივმართე 2015 წლის 17 მარტს მცხეთის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოვითხოვე 1995 წლის 15 ივნისის #184 ტექინვენტარიზაციის ბიუროს ცნობაში ცვლილებების შეტანა მოპასუხეების: თინათინ კობერიძის, საჯარო-რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ცირა სოხაშვილის მიმართ.
მოსამართლე გიორგი ტყავაძემ ადმინისტრაციული საქმე #3/56-15 განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაუგზავნა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
2015 წლის 27 მარტის განჩინებით მოსამართლე დიანა გოგატიშვილმა განმარტა, რომ მე მივმართე სასამართლოს თავმჯდომარეს მის მიმართ საქმის აცილებაზე, რადგან წლების მანძილე იგი სარჩელებს იხილავდა კანონდარღვევით და მიკერძოებით. მისი განმარტებით, სარჩელი არის ორივე ხელშეკრულებაში ნაწილობრივ ბათილად აღიარება. 1995 წლის 25 ივლისის ჩუქების ხელშეკრულებაში ნაწილობრივ ბათილად ცნობას 1564 კვ.მ მიწის ფართიდან 964 კვ.მ ფართის გასხვისების ნაწილში. მოსამართლე აღნიშნავს, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე სადავოდ ხდის მისი საკუთრების უფლების წარმოშობის მართლზომიერებას. სარჩელში უნდა აღინიშნოს სარჩელის ფასი, ვინაიდან მე გადახდილი მაქვს 100 ლარი, ამიტომ უნდა გადავიხადო მიწის ფართობის საბაზო ღირებულების დავის საგნის 3%-ის თანხა.
ორ დღეში 27 მარტს უარი მეთქვა სარჩელის მიღებაზე. გამიკვირდა. უარს ვაცხადებ ნაჩუქარი მიწის ნაკვეთის ნაწილზე და კიდევ უნდა გადამეხადა ღირებულების 3%? ეს როგორ?
სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრე, რადგან მოსამართლე დიანა გოგატიშვილმა 2012.29.05 წლის გადაწყვეტილებით, რა დროსაც გადავიხადე სახ. ბაჟი 2400 ლარი სწორედ იმ მიწის ნაკვეთის კუთვნილებაზე, რაც მაქვს ჩუქების ხელშეკრულებაში მითითებული, უვიცებმა მიაკუთვნეს ჩემს გარდაცვლილ დეიდებს და სწორედ დეიდაშვილმა ირმა მრევლიშვილმა მიიღო 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, მაგრამ საარქივო ცნობით არის მამაჩემის კუთვნილება, ზაქარია ხიტალიშვილის, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ მაჩუქა დედამ, მაგრამ ვინაიდან ტექბიუროს უფროსმა არ მიუთითა არც 1994 წლის 25 ივლისის აქტი და არც ეს მიწის ნაკვეთი, ვერ ვამტკიცებ და ამიტომ იძულებული გავხდი, უარი მეთქვა, თორემ ჩემს ადგილზე ვინ იტყოდა იმ ქონებაზე უარს, თანაც მცხეთაში, რომელიც ჩემი საკუთრებაა და მართლზომიერი მფლობელი ვარ 1950 წლიდან.
2015 წლის 26 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა მცხეთის მოსამართლე დიანა გოგატიშვილის 2015 წლის 27 მარტის განჩინება. ე. ი. უნდა გადავიხადო ღირებულების 3%-I ნაჩუქარ ქონებაზე. ეს აბსურდია და მიუღებელი.
_ რატომ გადაწყვიტეთ, უარი გეთქვათ ამ მიწის ნაკვეთზე?
_ ამის შესახებ მხოლოდ ვიტყვი იმას, რომ საქართველოში გამრავლდნენ პრიმიტიული აზროვნების ჩინოვნიკები. მიწაც და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლიც ნაჩუქარია, მაგრამ ვერ ვამტკიცებ. მით უმეტეს, ბავშვობიდან ამ სახლში ვცხოვრობდით და მამას (ზაქარია ხიტალიშვილი) საკუთრებაა. სადაც ის წერია ოჯახის უფროსად.
მოკლედ, გეკუთვნის მაგრამ არ გეკუთვნისო, არ გეკუთვნის, მაგრამ გეკუთვნისო!
…2010 წლის 25 ნოემბერს ცირა სოხაშვილს, შემდეგ ისევ 2014 წლის 17 მარტიდან დატვირთული ჰქონდა იპოთეკით უძრავი ქონება „ვითიბი ბანკ ჯორჯიაში“. როდესაც ხელშეკრულებას გავეცანი, მხარეთა უფლებამოვალეობის მუხლს, ფილიალის წარმომადგენელ ვალერიან საღირაშვილს მივაკითხე და მოვითხოვე განემარტა, რას ნიშნავდა მუხლი 4.9.? თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა მთლიანად ვერ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია, დარჩენილი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მსესხებელის საკუთრებაში არსებული ქონების ხარჯზე. ვკითხე: თქვენ შეამოწმეთ, რა ქონება აქვს ცირა სოხაშვილს, რა ქონებას გულისხმობთ დარჩენილ ქონებაში-მეთქი? _ არა არ შეგვიმოწმებია, ამას იმ შემთხვევაში შევამოწმებთ, თუ ვერ გადაიხდის, სასამართლო გადაწყვეტს.
ავუხსენი და ორი დოკუმენტი ვაჩვენე, რომელიც საჯარო-რეესტრში იყო რეგისტრირებული, რომ რაიმე ზომები მიეღო, მაგრამ მისი განმარტებით ბანკი ენდობოდა საჯარო რეესტრს და პასუხისმგებელიც სააგენტო იქნებაო. ე. ი. დარჩენილი მიწის ნაკვეთი 900 კვ.მ, რომელიც 1564 კვ.მ-დან უწერია ც. სოხაშვილს, მეც მაქვს ჩუქების ხელშეკრულებაში, მიიღო ირმა მრევლიშვილმაც. და ნასყიდობის ხელშეკრულებაშიც უწერია ცირა სოხაშვილს.
2017 წლის 12 სექტემბერს „ვითიბი ბანკმა“საჯარო რეესტრს მიმართა, რომ იპოთეკის ხელშეკრულებები ცირა სოხაშვილზე გაუქმდა, 19 სექტემბერს მოეხსნა იპოთეკა შენობა-ნაგებობას ფართით 127 კვ.მ, საცხოვრებელ ფართს _ 88.00, დამხმარე ფართს _ 39 და ავატოსადგომს _ 28 კვ.მ.
2017 წლის 27 სესქტემბერს ცირა სოხაშვილი საჯარო რეესტრში არეგისტრირებს საცხოვრებელი სახლის ოთხივე სართულს მთლიანი ფართობით 525.34 კვ.მ და მიწის ნაკვეთს 560 კვ.მ.
2017 წლის 22.09 საქართველოს ბანკში ისევ ტვირთავს იპოთეკით ამ უძრავ ქონებას. 2013 წ. 24.12. ჩემს შეკითხვაზე საჯარო რეესტრი ჩემი მოთხოვნის თანახმად, თუ ცირა სოხაშვილს დაურეგისტრირეთ 600 კვ.მ საერთო სარგებლების 1564 კვ.მ-დან, მაშინ დარჩენილი ფართობი _ 964 კვ.მ, მეც დამირეგისტრირეთ, ვინაიდან ეს თქვენ გადაწყვიტეთ და არა სასამართლომ. მიპასუხეს, განცხადება მოთხოვნილია არაუფლებამოსილი პირის მიერო.
წლების მანძილზე მივმართავდი როგორც სასამართლოს, ისევე პროკურატურას, მაგრამ მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორების, ნაზი მირიანაშვილისა და არჩილ ბედუკაძის საპასუხო წერილები იყო უარყოფითი, რომ არ არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი და სადავო საკითხების გადაწყვეტის მიზნით მიმართეთ სასამართლოს. ბოლოს ისე შევაწუხე და მოვაბეზრე, რომ 2014-2015 წლებში მიპასუხეს, რომ არაერთხელ იქნა განხილული თქვენი საჩივრები და პასუხები გეცნობათო.
2016 წლის 23 მაისს მივმართე მთავარ პროკურატურას, ნოტარიუს თინათინ კობერიძეს, საჯარო რეესტრსა და ცირა სოხაშვილს.
2016 წლის 03 ივნისს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, ქალბატონმა მაგდა კაპანაძემ, ჩემი საჩივარი გადააგზავნა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში, რომ ჩემი საჩივარი მიუთითებს უძრავი ქონების გაფორმების პროცესში საჯარო მოხელეთა მხრიდან დანაშაულის შესაძლო ჩადენის თაობაზე.
2016 წლის 06 ივლისს მცხეთის პროკურატურის პროკურორი ნაზი მირიანაშვილი მპასუხობს, რომ საჩივარში მოყვანილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების შესახებ, ვინაიდან არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. 2016 წლის 16 ივნისს ისევ მივმართე მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, თუ რა გარემოებების გამო არ დაიწყება გამოძიება. შედგა აუდიენცია გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ ბატონ ოთარ ჟივიძესთან, რა დროსაც წარვადგინე ყველა დოკუმენტაცია დ ერთად განვიხილეთ. დადგინდა, რომ ტექბიუროსა და ნოტარიუსის უყურადღებობის გამო, ზუსტად საქმისადმი ზერელე მიდგომით, არასწორად, დარღვევებით გაიცა დოკუმენტები, როგორც 1995 წელს, ასევე 1997 წელს, შემდეგ კი უკვე საჯარო რეესტრში.
2017 წლის 08 ივნისს ბ-ნმა ოთარ ჟივიძემ მაცნობა, რომ ჩემი განცხადებები, სადაც უკმაყოფილებას გამოვთქვამ მცხეთის რაიონული პროკურატურის მიერ მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების მიზნით გადაიგზავნა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში, სადაც, ჯერჯერობით, არავის დავუბარებივარ. იმედი მაქვს, გამოძიება დაიწყება, ვინაიდან არ შეიძლება, რომ დოკუმენტებში ვერ ერკვეოდნენ, სასამართლოც კი არ მიაკუთვნებს 2002 წელს გარდაცვლილი ნუნუ რისბერგის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს ცირა სოხაშვილს და მცხეთის საჯარო რეესტრმა რის საფუძველზე მიაკუთვნა 1994 წლის აქტი 25.05.2006 წელს?
როდესაც საქმე გართულდება, პროკურატურა დაგიბარებს და გეტყვის, რატომ არ გაამხილე ეს დარღვევებიო? რადგან მყიდველი კეთილსინდისიერია, ახლა კი, თურმე, დანაშაული არ ყოფილა. მეტად სამარცხვინოა ასეთი მასალის გამოქვეყნება, ვისთან და რასთან მაქვს საქმე, მაგრამ ნათქვამია, _ კოკა წყალს ყოველთვის ვერ მოიტანს და ერთხელაც წყლის გზაზე გატყდებაო.
მივმართავ საქართველოს ბანკის წარმომადგენელ ქეთევან პარწიკანაშვილს, გადაამოწმოს დოკუმენტები 2006 წლის 12 ოქტომბრიდან, როდესაც საჯარო რეესტრში ცირა სოხაშვილზე უძრავი ქონება დარეგისტრირდა; და შიდა-ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურას, დროულად დაიწყოს გამოძიება. პატივცემულო მკითხველო, ეს დასასრული არ არის.
ამ წლების განმავლობაში განვიცადე ფსიქოლოგიური წამება. თუ დემოკრატია ამ ფორმით ვითარდება საქართველოში, შესაძლებელია, ამ წნეხში ზოგიერთი თქვენგანიც აღმოჩნდეს.

გიორგი მეფარიძე